არქივი

სტოიკოსები

96c3241f77c4

კინიკოსებმა ხელი შეუწყვეს ათენში ფილოსოფიის სტოიკური სკოლის გნვითარებას ძვ.წ. დაახლოებით 300 წლისათვის. მისი დამფუძნებელი იყო ზენონი, რომელიც დაიბადა კვიპროსზე და, გემის ჩაძირვის შემდეგ გადარჩენილი, ათენში კინიკოსებს შეუერთდა. ზენონი თავის მიმდევრებს თაღ ქვეშ უყრიდა ხოლმე თავს. სახელი “სტოიკოსი” მდის სწორედ ბერძნული სიტყვიდან “სტოა”, რაც ნიშნავს თაღს. მოგვიანების სტოიციზმმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა რომაულ კულტურაში.

ჰერაკლიტეს მსგავსად, სტოიკოსებს სწამდათ, რომ ყოველი ადამიანი ერთი და იმავე საერთო აზრის ანუ “ლოგოსის” ნაწილია და თითოეული მათგანი წარმოადგენს მინიატურულ მსოფლიოს ანუ “მიკროკოსმოსს”, რომელიც თავის თავში ირეკლავს “მაკროკოსმოსს”.

აქედან გამომდინარეობდა აზრი, რომ არსებობს უნივერსალური კანონი, ე.ქ. ბუნების კანონი. და რადგან ბუნების ეს კანონი ეფუძნება ზედროულ ადამიანურ და უნივერსალურ გონებას, ის არ იცვლება დროსთან და ადგილთან ერთად. ამაში სტოიკოსები სოკრატეს ემხრობოდნენ სოფისტების საწინააღმდეგოდ.

მათი აზრით, ბუნების კანონი მართავდა მთელ კაცობრიობას, თვით მონებსაც კი. სტოიკოსების თვალში სხვადასხვა სახელმწიფოს კანონმდებლობა, უბრალოდ, ბუნებაში ჩადებული “კანონის” არასრული იმიტაციაა.

სტოიკოსებმა წაშალეს განსხვავება ადამიანსა და სამყაროს შორის, უარყვეს ნებისმიერი კონფლიქტი “სულსა” და “მატერიას” შორისაც. მხოლოდ ბუნება არსებობსო, გამოაცხადეს მათ. ამგვარ სწავლებას მონიზმი ეწოდება (განსხვავება პლატონი დუალიზმისა თუ ორმაგი რეალობისგან).

როგორც თავისი დროის ჭეშმარიტი შვილები, სტოიკოსები გამორჩეულად “კოსმოპოლიტები” ანუ მსოფლიო მოქალაქეები იყვნენ, რითაც ისინი უფრო მისაღებნი არიან თანამედროვე კულტურისთვის, ვიდრე “კასრის ფილოსოფოსები” (კინიკოსები). ისინი აფასებდნენ მეგობრობას, მონაწილეობდნენ პოლიტიკაში და მრავალი მათგანი – უპირველეს ყოვლისა კი, რომის იმპერატორი მარკუს ავრელიუსი (121 – 180) – აქტიური სახელმწიფო მოღვაწეც იყო. ისინი ხელს უწყობდნენ ბერძნული კულტურისა და ფილოსოფიის დამკვიდრებას რომში. იმ დროის გამოჩენილ მოღვაწეთა შორის განსაკუთრებით ცნობილია ორატორი, ფილოსოფოსი და სახელმწიფო მოღვაწე ციცერონი (103 – 43 ძვ,წ,) . სწორედ მან დაუდო სათავე “ჰუმანიზმს”, ანუ ცხოვრების ისეთ ხედვას, რომლის ფოკუსშიც ადამიანი დგას. რამდენიმე წლის შემდეგ სტოიკოსმა სენეკამ თქვა: “კაცობრიობისთვის კაცობრიობა წმინდაა”. ეს სიტყვები დღემდე დარჩა ჰუმანიზმის ლოზუნგად.

სტოიკოსები ყურადღებას ამახვილებდნენ იმაზე, რომ ყველა ბუნებრივი პროცესი და, მათ შორის, ავადმყოფობაც და სიკვდილიც ბუნების ურღვევ კანონებს მიჰყვება. ამიტომ ადამიანი უნდა დაემორჩილოს ტავის ბედს. არაფერია შემთხვევით, ყველაფერი ხდება აუცილებლობის ძალით და, ამდენად, აზრი არა აქვს ჩივილს, როცა ბედისწერა კარზე გიკაკუნებს. ცხოვრებაში ბედნიერებასაც უშფოთველად უნდა შევხვდეთო ამბობდნენ ისინი, რითაც უახლოვდებიან კინიკოსებს, რომელთა აზრით, ადამიანის კეთილდღეობა უმნიშვნელოა. ჩვენ დღემდე ვიყენებთ გამოთქმას “სტოიკურად მშვიდი” ისეთი ადამიანის მიმართ, რომელიც კარგად ფლობს საკუთარ გრძნობებს.

მსგავსი ამბები

Back to top button