გამოგონებასაკითხავისასარგებლო

ავტომობილის კომპიუტერი. (ECU)

fe7cd9739e26
მოგესალმებით მეგობრებო. დღეს გთავაზობთ თემას ავტომობილის კომპიტერზე ანუ იგივე (ECU) ზე. რომლის საშუალებითაც იმართება თქვენი ავტომობილი, რომლის გარეშეც დღეს არ იარსებებდა ავტომობილი, როგორც ფუფუნების საგანი და იგი ყოველთვის დარჩებოდა გადაადგილების საშუალებად. თემაში განვიხილავთ მის შესაძლებლობებს, ფუნქციებს, აზრს და ზოგადად გავეცნობით მის შესახებ ყველაფერს, თუ როგორია იგი, როგორ შეიძლება მისი გაუმჯობესება და ასე შემდეგ. გელით ყველას სრულიადში, ველი თქვენს შეფასებებს.

0921cc8d4c2d

ავტომობილის კომპიუტერი. (ECU): ეს გახლავთ ერთ ერთი დეტალი რომლის დახმარებითაც 20 წლის ინტერვალში ავტომობილი განვითარდა უმაღლეს დონეზე და მიახწია იმ მწვერვალებს რასაც მაგალითად 60 იან წლებში ვერც კი ინატრებდით. არის სხვადასხვა აზრი, მაგალითად ბევრი უპირატესობას ანიჭებს 60 იანი წლების მანქანებს. მაგრამ მთელი ფსიქოლოგია იმაშია რომ უმეტეს წარმოდგენაც არ ააქვს რომ მათ საყვარელ 60 იან მანქანებს გააჩნია კარბურატორი და ეს კარბურატორი ყველაზე დიდი პრობლემა ამ დროინდელი მანქანებისთვის. კი კარგია 60 იანების ავტომობილები მაგრამ დროს ნუ ჩამოვრჩებით და ტექნოლოგიას ნუ მივაქცევთ ზურგს. მგონი ყველამ გაიგო რომ ჩვენ საუბარი გვაქვს ავტომობილის კომპიუტერზე და მოდით მე ხშირ შემთხვევაში მას ECU უწოდებ უფრო შემოკლებულიცაა და უფრო მიეჩვევით ამ სიტყვის გაგონებაზე და უცბათ გაიხსენებთ რაზე მიდის საუბარი. მოკლედ როცა ავტო ინდუსტრიაში გამოჩნდა ეგრედ წოდებული პრისკი საჭირო გახდა მანქანის ელექტრონულ სისტემაზე გადაყვანა მთლიანად, ანუ საჭირო გახდა კომპიუტერი, რათა ემართა ყველაფერი სწორად და გამართულად. მაგალითად: ძრავისთვის მიეწოდებინა სესაბამისი რაოდენობის ბენზინი, ემართა ინჟექტორები, ემართა ავტომობილის ელექტრობა მაგალითად ელექტრო შუშები, კლიმატ კონტროლი და ასე შემდეგ. უნდა იცოდეთ რომ ECU არეგულირებს მანქანის სიმძლავრეს, როგორც იცით ყველა ავტომობილს გააჩნია სათანადო რესურსი მაგრამ სტოკი ECU არ გვაძლევს მისი გამოყენების საშვალებას რადგანაც არ გავაფუჭოთ ან არ დავაზიანოთ ძრავი. მისი მთავარი ფუნქცია მდგომარეობს იმაში რომ მართოს საწვავის მიწოდება მთავარი ფუნქცია ეს გახლავთ მაგრამ თან ახლავს მხვა მრავალი ფუნქცია. თუ გინახავთ ოდესმე ავტომობილში ECU სათვის განკუთვნილი ადგილი დაინახავდით რომ ამ ადგილზე მოთავსებულია 3 ან მეტი კომპიუტერის ვინჩესტერის მაგვარი ნივთები, რომლებიც ესე ვთქვათ მორთულია სხვადა სხვა რელეებით შესაერთებლებით და პროვოდებით. უნდა ვიცოდეთ რომ ეს ნივთები ყველაფერი ეკუთვნის კომპიუტერს, თუმცა დაყოფილია არის კონკრეტულად სალონის ელექტრობის ბლოკი, სამართავი ბლოკი და ასე შემდეგ ყველას თავისი ფუნქცია გააჩნია და ყველა მნიშვნელოვანია.

