გასართობისაკითხავისურათები

კომიქსების სუპერგმირები III


საინტერესო სახალისო და გასართობი…

გავაგრძელოთ ხო? :)

1. ჯოკერი:

ჯოკერი არის DC კომიქსების მიერ გამოგონილი სუპერბოროტმოქმედი, შექმნილი როგორც ბეტმენის მტერი. მისი შემქმნელები არიან ჯერი რობინსონი, ბილ ფინგერი და ბობ კეინი. ჯოკერის დებიუტი შედგა კომიქსში Batman #1.
კომიქსებში მთელი მისი არსებობის განმავლობაში, ჯოკერი წარმოჩენილია როგორც დამნაშავე რომლის ხასიათიც ბოროტი ფსიქოპატიდან, სულელ მატყუარა ქურდად იცვლება. ის არის ბეტმენის მტერი, რომელსაც პასუხისმგებლობა აკისრია მის ცხოვრებაში მომხდარ უამრავ ტრაგედიაზე, ბარბარა გორდონის დაინვალიდების და ჯეისონ ტოდის (მეორე რობინი) სიკვდილის ჩათვლით.

წარმოშობა

მისი წარმოშობის შესახებ რამდენიმე ისტორია არსებობს; მათი მიხედვით ჯოკერი ჩავარდა ქიმიური ნარჩენებით სავსე ავზში, ამან განაპირობა მისი კანის გათეთრება, თმების სიმწვანე, და ტუჩების სიწითლე, რაც მას კლოუნის შესახედაობას აძლევს. ის ასევე განიცდის დიდ ტკივილს რამაც ფსიქოპატად გარდაქმნა.

2.დოქტორი რვაფეხა:

დოქტორი რვაფეხა — მარველის კომიქსების პერსონაჟია. პირველად გამოჩნდა კომიქსში «The Amazing Spider-Man» № 3. ის შექმნეს მწერალმა სტენ ლიმ და მხატვარმა სტივ დიტკომ. იგი მაღალინტელექტუალური სწავლული — ბოროტმოქმედი და ადამიანი-ობობას ერთ-ერთი ძლიერი მეტოქეა. მისი მიზანია მსოფლიოს დაუმტკიცოს რომ გენიოსია და ასევე მოკლას ადამიანი-ობობა. ზურგზე აქვს ოთხი მექანიკური საცეცი. თვითონ სტენ ლიმ თქვა რომ ოქტოპუსი — მისი ერთ-ერთი საყვარელი ბოროტმოქმედია. ეს პერსონაჟი გამოყენებულია ასევე უამრავ სხვა კომიქსსა და ვიდეოთამაშში. ფილმ ადამიანი-ობობა 2-ში მისი როლი ითამაშა მსახიობმა ალფრედ მილონმა.

3.ვენომი:

ვენომი არის მარველის კომიქსების მიერ გამოგონილი პერსონაჟი, სიმბიოტი, უცხოპლანეტელი თხევადი ფორმით. საარსებოდ იყენებს ადამიანის სხეულს, როგორც პარაზიტი, სანაცვლოდ კი ”მასპინძელს” ზეადამიანური შესაძლებლობებით ”აჯილდოებს”. თანდათანობით, პარაზიტი ვენომი აღწევს სრულ კონტროლს მასპინძელზე და მართავს მის სხეულს სურვილისამებრ. გარდაქმნის რა ბოროტმოქმედად, იყენებს მას დედამიწაზე მზაკვრული გეგმების განსახორციებელად. კომიქსებში სიმბიოტი წარმოადგენს ადამიანი-ობობას მტერს, ერთ-ერთ უმთავრეს მოწინააღმდეგეს. თავად ობობა იყო პირველი, ვის სხეულსაც დროებით დაეუფლა უცხოპლანეტელი პარაზიტი. ხოლო მას შემდგომ, რაც ობობამ მოიცილა იგი, სიმბიოტმა უამრავი მასპინძელი გამოიცვალა, მათგან აღსანიშნავია ედი ბროკი.

ისტორია

კომიქსის ადრეულ ნომრებში, ვენომი პიტერის კონკურენტი – ჟურნალისტი ედი ბროკია, რომელმაც პარკერის გამო დაკარგა სამსახური და საშილად შეიძულა იგი. მას შემდგომ, რაც პიტერი გათავისუფლდა მთვარიდან დედამიწაზე ჩამოვარდნილი ’უცხო კოსტუმისგან’, რაც სინამდვილეში ცოცხალი არსება აღმოჩნდა, იგი ედი ბროკს ’შეესისხლხორცა’ და შურისმაძიებელ, შეუჩერებელ მონსტრად გარდაქმნა იგი.
კოსტუმს ერთადერთი სისუსტე აღმოაჩნდა – შიში ხმაურის მიმართ, რაც სიმბიოტს ჭკუაზე შლის… ობობამ სათავისოდ გამოიყენა იგი და დაამარცხა ძლევამოსილი მოწინააღმდეგე. ამგვარად დაასრულა არსებობა ”ვენომის” პირველმა ვერსიამ.კომიქსის ახალ სერიებში (The Ultimate Spiderman), ბროკი უბრალო სტუდენტია, რომელმაც პიტერს შემთხვევით აღმოჩენილი უცნობი ნივთიერება აჩვენა. ასე გახდა თანამედროვე კომიქსებში პარკერი სუპერბოროტმოქმედი ვენომი, შემდგომ კი ედი გარდაიქმნა საშინელ მონსტრად.

4.ქვიშის კაცი:

ქვიშის კაცი — მარველის კომიქსების გამოგონილი პერსონაჟი. პირველად გამოჩნდა კომიქს «The Amazing Spider-Man» № 4. მისი შემქმნელები არიან მწერალისტენ ლი და მხატვარი სტივ დიტკო. და მის მთავარ ძალას სხეულის ქვიშად გარდაქმნა და მისი მართვა წარმოადგენს. საბოლოოდ ეს გმირი ადამიანი ობობას მოკავშირედ იქცა. ეს გმირი ასევე გამოყენებულია ადამიან-ობობაზე გადაღებულ მულტფილმებსა და ფილმში ადამიანი-ობობა 3, სადაც მისი როლი მსახიობმა ტომას ჩერჩმა ითამაშა.

ბოროტებზეც გადავედი… მარა შემდეგში უფრო გავაბოროტებ. ;)
და რა თქმა უნდა კეთილებიც იქნება… :P

წყარო: ვიკიპედია

თეგები

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე

Close
Back to top button
Close
Close