გრძელი და მოკლე ფრჩხილების ისტორია
ძველად მიაჩნდათ რომ ადამიანის თმა და ფრჩხილები მაგიურ ძალას ფლობდა.
ძველი ეგვიპტელები საკულტო რიტუალებში ადამიანის სისხლთან ერთად თმასა და ფრჩხილებს იყენებდნენ . ებრაელთათვის ფრჩხილები დემონურ ძალასთან ასოცირდებოდა ამიტომ ფრჩხილებს ძირში იჭრიდნენ,ასევე იქცეოდნენ მადაგასკარზე ერთ-ერთი ტომის წარმომადგენლები მათ ეშინოდათ რომ გრძელ ფრჩხილებში ავი ძალები ჩასახლდებოდნენ.
ძველ ჩინეთში პირიქით იყო – გრძელი ფრჩხილები ღვთიურ ძალასთან და სიბრძნესთან ასოცირდებოდა . ზველ ეგვიპტეში ადამიანის წარმომავლობის განსაზღვრა ფრჩხილების სიგრძით შეიძლებოდა : გრძელი ფრჩხილები სამეფო ოჯახის წარმომადგენლებს ქონდათ, მოკლე კი მონებს. XVI საუკუნეში ევროპაში ინკვიზიციის დროს, მანდილოსნები ფრჩხილებს მოკლედ იჭრიდნენ, რადგან გრძელფრჩხილებიან ქალებს ჯადოქრობაში ადანაშაულებდნენ და კოცონზე წვავდნენ.
ძველად ახალშობილს პირველად წამოზრდილ ფრჩხილებს არ აჭრიდნენ დედა აკვნეტდა: მიაჩნდათ რომ თუ ასე არ მოიქცეოდნენ შვილი ქურდი გაიზრდებოდა . მოგვიანებით ამოსულ ფრჩხილებს ბავშვს ჩვეულებრივად აჭრიდნენ და კოპიტის ქვეშ მიწაში ფლავდნენ , რათა ავი სულებისგან დაეცვათ.
და ბოლოს , მსოფლიოში ყველაზე გრძელი ფრჩხილები ინდოელ შრიდხარ ჩაილალს აქვს, მამაკაცი ფრჩხილებს მხოლოდ მარცხენა ხელზე იზრდის და მისი საერთო სიგრძე 6 მ და 15 სმ ია. ამერიკელი ლი რედმონდი ფრჩხილებს ორივე ხელის თითებზე 1979 წლიდან იზრდიდა ,ერთხელ იაპონურ შოუში მიიწვიეს და 10 000 $ შესთავაზეს თუ ფრჩხილებს პირდაპირ ეთერში მოიჭრიდა მისი თითოეული ფრჩხილის სიგრძე 90 სმ ს აღწევდა.
Lika Medzmariashvili | შექმენი შენი ემბლემა