5aa713acf477

გაუმჯობესება და ხერხები: მაგალითად ჩვენ ავტომობილს თავიდანვე არ მოყვა ნავიგაცის სისტემა და კომპიუტერში არ არის ჩადებული ეს ინფორმაცია, სწორედ ამ დროს გვჭირდება კარგი, და გამოცდილი ელექტრიკი რომელიც დანამატების ხარჯზე, ეგრედ წოდებული პაიანიკის ხარჯზე, და ცოდნის ხარჯზე გაუკეთებს ერთ ერთ ბლოკს მოდიფიკაციას რის შემდეგადაც თქვენი მთავარი ECU აღიქვავს ამ მოდიფიკაციას და მისცემს მაგალIთად მონიტორს საშვალებას რომ აჩვენოს გამოსახულება, ღილაკებს მისცემს საშვალებას რომ იმუშაოს. მაგალითად ჩვენ ავტომობილს არ გააჩნია ელექტრო შუშები და გვინდა რომ გვქონდეს, მივდივართ ელიავაზე და ვიყიდეთ ელექტრო შუშები, თუ დააკვირდებით მას მოყვება მრავალი შნურები და შესაერთებლები მსგავსად USB სი. როცა უკვე დაყენებაზე მიდის საქმე აქ უკვე ელექტრიკი ერთვება საქმეში და ამ ყველაფერს ერთად შეაკოწიწებს და თქვენ გექნებათ ელექტრო შუშები, ამ ყველაფერს აკეთებს ECU ერთი კონკრეტული ბლოკი. მაგრამ ყველაზე მეტად ჩვენ რაც გვაინტერესებს ეს არის როგორ უწყობს ხელს მთავარი ECU ანუ მთავარი მართვადი კომპიუტერი როგორ უწყობს ხელს ავტომობილს რომ იყოს უფრო ჩქარი, სწრაფი და გამოიმუშაოს უფრო მეტი სიმძლავრე, შესაბამისად იყოს უსაფრთხო. მაგალითად ალბათ გაგიგიათ ავტომობილის გაჩიპვა, ანუ იძახიან ხოლმე დაჩიპულიაო, და წარმოდგენა არ ააქვთ რას ნიშნავს ეს დაჩიპვა, გახსოვდეთ რომ თუ ავტომობილს არ გაუკეთეთ სხვა მოდიფიკაციები მაგალIთად ელემენტარულად თუ არ შეცვალეთ ვიხლოპი, გამშვები და შემშვები კოლექტორები, ინჟექტორები და მსგავსი დეტალები დაჩიპული ECU არ მოგცემთ სასურველ სიმძლავრეს და განსხვავებას მხოლოდ მახვილი თვალი შეამჩნევს. ამიტომ მანქანის დაჩიპვა ხდება ბოლო ეტაპზე, პლიუს ამას თუ თქვენ ჯერ დაჩიპავთ და მერე შეცვლით სხვადა სხვა დეტალებს, თავიდან მოგიწევთ გადაპროგრამირება რაც თანხებთანა დაკავშირებული. მოკლედ მაგალIთად შევცვალეთ ყველა სასურველი დეტალი და მხოლოდ კომპიუტერი დარჩა. მოკლედ პირველ რიგში უნდა შევიძინოთ უმაღლესი ხარისხის ჩიპი წინაღმდეგ შმეთხვევაში შეიძლება ძრავის სიკვდილიც კი გამოვიწვიოთ. ვყიდულობთ უმაღლესი ხარისხის ჩიპს, არავითარ შემთხვევაში არ გაებდოთ და არ იყიდოთ ჩიპი ებაიზე და ამაზონზე მსგავსი მარაზმი საიტები დაივიწყეთ. მიმართეთ კომპანიას, ფირმას რომელიც მუშაობს მხოლოდ ავტომობილის ტუნინგზე. ჩIპები ბევრი სახის არსებობს და ფასებიც ინდივიდუალურია. დაჩიპვა ხდება შმედეგნაირად: ელექტრიკი კარგი ელექტრიკი კომპიტერის სქემაში ამატებს პატარა დამატებით სქემას რომელიც ყენდება პაიანიკის საშვალებით მაგრამ ელექტრიკი კარგი უნდა იყოს იმიტომ რომ ამ პატარა ფლეშკასავით საგანს ააქვს ობობასავით ფეხები რომლებიც უნდა დაჯდეს ეგრედ წოდებულ დაროჟკებზე რათ აინფორმაციამ მიაღწიოს. ამის შმედეგ ხდება პროგრამირება. ანუ არსებობს პროგრამები ყვლა მანქანას ინდივიდუალური აქვს, არსებობს პროგრამები რომლის დახმარებითაც კომპიუტერის საშვალებით მანქანას უკეთებთ ეგრეთ წოდებულ ნასტროიკას. ვუთითებთ ყველაფერს საწვავის მიწოდების დეტალებს ჩვენს გაუმჯობესებულ ძრავზე.

