გართობაუცნაური

ქუჩის იოგების ლევიტაციის საიდუმლო

8cea5b7bd0df

რომის ქუჩებში სეირნობისას არც თუ ისე იშვიათად შეხვდებით ქუჩის იოგებს. გამვლელთა რეაქციით თუ ვიმსჯელებთ, მათ ღრმად სწამთ, რომ სასწაულს ხედავენ ჰაერში აწეული ადამიანების სახით.

თუმცა ეს სხვა არაფერია, თუ არა უბრალო ტრიუკი. ქუჩის იოგები გუნდურად მუშაობენ – სულ სამნი არიან (თუ ორი ასრულებს ტრიუკს, მაშინ ხუთი ადამიანია საჭირო). ეს კი იმიტომ, რომ ერთი ადამიანისთვის საკმაოდ ძნელია მთელი დღე გაუნძრევლად ჯდომა. გარდა ამისა, ტრიუკის დროს შემსრულებლის გამვლელებისგან დაცვაცა არის საჭირო.

ფოტოზე გამოსახულია მთელი გუნდი: პირველი იოგი, რომელმაც ეს წუთია შეცვალა პარტნიორი, მცველი და მეორე იოგის სანდლები.

2f29aaddc0d3

აი ასე ხდება პარტნიორის შეცვლა, რათა ვერავინ დაინახოს “მაგიის” არსი. ამ ცვლილების პროცესი დაახლოებით 10-15 წუთი გრძელდება, რადგან პირველი იოგი უნდა გამოძვრეს კონსტრუქციიდან და შემდეგ მეორემ დაიკავოს მისი ადგილი.

0493ca0b1c02

e558846be404

ლევიტაციის საიდუმლო ძალიან მარტივია. ეს არის მთლიანი კონსტრუქცია: საყრდენი, რომელიც მიწაშია ჩამაგრებული და გარე თვალისგან ხალიჩით არის დაფარული, ბოძიდან კონსტრუქცია გრძელდება და გადის სახელოში და უმაგრდება დასაჯდომს, სადაც თავსდება შემდეგ იოგი. გაშვებული, თავისუფალი სტილის ტანსაცმელი კი ამ ყველაფერს გარედან ფარავს.

bce246cc2d9d

708adab0b8d7

n25t

ცნობისმოყვარე უსაქმური

მსგავსი ამბები

Back to top button