ბრძოლა გადარჩენისათვის – დელფინი
ფლორიდის სანაპირო. აქ ზღვის ფსკერზე ხშირად შეიმჩნევა წრის მსგავსი ფიგურები, რომლებიც მოგვითხრობენ ერთ-ერთი არსების შესახებ. ეს არის ე.წ. “აფალინას” დელფინი, დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი არსება
მათი საკვები ძირითადად შედგება სწრაფად მცურავი თევზებისაგან, რისი დაჭერა, დამეთანხმებით, რომ არც თუ ისე მარტივია. მაგრამ ამ დელფინებმა მონახეს გამოსავალი და შეიმუშავეს თევზაობის სრულიად ახალი ხერხი
იგი კუდის ძლიერი დარტყმით ამღვრევს ფსკერს და ამავდროულად მოძრაობს ისეთნაირად, რომ შეიქმნას წრე და ამ გზით იქმნება მახე თევზებისათვის.
მსგავსი მახე არაფრით არ ჩამოუვარდება მეთევზის ბადეს. შეშინებული თევზები ცდილობენ თავის დაღწევას და მარტივი ნადავლი ხდებიან დელფინებისათვის.
ვინაიდან დელფინები ჯგუფებად ცხოვრობენ, ერთი მსგავსი მახე არ იქნება საკმარისი ყველას გასაძღობად, ამიტომ ეს პროცესი გრძელდება მანამ, სანამ ყველა წევრი არ დანაყრდება.
დედამიწის ზურგზე ეს გახლავთ ერთად-ერთი ადგილი და ერთად-ერთი დელფინის სახეობა რომელიც მსგავს ხერხს მიმართავს თავის გამოსაკვებად.
იხილეთ ამ მოვლენის ამსახველი ვიდეო