კულტურა

ქართველი კრიმინალები საზღვარგარეთ

81a43f2d98bc

უცნაურზე მრავლად არის პოსტები იმის შესახებ რომ რა კარგები ვართ ქართველები, გვაქვს შესანიშნავი წარსული და ასე შემდეგ, მაგრამ გვავიწყდება ის რომ ბევრი მინუსიც გვაქვს, არ ვიცი რამდენად კარგად არის საქმეები საქართველოში მაგრამ ევროპაში რომ ქართველებს სახელი გვაქ გატეხილი ეს უდავოა,უცხოურ პრესაში თუ ინტერნეტ საიტებზე ბოლო დროს მომრავლდა სტატიები ქართველი კრიმინალების შესახებ, ადამიანებს ვისაც არაფერი გაუგიათ საქართველოს შესახებ ძალიან ცუდია როცა იგებენ ტელევიზიით, ინტერნეტით ან პრესით რომ ქართველების უმრავლესობა კრიმინალია

**********************************

დარტყმა ქართულ მაფიას ავსტრიაში

c1d04e97e924

მარტში ევროპის ექვს ქვეყანაში, სულ მცირე, 69 ქართველი დააკავეს. კარგად ორგანიზებული ქართველი კრიმინალების დაჯგუფების დაკავების მომდევნო დღეებში ვენაში ბინის ქურდობებმა 50%-ით იკლო.
მეორადი ტანსაცმელი, ციფრული კამერები და სამკაულები – ქართულ ბაზარზე ბევრი რამ იყიდება. სავსებით შესაძლებელია, რომ ის საგნები, რომელსაც თბილისის და ქუთაისის ბაზრობებზე ნახავთ, ვენის სახლებიდან იყოს მოპარული.

მარტის შუა რიცხვებში ევროპელმა პოლიციელებმა შეთანხმებულად დააკავეს კარგად ორგანიზებული ქართველი კრიმინალები. “ოპერაცია ჯავას” ფარგლებში, რომელსაც კოორდინაციას უწევდნენ ესპანელი პროკურორები, ექვს ქვეყანაში სულ ცოტა 69 ქართველი ეჭვმიტანილი დააკავეს. ესპანეთთან ერთად, ვენა კრიმინალური ქსელის ყველაზე მნიშვნელოვანი ცენტრია. მაღაზიებისა და მანქანების გაქურდვის გარდა, ქართველმა კრიმინალებმა ავსტრიაში ბინების ქურდობასაც მიჰყვეს ხელი. ვენის გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ ბოლო თვეებში ქართველი მძარცველები პასუხისმგებელნი იყვნენ მთელ დედაქალაქში მომხდარი ბინის ქურდობების მეოთხედზე. ერთ-ერთ ბინაში, რომელსაც კრიმინალები ნაქურდალის შესანახად იყენებდნენ, პოლიციელებმა აღმოაჩინეს ბოლო ორი კვირის განმავლობაში მოპარული 37 კილოგრამი ძვირფასეულობა. ნაძარცვის დიდი ნაწილი უკვე გაყიდული იყო ვენის შავ ბაზარზე ან გაგზავნილი საქართველოში რეგულარული ფოსტით ან DHL-ით.

ავსტრიელმა პოლიციელებმა დააკავეს ორი ქართველი კანონიერი ქურდი, რომლებიც აკონტროლებდნენ ქართულ დაჯგუფებებს ავსტრიასა და მეზობელ ქვეყნებში. ერთ-ერთმა მათგანმა წარსულში უკვე გაატარა 4 წელი ავსტრიის ციხეში. მანამდე ის პირველად 2005 წელს დაიჭირეს.

დღეს ქართველი კანონიერი ქურდების უმრავლესობა საქართველოს ციხეში ზის. ზოგიერთმა მათგანმა ქვეყანა დატოვა და რუსეთში თუ ევროპის ქვეყნებში დამკვიდრდა.

