საკითხავისასარგებლოსურათები

მაროკოს სამეფო

7ff6ea8f2b96

ამ პოსტში წარმოგიდგენთ მაროკოს სამეფოს .

ეს არის ჰასან  II–ის სახელობის მეჩეთი.
c6786ecd84a5

მაროკოს განსაკუთრებული გეოგრაფიული მდებარეობა  უკავია აფრიკის კონტინენტის ჩრდილო–დასავლეთით. ზღვის და ოკეანის სანაპირო, მთები და უდაბნოები უნიკალურ ლანდშაფტებს ქმნის აფრიკის ამ სახელმწიფოში. ქვეყანა მდიდარია ფოსფორით, მოსახლეობა შედგება არაბების და ბერბერებისაგან. მაროკო მონარქიული სახელმწიფოა, ეკონომიკური სიძლიერით კონტინენტზე მეხუთეა. უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ფოსფორის მოპოვებას. მოქმედებს მანქანათმშენებლობის, ქიმიური მრეწველობის, მსუბუქი და კვების მრეწველობის არაერთი საწარმო, მნიშვნელოვანია თევზჭერა. მიწათმოქმედებაში წამყვანია ციტრუსების, ნუშის, კანაფის ნათესები. სწრაფი ტემპებით იზრდება ტურისტული ნდუსტრია.

8f599f72b4ee

მაროკოს მეფე მოჰამედ VI

4d9a135fb156

მაროკოში ლეგალურია კანაფის მოყვანა .

142281a237e8

e6a0ecc9b130

ისტორია

მე-19 საუკუნიდან მაროკოს ტერიტორია ოკუპირებული იყო საფრანგეთისა და ესპანეთის მიერ. ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა 1956 წელს, თუმცა ესპანეთი ჯერ კიდევ აკონტროლებს სეუტისა და მელილიის პორტებს მიმდებარე ტერიტორიებითურთ. 1961-99 წლებში ქვეყანას მართავდა მეფე ჰასან მე-2, რომელიც დიდ როლს ასრულებდა ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესებში. ახლო წარსულში მაროკოს ჰქონდა ტერიტორიული დავა მავრიტანიასთან ესპანეთის ყოფილ პროვინცია დასავლეთ საჰარის თაობაზე. 1979 წელს მავრიტანიამ უარი თქვა თავის პრეტენზიებზე. ამჟამად დასავლეთ საჰარა მთლიანად ოკუპირებული აქვს მაროკოს. მიუხედავად გაეროს წინადადებისა, ამ ტერიტორიაზე ჯერ არ ჩატარებულა რეფერენდუმი მისი შემდგომი სტატუსის შესახებ. 2002 წელს კუნძულ პერეხილის თაობაზე ესპანეთსა და მაროკოს შორის ატეხილმა დავამ კვლავ გახადა აქტუალური სეუტა-მელილიის სუვერენიტეტის საკითხი.

წყარო: ვიკიპედია

e416da6a41df

15a01e67b6ae

b09e30a79f74

მსგავსი ამბები

Back to top button