f7b1dbab94f0

ტესტირება, გასინჯვა: ამ ყველაფრის შემდეგ ჩვენ უნდა გავტესტოთ და გავიგოთ თუ როგორ ჩაიარა მოდიფიკაციამ. ამისთვის არსებობს ეგრედ წოდებული დინო ტესტები. დინო გახლავთ აპარატი რომელზეც მანქანა მდგომიარე პოზიციაში ანვითარებს სიჩქარეს და კომპიუტერის დახმარებით იზომება მისი შედეგები. სამწუხაროდ საქართველოში ჩიპ ტუნინგი ყველაზე დაბალ დონეზე დგას რადგანაც ელემენტარულად არ გაგვაჩნია დინო აპარატი, იყო ერთი თუმცა იმხელა ფასი ღირდა გასინჯვა რომ ნამდვილად არ უღირდა უმეტეს ადამიანს, დიდი ხანია არაფერი მსმენია იმ აპარატის შესახებ შიეძლება კიდევ არის ზუსტად არ ვიცი. არსებობს ასევე სპეციალური აპარატები რომლებიც ყენდება მანქანაში თვითონ და ზომავს მანქანის აჩქარებას, რომლებიც ხშირ შემთხვევაში უზუსტობას იძლევა და ცოტა გაუგებარი რჩება ხოლმე ბევრი რამ. ამ აპარატის საშვალებით შიეზლება ყველაფრის გასინჯვა მაგრამ რთულია და დიდ ცოდნას და ენერგიას მოითხოვს. მაგალითად თქვენს ავტომობილს გააჩნია 200 ცხენის ძალა და ძრავის მცირე მოდიფიკაცია ამ პროგრამული უზრუნველყოფის შემდეგ უნდა მოქცეთ სიტყვაზე 20 ცხენის ძალა სიტყვაზე, იცოდეთ რომ ჩიპ ტუნინგი იძლევა ცოტა ნამატს და არ იძლევა 800 და 1000 ცხენის ძალას, არავინ მოგატყუოთ. 200 ცხენზე თქვენია ვტომობილის საბურავი იღებს 20 პროცენტით ან 25 პროცენტით ნაკლებს რადგანაც, გადაცემათა კოლოფში და რედუქტორში იკარგება დანარჩენი 20 პროცენტი. თუ თქვენმა ავტომობილმა ჩიპ ტუნინგის შემდეგ დინო აპარატზე გაჩვენათ სუფთა 200 ცხენის ძალა ჩათვალეთ რომ კარგათ გიმუშავიათ და შედეგიც სახეზეა. ანუ ამ უზრუნველყოფამ მოგცათ თქვენ რეალურად იმდენი ცხენი რამდენიც წესით უნდა მივიდეს საბურავზე. მგონი საკმაოდ მარტივად ავხსენი. თუ რამე ვერ გაიგეთ მკითხეთ. ეს ყველფერი მწირე მოდიფიკაციაზე, მაგრამ თუ თქვენ დაჩარხეთ ძრავი, შეცვალეთ კალენვალი, კოლიცოები და ასე შემდეგ დაჩიპვის შემდეგ შეიძლება მიიღოთ 100 ცხენის ძალაც კი. ანუ მარტივი პრინციპია მეტია ნამატი ? მეტია სიმძლავრე, ნაკლებია ნამატი ? ნაკლებია სიმძლავრე. მაგრამ ჩვენ პირობებში ძირითადად მარტო ცოტა მოდიფიკაციას უკეთებთ მანქანას შესაბამისად ჩიპ ტუნინგის შემდეგ ნაკლები ცხენი გვექნება მაგალითად 20 ცხენი მაგრამ ხარისხიანი ცხენი და უსაფრთხო ძრავისთვის. მისი გასინჯვა შეიძლება ჩვეულებრივად გაზზე დაჭერითაც თუმცა ამ შმეთხვევაში ძლიერი მოდიფიკაცია საჭირო თვითონ ძრავის რომ იგრძნოთ სხვაობა რადგანაც წინაღმდე შემთხვევაში უბრალოთ ვერ იგრძნობთ სიმცირის გამო. ანუ მივედით იმ დასკვნამდე რომ ECU გარეშე ავტომობილი არის 0 ი და მეტი არაფერი. ECU უზრუნველყოფს ჩვენს კომფორტს რომელიც ასე გვიყვარს ქართველებს და უზრუნველყოფს სიმძლავრეს რომელიც ასე უყვართ ავტო მოყვარულებს. დაიმახსოვრეთ რომ ECU ძირითადად ერთ ბლოკს უწოდებენ და ყურადღებას არ აქცევენ დანარჩენ ბლოკებს რომლებიც უზურნველყოფენ ელექტრობას,ამას იმიტომ გეუბნებით რომ მე შემექმნა სალონის ელექტრობასთან პრობლემა და ძალიან გამიჭირდა გაკეთება რადგანაც ელემენტარულად არ ვიცოდი რისთვის მიმემართა და ECU აღვიქვადი მხოლოდ სიმძლავრის ერთეულად. ანუ იცოდეთ რომ ECU არის ერთიანი მექანიზმი რომელიც მოიცავს ზოგადად ავტომობილის ელექტრობას.

b988ffaf5968

ba17b994d08c

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close