ქართული კრიმინალური ქსელის თითქმის ყველა წევრმა ავსტრიაში პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა. 2009 წელს 975-მა ქართველმა მოითხოვა პოლიტიკური თავშესაფარი, აქედან მხოლოდ 5% დააკმაყოფილეს, ისიც იმიტომ, რომ არსებობდა ჰუმანიტარული მიზეზები – მაგალითად, ზოგიერთს აწუხებდა სერიოზული დაავადებები. ავსტრიული პოლიციის ცნობით, ქართველების ნახევარი, მათ შორის ბავშვები და ქალები, რომლებმაც პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვეს, წარსულში ნასამართლევი იყო.

ამის მიუხედავად, ავსტრიას ქართველი კანონიერი ქურდების საქართველოში ექსტრადირება ორი მიზეზის გამო არ სურდა: პირველი, რომ 2005 წელს მიღებული საქართველოს კანონი, რომელიც ყველა ‘კანონიერი ქურდის~ წოდების მქონე პირისთვის 10 წლით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს, საერთაშორისო სტანდარტებს ძნელად თუ შეესაბამება; და მეორე, რომ საქართველოს გადატვირთული ციხეების პირობები საერთაშორისო სტანდარტებში არ ჯდება.

“მთლიანობაში, ქართველები ავსტრიის კრიმინალურ სამყაროში დიდ როლს არ თამაშობენ”, – ამბობს ავსტრიელი უსაფრთხოების ექსპერტი, რომელსაც ურჩევნია ანონიმურად დარჩეს, – მაგრამ ისინი აკეთებენ იმას, რაც ხალხს ძალიან აბრაზებს: ძარცვავენ მათ ბინებს”.

დაბალი რანგის ქართველი კრიმინალების დიდი ნაწილი, ე.წ. “ქვეითები” ქუთაისიდან, ისტორიულად, ქართული ორგანიზებული დანაშაულის ერთ-ერთი ცენტრიდან არიან. როდესაც ვენაში დასჭირდებოდათ სპეციალური უნარების მქონე ქურდი, ასეთის რეკრუტირებას ახდენდნენ საქართველოში, ქმნიდნენ ლეგენდას, რომ მას პოლიტიკურად დევნიდნენ და მიჰყავდათ ავსტრიაში. ათამდე ადამიანი ცხოვრობდა ცუდი პირობების საცხოვრებლებში; სამკაციანი ჯგუფები ახორციელებდნენ ბინის ქურდობებს, ხანდახან რამდენიმე საათის განმავლობაში რამდენიმე კარგად დაცულ ბინას “ტეხავდნენ”. გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ ვენაში ჯერ კიდევ 100-მდე ქართველი ქურდი დარჩა. ისინი კრიმინალური სამყაროს ყველაზე დაბალ საფეხურებზე არიან, ბევრი მათგანი ნარკომანია და, ავსტრიული მედიის ცნობით, ახლა უკვე ბოსების გარეშე არიან დარჩენილები, რადგან მათი ლიდერები დააპატიმრეს.

ავსტრიელ გამომძიებლებს აინტერესებთ, თუ რამდენად დასუსტდა დაპატიმრებების შემდეგ ქართული კრიმინალური ქსელი. დაპატიმრებების მომდევნო დღეებში ბინის ქურდობებმა ვენაში 50%-ით იკლო.

“ევროპული პოლიციისთვის ძალზე რთულია მსგავსი ეთნიკური ბანდების ინფილტრაცია. ვფიქრობ, ქართული მხარის ჩარევის გარეშე, ეს შეუძლებელი იქნებოდა”, – ამბობს ელდარ გოგოლაძე, ქართული უშიშროების ძალების ყოფილი ხელმძღვანელი შევარდნაძის ადმინისტრაციაში. გოგოლაძე ამატებს, რომ 70-იან და ადრეულ 80-იან წლებშიც მოსკოვის პოლიცია ეყრდნობოდა ქართველი პოლიციელების ცოდნასა და მხარდაჭერას, რომ საბჭოთა კავშირის დედაქალაქში მსგავსი ქსელები გაეშიფრათ.

