TECH & მეცნიერებაკულტურა

20 ფაქტი Youtube-ის შესახებ და ცოტა ”ეშმაკობაც” მასზე …

3ca655aee201

ნებისმიერი ინტერნეტ მომხმარებელი ცნობს YouTube-ს, რომელსაც უმრავლესობა ვიდეოს სანახავად, დასადებად, ან საიტზე ჩასასმელი ლინკის დასაკოპირებლად სტუმრობს…
თუმცა ყველამ როდი იცის, რომ YouTube თავად გვაძლევს საშუალებას, რომ იგი უკეთესად გამოვიყენოთ და უფრო კომფორტული გავხადოთ…. გაგრძელებაში შევეცდები ცოტა გაგარკვიოთ YouTube-ში …

1) YouTube -ს 3ივე დამფუძნებელი (Steve Chen, Chad Hurley, Jawed Karim) ჯერ კიდევ Paypal-ში მუშაობდნენ, როცა დაიწყეს თავიანთი პროექტის განხორციელება.

2) დომენი- YouTube- დარეგისტრირებულ იქნა წმ.ვალენტინის დღეს ( 14 თებერვალს. 2005 )

3) YouTube-ის დარეგისტრირებული მოხმარებლების 70%-ს, 20წლამდე ხალხი შეადგენდა.

4) YouTube- ჰოლივუდის კინოკომპანია, რომ ყოფილიყო, მას საკმარისი მასალა ექნებოდა, იმისათვის, რომ 60 000 ახალი ფილმი გამოეშვა კვირაში

5) იმ ვიდეოების რაოდენობისთვის რომელიც YouTube-ზეა ატვირთული უკანასკნელი 2 თვის განმავლობაში, NBC, ABC, CBS -მაუწყებლობას 1948 წლიდან შეუსვენებლად უნდა ემუშავა.

6) YoutTube -ს საერთო ტრაფიკის მოხმარება იმდენია, რამდენიც 2000 წელს გამოიყენებოდა მთელს ინტერნეტ სივრცეში.

7) 1000 წელი მაინცაა საჭირო, რომ YoutTube -ზე ატვირთული ყველა ვიდეო იხილოთ, მაგრამ ამ დროისთვის მათი რაოდენობა არანაკლებ მილიარდს მიაღწევს.

ყველაზე პოპულარული კატეგორიაა მუსიკაა. მასში მთელი ვიდეოების 20%ია ატვირთული.

9) ამერიკის შეერთებული შტატები YoutTube-ზე ყველაზე მეტ ვიდეოს ტვირთავს. შემდეგ მოდის დიდი ბრიტანეთი.ასევე საიტის მნახველების ყველაზე დიდ ნაწილს ამერიკელები შეადგენენ, შემდეგ კი მოდის იაპონია.

10) პირველი ვიდეო რომელიც YoutTube-ზე აიტვირთა იყო ,,მე ზოოპარკში” რომელიც YoutTube-ის ერთერთმა დამფუძნებელმა Jawed Karim-მა დადო.

11) YoutTube-ს ყოველდღიური ვიდეოების ნახვა 2 მილიარდს შეადგენს.

12) Google -მა იყიდა YoutTube 2006 წელს 1,65 მილიარდ დოლარად.

13) პირველი ვიდეო, რომელმაც YouTube-ის რუსული ვერსია გახსნა იყო, Peter Nalitch კლიპი, სიმღერა- “Guitar”.

14) 2007 წლის, 13 მარტს კომპანია «Viacom»-მა სასამართლოში სარჩელი შეიტანა Google-ის წინააღმდეგ. მან დაადანაშაულა YoutTube-მასიური საავტორო უფლებების დარღვევაში და ითხოვდა მისი სერვისის ყველა მომხმარებლის პირადი მონაცემების აღრიცხვას.

15) ბევრი მომხმარებელი, რომლის ვიდეოც პოპულარული გახდა, ინტერნეტ სივრცის გარეთაც ვარსკვლავები გახდნენ. მაგალითდ კანადელმა ბიჭუნამ Justin Bieber -მა ძვირადღირებული კონტრაქტი გააფორმა ერთერთ ხმისჩამწერ სტუდიასთან, დედამისის YoutTube-ზე ატვირთული ვიდეოების წყალობით.

16) “სააღდგომო კვერცხი” YoutTube-ზე. თუ ატვირთვის დროს დავაჭერთ ღილაკს ზემოთ, ქვემოთ, მარცხნივ და მარჯვნივ ( ალტერნატივა: დავაჭიროთ ზემოთ და მარცხნივ) ჩაირთვება თამაში “Snake”.

