არქივი

გაგვაცივებს თუ არა სველი თმა?

16490655

ძალიან მომწონს შემეცნებითი და შემოქმედებითი თემები და მათ ირგლივ დავა. როგორც უკვე გაიგეთ სათაურის წაკითხვისას, გაგაცნობთ BBC-ს სტატიას ჩვენთვის საინტერესო თემაზე. გაგვაცივებს თუ არა სველი თმა თუ დაბანილი თვით გავალთ გარეთ? ეს სტატია სპეციალურად მათთვის ვთარგმნე, ვისაც აინტერესებს სველი თმით სეირნობის შედეგები. 

მეცნიერებმა მრავალი სახის ექსპერიმენტი ჩაატარეს ამ მითის გამოსაკვლევად.
„გაცივდები, არ გახვიდე სველი თმით გარეთ“ – მეუბნებოდა ბებო მაშინ, როცა ახალად დაბანილი თავით დავაპირებდი სადმე გასვლას, ან ზამთარში ნახევრად მშრალი თავით გავრბოდი გაკვეთილებზე და ლექციებზე. საუკუნეების მანძილზე არსებობდა მსგავსი აზრი მთელ მსოფლიოში, რომ შეიძლება გაცივდე, თუ სველი გახვალ სიცივეში გარეთ, ან გარეთ ყოფნის დროს დასველდები. ჩვენ გაცივებას ვუწოდებთ ყელის ტკივილს, ცხვირიდან გამონადენის და ხველის კომბინაციას, რომლითაც მთავრდება უფროსების გაფრთხილების იგნორირება.
მაგრამ, როგორც ექიმები ამბობენ, გაცივება ვირუსული დაავადებაა. საინტერესოა თუ თავი ახალად დავიბანე და გარეთ ვარ სასწრაფოდ გასასვლელი, ვუგდო უნდა თუ არა ყური ბებოს გაფრთხილებას?
ბრიტანეთში მცხოვრები, რა თქმა უნდა ამინდს შეხედავს პირველ რიგში. გერმანიის და არგენტინის მეცნიერების კვლევებმა დაადგინეს, რომ გაციების გაცილებით მეტი ალბათობაა ზამთარში, მაშინ, როცა თბილ ქვეყნებში გაციების ალბათუბა წვიმიან დრეებშია. შეგვიძლია დავასკვნათ, რომ გაციებას იწვევს სისველისა და ცივი ამინდის კომბინაცია, მაგრამ ამ ყველაფრის სხვაგვარი ახსნაც არსებობს.
რა ხდება როცა ვცივდებით ან ვსველდებით? მეცნიერებმა ჩაატარეს ცდები ლაბორატორიაში, სადაც ისინი მოხალისეების სხეულის ტემპერატურას ამცირებდნენ და გაცივების ვირუსს უხვედრებდნენ. სამწუხაროდ ამ ცდებმა მაინც ვერ გამოიღეს შედეგი.
რონ ეკლზმა, ბრიტანელმა მეცნიერმა სცადა იმის გარკვევა, ააქტიურებდა თუ არა გაცივება და დასველება ვირუსს, რომელიც იწვევს ცემინებასა და ცხვირიდან ლორწოვანი სითხის დენას. ამისთვის ხალხი გააცივეს ლაბორატორიის პირობებში, დაუბრუნეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს და შეურიეს ხალხს იმათ ჩათვლით, ვისაც გაციების ვირუსი ჰქონდა, მაგრამ ისინი არ დაავადებულან.
ეკლზის მოხალისეების ნახევარი იჯდა ცივ წყალში ჩაყოფილი ფეხებით 20 წუთის განმავლობაში, ხოლო მეორე ნახევარი კი წინდებით და ფეხსაცმელებით იჯდნენ, ოღონდ ცარიელ თასში ჩაყოფილი ფეხებით. გაციების სიმპტომებში განსხვავება არ ყოფილა რამდენიმე დღის განმავლობაში, თუმცა ოთახიდან გასვლის მერე 5 დღის ვადაში ცივი წყლის ჯგუფს გაციების სიმპტომები აღმოაჩნდათ.
ამ ყველაფერმა აზრი რომ შეიძინოს, საჭიროა მექანიზმი, რომელიც იწვევს გაციებას მიზეზის და საბაბის მიუხედავად.ერთ-ერთი თეორიის თანახმად, როცა ორგანიზმი ცივდება, სისხლძარღვები ცხვირის და ყელის მიდამოებში რეაქციას იწვევს. რაღაც დროის განმავლობაში ორგანიზმის დაცვის უნარი მცირდება და ეს ვირუსის აქტივაციას იწვევს.
ამიტომ, ამ ყველაფრის მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ გაციება სისველის და სიცივის პირობებში გააქტიურებული ვირუსია.
შესაძლოა ბებოს გაფრთხილებაში სიმართლე იდოს, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ვისაც ძლიერი იმუნიტეტი აქვს, შეუძლია იგნორირება გაუკეთოს ამ გაფრთხილებებს, თუმცა თავის დაძღვევის მიზნით სახლში მოსვლისას ჩაი, ყავა, ცხელი კომპოტი ან რამა სხვა ცხელი სითხე მიიღეთ.
პირადად მე მოვერიდები სველი თმით გარეთ სიარულს სანამ უფრო მეტი ცდა არ ჩატარდება და არ გაირკვევა მეტი დეტალი ამ თემასთან დაკავშირებით. გირჩევთ თქვენც ასევე მოიქცეთ სანამ ჯერ კიდევ უცნობია სველი თმით გარეთ სიარულის შესაძლო რისკი და შედეგი.
გისურვებთ ჯანმრთელობას.

ვინაიდან ინგლისური ენა ქართულზე უკეთესად ვიცი, გთხოვთ ჩამისწოროთ სტატიაში აღმოჩენილი ბეჭდვითი, სტილისტური ან გრამატიკული შეცდომები. წინასწარ დიდი მადლობა ყველას.

Back to top button