“გამოძიებები ძალიან, ძალიან რთული იყო, – ეთანხმება მას ერნსტ გეიგერი, ავსტრიის ფედერალური პოლიციის ორგანიზებული დანაშაულის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, – ჩვენ ჩავიწერეთ ათასობით სატელეფონო საუბარი და მოგვიწია მათი გადათარგმნა”, – ამბობს ის. ქართველი კრიმინალები ხშირად იყენებდნენ კოდირებულ ენას და ჟარგონს, რაც ასევე ართულებდა პოლიციის მუშაობას. ამის მიუხედავად, ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლა ქართულ და ავსტრიულ სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტებს შორის შეუფერხებლად მიმდინარეობდა. გეიგერი აცხადებს: “საქართველოში მთავრობაც დაინტერესებულია, რომ თავიდან მოიშორონ ევროპაში მყოფი ქართველი კრიმინალები, რადგან ისინი აზიანებენ ქვეყნის რეპუტაციას”.

ინფორმაციის შეუფერხებელი გაცვლის უზრუნველსაყოფად, საქართველოს ვენაში პოლიციის ატაშე ჰყავს. შესაბამისად, ავსტრიასაც ჰყავს საკონტაქტო პირი თბილისში.

ქართველმა კანონიერმა ქურდებმა ისეთი მსხვილი და სტრუქტურიზებული იერარქია შექმნეს, რომ გამოცდილი ავსტრიელი გამომძიებლებიც კი გააოცეს. “მსგავსი სტრუქტურების წინააღმდეგ ბრძოლა მხოლოდ მთელი ევროპის მასშტაბით შეიძლება. ცალკეულ ქვეყანას ამისი განხორციელების მცირე შანსი აქვს. გამომძიებელმა უნდა შეისწავლოს კრიმინალების სამშობლო და ინტერკულტურულად დაადგინოს, თუ სად არის პრობლემები”, – ამბობს გეიგერი.

ყოველკვირეული ავსტრიული ჟურნალი “პროფილი” წერს, რომ ბოლო თვეებში ქუთაისური კლანები დიდი წნეხის ქვეშ იყვნენ, რათა გლობალური ეკონომიკური კრიზისის ფონზე ბევრი ფული ეშოვნათ. ვენაში თავიანთ აქტივობებთან ერთად, მათ მსხვილი ინვესტიციები განახორციელეს უძრავ ქონებაში ბარსელონასა და ესპანურ კოსტა ბრავაზე. ესპანური უძრავი ქონების ფინანსური საპნის ბუშტი, რომელიც ახლახან გასკდა, ქართველ კრიმინალებს დიდ დანაკარგებად დაუჯდათ. ამ დანაკარგების საკომპენსაციოდ და საქართველოში დარჩენილი ოჯახების დასახმარებლად მათ ავსტრიაში სულ უფრო მეტი საცხოვრებელი სახლის გაქურდვა უწევდათ.

********************************

ქართველი კრიმინალი ესპანელი და ბერძენი სამართალდამცველების დაპირისპირების მიზეზი გახდა

44bb2f6227cc

ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი ლაშა შუშანაშვილი ესპანელი და ბერძენი სამართალდამცველების დაპირისპირების მიზეზი გახდა.

ესპანეთის პროკურატურის წარმომადგენელი ანტონიო სალინასი სწორედ ბერძენ კოლეგებს ადანაშაულებს იმაში, რომ რამდენიმე დღის წინ 7 ქვეყნის საპოლიციო უწყების მიერ სხვადასხვა ქვეყნებში ჩატარებული ერთობლივი სპეცოპერაციის დროს შუშანაშვილის აყვანა ვერ მოხერხდა.