17) 2010 წლის ნოემბრის მონაცემების თანახმად, YoutTube-ზე წუთში იტვირთება 35 საათიანი ვიდეო, და დღეში 50 400საათიანი,

18) ვიდეო რომელიც აღნიშნულია, როგორც წაშლილი ,არაა აუცილებელი ფიზიკურად წაიშალოს.ისეთი ფუნქციით, როგორიცაა Deleted YouTube Video Viewer-თავისუფლად შეიძლება ამ ვიდეოების ყურება.

19) 2009 წლის მარტში, ჩინეთის მთავრობა YouTube-სთან კავშირი დაბლოკა, იმ ვიდეომასალის საიტზე გამოჩენის მერე, რომელზეც გამოსახული იყო, თუ როგორ ურტყავდნენ ჩინელები ტიბეტის მონარქებს და ჩვეულებრივ მაცხოვრებლებს.

20) ვიკიპედიის თანახმად 2005 წლის 15 თებერვალი, YouTube-ს ოფიციალური ისტორიის დაწყების დღეა.

ცოტა ”წავიეშმაკოთ” YouTube-ში

1.როგორ ვუყუროთ youtube-ზე ვიდეოს მაღალ ხარისხში.

მოცემულ საიტზე უამრავი ვიდეოა, რომლის ეკრანზე სრულად გაშლის შემთხვევაში ხარისხი ძალიან ფუჭდება, რასაც პლეერს ვერ დავაბრალებთ.. იმისათვის რომ ვიდეოს მაქსიმალურად მაღალ ხარისხში ვუყუროთ ვაკეთებთ შემდეგს : ლინკში დაამატეთ ‘&fmt=18′ (სტერეო, 480X270 გაფართოებაზე), &fmt=6′ (მონო, 480X270 გაფართოებაზე ) ან ‘&fmt=22′ (სტერეო, 1280 x 72 გაფართოებაზე)

2. როგორ ჩავსვათ იუტუბიდან ვიდეო საიტზე მაღალი ხარისხით.

ამისათვის embed კოდს ვუმატებთ “&ap=%2526fmt%3D18″ ან “&ap=%2526fmt%3D22″

3.როგორ დავმალოთ ძიების ველი იუთუბზე.
საიტზე ჩასმული ვიდეოს დამთავრების შემდეგ ჩანს ხოლმე ძიების ველი, ეს ნაკლებად საჭიროა, მის მოსაშორებლად ლინკს დავუმატოთ : ‘&showsearch=0′

4.როგორ ჩავსვათ საიტზე მხოლოდ ვიდეოს ნაწილი

ხანდახან ამის გაკეთება აუცილებელია, ამიტომ ლინკს ვამატებთ : ‘&start=30′ და ვიდეო დაიწყება 30–ე წამიდან… (30 ის შეცვლა შეიძლება სურვილისამებრ ნებისმიერი რიცხვით)

5.როგორ უნდა განმეორდეს ვიდეო embed-ში თავიდან
იმისათვის, რომ ვიდეო დამთავრების შემდეგ ავტომატურად მეორედ ჩაირთოს, საჭიროა ლინკს დავამატოთ : ‘&autoplay=1′

6.როგორ გავამეოროთ ვიდეო საიტზე
წინა შემთხვასავით, აქაც ყველაფერი მარტივადაა, ბმულს უბრალოდ ვუმატებთ : &loop=1′

7.მსგავსი ვიდეოების ჩვენების გამორთვა.
ბმულს ვუმატებთ: &rel=0′

8.რეგიონალური შეზღუდვის გამორთვა:
ხანდახან ხდება, რომ მოცემული ადგილისთვის ვიდეოს ჩვენება აკრძალულია..
იმისათვის, რომ ეს შეზღუდვა გამოვრთოთ საჭიროა კოდი :http://www.too.ge.youtube.com/watch?v = შევცვალოთ კოდით : http://www.too.ge.youtube.com/v/

9.როგორ გადმოვწეროთ ვიდეო
უბრალოდ youtube.com–ს შევცვლით kickyoutube.com–ით და შედეგით დავტკბებით, ან youtube-ს მაგივრად ლინკში ჩავწეროთ voobys.

სულ ეს იყო … თუ თქვენ ფლობთ ამ სახის ინფორმაციას დაწერეთ კომენტარებში და გავუზიაროთ ერთმანეთს… :)

წყარო : too.ge

79bea026d76c

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button