“ეს იყო ყველაზე მასშტაბური სპეცოპერაცია, რომელიც ჯერ არ დასრულდება და გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ლაშა შუშანაშვილის აყვანა არ მოხდება. უნდა აღინიშნოს, რომ ის თავისუფალი ბერძენი სამართალდამცველების არაეფექტური მოქმედების გამო რჩება, რადგან მიუხედავად იმისა, რომ მათ ჰქონდათ ინფორმაცია შუშანაშვილის სალონიკის ერთ-ერთ სასტუმროში ყოფნის შესახებ, მისი აყვანა ვერ შესძლეს”, – განაცხადა სალინასმა.

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ლაშა შუშანაშვილი კრიმინალურ ორგანიზაციას უდგას სათავეში, მისი ძმა კახა შუშანაშვილი კი, რომელიც რამდენიმე დღის წინ დააკავეს, ევროპულ ფრთას ხელმძღვანელობდა.

როგორც ცნობილია, 7 ქვეყნის სამართალდამცველების მიერ რამდენიმე დღის ჩატარებული ერთობლივი სპეცოპერაციისას 69 კრიმინალი იქნა დაკავებული, მათ შორის 50-მდე ქართველია.

*********************************

ესპანეთში თხუთმეტი ქართველი კრიმინალით ნაკლები დარჩა

074f67bd6399

ესპანეთი რომ ქართველი კრიმინალებისთვის საუკეთესო თავშესაფრადაა ცნობილი, უკვე ფაქტია. ამაზე ისიც მიუთითებს, რომ სწორედ ესპანეთში იმყოფებიან საქართველოდან განდევნილი კრიმინალური სამყაროს „ბოსები“, რომლებსაც ერთ დროს „კანონიერ ქურდებს“ უწოდებდნენ.
რასაკვირველია, სადაც მსხვილფეხა კრიმინალები არიან, იქვე ფუსფუსებს წვრილფეხობაც. მათ გარეშე „ბოსები“ ვერ იარსებებენ – შემსრულებლები სჭირდებათ, რომლებიც „საქმეებზე“ წავლენ. ამ „საქმეების“ კარგად შესრულება მათ კრიმინალური სამყაროს იერარქიულ კიბეზე ერთი საფეხურით მაღლა აანაცვლებს, „ქურდებს“ კი ფულს და კეთილდღეობას მოუტანს. „საქმეების“ კარგად შესრულება „ბოსების“ კეთილგანწყობის მოპოვების პირდაპირპროპორციულია.

როგორც ამბობენ, ქართველმა კრიმინალებმა ესპანეთში თბილი ბუდე იმიტომ მოიწყვეს, რომ იქაური სამართალდამცველები მაინცდამაინც ვერ დგანან მოწოდების სიმაღლეზე. თუმცა, შიგადაშიგ ესპანელი პოლიციელები აქტიურდებიან და ქართულ კრიმინალურ იმპერიას საფუძვლიანად არყევენ. ყველას გვახსოვს ცოტა ხნის წინ მომხდარი ხმაურიანი დაკავებები, რომლებშიც ისევ და ისევ, ქართული მაფია და ქართველი კრიმინალები ფიგურირებდნენ. გუშინ ეს იმპერია კიდევ ერთხელ შეზანზარდა და მის საყრდენს ერთბაშად 15 წვრილფეხა კრიმინალი გამოეცალა.

როგორც ესპანური ვებ–გვერდი, crimescenespain.com იუწყება, ესპანეთის ქალაქებში, ალკოასა და ალიკანტეში პოლიციამ 16 კაციანი ჯგუფი აიყვანა, რომლებიც საცხოვრებელი სახლების ძარცვაზე იყვნენ „დასპეცებულები“. ჯგუფის წევრებიდან 15 ქართველი ეროვნებისაა, ერთი კი – უკრაინელი. ვებ–გვერდი იუწყება, რომ ჯგუფის წევრები თვითნაკეთი ხელსაწყოების გამოყენებით (რომლებსაც ჩვენებურ ჟარგონზე „ატმეჩკებად“ მოიხსენიებენ), სისტემატურად ძარცვავდნენ საცხოვრებელ სახლებს.

გამოძიება ორ ნაწილად გაიყო: ერთნი ნაძარცვი ნივთების ამოღებაზე მუშაობენ, მეორენი კი იმ ადამიანებს, ანუ, ჯგუფის მეკავშირეებს ეძებენ, რომლებიც მძარცველებისგან სისტემატურად ყიდულობდნენ სხვადასხვა ნივთებს. რა თქმა უნდა, იაფად ყიდულობდნენ და ძვირად ჰყიდდნენ. ნაძარცვ ნივთებს შორისაა საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ძვირფასი ნივთები, მობილური ტელეფონები და ტანსაცმელი.

მძარცველებს ალიკანტეში ბინაც ჰქონდათ დაქირავებული და პოლიციელები სწორედ მაშინ დაადგნენ თავზე, როცა ნაძარცვი ნივთების გაყოფით იყვნენ გართულნი. პოლიციის ცნობით, ბინიდან ამოღებულია თვითნაკეთი, ელექტრონული ასაფეთქებელი ხელსაწყოები. სავარაუდოდ, ამ ხელსაწყოებს ხმის ჩამხშობებს უყენებდნენ და რკინის კარების გასაღებად იყენებდნენ. საგულისხმოა, რომ ბინაში პოლიციელების შეჭრის შემდეგ მძარცველებმა რამდენიმე მცირე ხელსაწყოსა და ნაძარცვი ნივთის საპირფარეშოში ჩარეცხვა მოასწრეს.

ჯგუფის წევრებს პოლიციელები დიდი ხნის განმავლობაში უთვალთვალებდნენ. გამოძიება გასული წლის ბოლოს დაიწყო, მას შემდეგ, რაც პოლიციამ კამპოამორის ოლქში მცხოვრებ ქართველებს თვალთვალი დაუწესა. სწორედ ამ თვალთვალის შედეგად დადგინდა, რომ ორგანიზებული ჯგუფი ალკოაში საცხოვრებელ სახლებს სისტემატურად ძარცვავდა. გასული წლის ოქტომბერში პოლიციამ ამ ჯგუფის ერთ–ერთი წევრი დააკავა, რომელიც ნაძარცვი ნივთების გაყიდვას ცდილობდა. ამის შემდეგ, როგორც ჩანს, პოლიცია ქართველი კრიმინალების მხრიდან ყურადღების მოდუნებას ელოდებოდა.

მართალია, ესპანეთში ამჟამად 15 ქართველი კრიმინალით ნაკლები დარჩა, მაგრამ ქვეყნის პოლიცია მსგავს დაკავებებს არც მომავალში გამორიცხავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართველ მაფიოზებს ამ ქვეყანაში კვლავაც შეავიწროვებენ.

***********************************

ბოლოს ფაქტი რომელიც დღეს მოხდა ესპანეთში!

ესპანური მედიის ინფორმაციით, ამჯერად დაკავებულებს ძარცვა და სექსუალური ძალადობა ბრალდებათ.

საქართველოს 6 მოქალაქის აყვანა რამდენიმე დღის წინ, სპეცოპერაციის შედეგად მოხდა.

არსებული ცნობით, მათი უკანონო საქმიანობის შესახებ ესპანურმა სამართალდამცავმა ორგანოებმა გამოძიება გასული წლის სექტემბერში დაიწყეს.

სულ ეს იყო რაც მინდოდა მეთქვა, მოკლედ არც ისე კარგად გვაქ საქმე მე ვფიქრობ ქვეყნის გარეთ! :)

წყარო: babajana.com elmundo.es presa.ge liberali.ge

მსგავსი ამბები

Back to top button