კრეატივისაკითხავისურათები

მსახიობი როლში

ბევრ ადამიანს აქვს სამსახიობო ნიჭი. უპირველეს ყოვლისა საინტერესოა რამდენად შეუძლიათ სხვადასხვა მიმიკის გამოსახვა, როლში შესვლა. ამ ყველაფრით დაინტერესდა ფოტოგრაფი ჰოვარდ სჩატზი და ძალიან საინტერესო, ასევე სახალისო ფოტოსესიაც გამოაცხო. შეგვიძლია ვიხილოთ მსახიობები მოქმედებაში : )

ჯონ სლეტერი

  • მარცხენა:
  • თქვენ ხართ პატარა ქალაქის მღვდელი, ახლა კი უსმენთ თქვენი ძმიშვილის აღსარებას, რომელიც გეუბნებათ,რომ მან კაცი მოკლა.

  • შუაში:
  • თქვენ განგსტა რეპერი ხართ, რომელსაც ძალიან ბლატნოი როჟა გეუბნებათ,რომ თქვენ მათ სიაში აღარ ხართ.

  • მარჯვენა:
  • თქვენ 6 წლის ბიჭუნა ხართ, რომელმაც მუხლი გადაიყვლიფა ეზოში თამაშის დროს, ახლა კი ელოდებით,როდის დადებს დედა ტელეფონს, რომ მთელ ხმაზე მორთოთ ღრიალი.

    თრეისი მორგანი

  • მარცხენა:
  • თქვენ ხართ მამა, რომელიც ქალიშვილს ასწავლით ბაიკის მართვას, ამ დროს კი უყურებთ,როგორ ერჭობა ის თავით პირველ ცდაზე ბაიკის გატარებისას.

  • შუა:
  • თქვენ ხართ კატა, რომელმაც ახლახან ჩიტი შეჭამა.

  • მარჯვენა:
  • კაცი ხართ, რომელსაც გერლფრენდი დაშორებას გთხოვთ, თქვენ კი გგონიათ, თუ მის სიტყვებს არ მოუსმენთ ყველაფერი ძველებურად იქნება.

    ბრენდან ფრეიზერი

  • მარცხენა:
  • თქვენ ქარხნის მუშა ხართ, რომელმაც 200$ დადო ცხენოსნობის ერთ-ერთ თამაშზე, ახლა კი უყურებთ, რომ თქვენი გუნდის ცხენმა , მაშინ როცა 0:01 დრო ჰქონდა დარჩენილი, ტლინკები აჰყარა :)))

  • შუა:
  • თქვენ პირველად ხტებით პარაშუტით, თქვენი რეაქცია, როდესაც ინსტრუქტორი გეუბნებათ, თქვენი ჯერია, გახსენით პარაშუტიო. თქვენ კი ამბობთ: ,,რა? თქვენი არ მესმის”. ინსტრუქტორი: -,,უი, ვწუხვარ”. თქვენ: ,,რა ა ა? ”

  • მარჯვენა:
  • თქვენ sixth-grade health-ის შემსწავლელთა უკანა რიგში ხართ, გამოხატეთ აღტაცება თქვენს მეგობართან ერთად, როდესაც თქვენი მასწავლებელი ქალი წარმოსთქვამს სიტყვა ,,პენისს”. (ბავშვებმა რომ იციან ხოლმე ვთქვათ ბიოლოგიაზე მასწავლებელი საკვერცხეებს რომ იტყვიან სიცილს რომ ტეხენ, ეგეთი პონტია რა :დ)

    რიკი ჯერვეისი

  • მარცხენა:
  • ოფისში მუშაობთ და ერთი მლიქვნელი ტიპი ხართ, აი ახლაც უფროსის მორიგ რასისტულ ხუმრობაზე მორჩილად იცინით- არადა ამ დროს იცით,რომ ყველა თანამშრომელს ძულხართ.

  • შუა:
  • მის სამყაროს ფინალისტი ხართ. და ეს ის მომენტია, როცა დაგასახელებენ 5 მონაწილეს შორის და გახსენდებათ, რომ უნდა ,,დაკეროთ” მომღიმარი, ბედნიერი სახე.

  • მარჯვენა:
  • თქვენ ერთ სულელ ბიჭად ითვლებით სკოლაში, ახლა კი გულუბრყვილოდ ვერ ხვდებით, რომ კლასელებმა ბანკეტის მეფედ დაცინვით დაგასახელეს.

    ჯეისონ სჩვორცმენი

  • მარცხენა:
  • თქვენ ხართ ადამი, 5 წლის ბიჭუნა, და ჩუმად სვამთ ვირთხას 7 წლის დის საცვლების უჯრაში.

  • შუა:
  • თქვენ ხართ 7 წლის გოგონა, ადამის და, აღებთ უჯრას და ხედავთ ვირთხას.

  • მარჯვენა:
  • თქვენ ხართ ადამი, რომელიც დის ოთახის აბაზანაში ზის, მაშინ როცა შეშინებული გოგონა მთელი ხმით გაჰკივის: ,,ადააამ”

    ლორანს ფიშბარნი

  • მარცხენა:
  • თქვენ ხართ გაკოტრებული, გაჭირვებული სცენარისტი, და ბევერლი ჰილსის ერთ-ერთ რესტორანში ეს-ესაა ლანჩის ჭამა დაიწყეთ,რომ უცებ ხედავთ, როგორ დაარტყა გამმწვანებლის პიკაპმა თქვენს ლამბორჯინს, რომელიც სესხით გაქვთ გამოყვანილი.

  • შუა:
  • თქვენ ხართ დაბოლილი მასწავლებელი, რომელიც მესამე კლასელებს ეუბნება: თუკი ვინმე ხმას ამოიღებს, სანამ მე ვისვენებ, სახლში დედიკოებთან რამდენიმე საფოსტო ყუთით გავაგზავნი იმასო.

  • მარჯვენა:
  • თქვენ ხართ 11 წლის ვიდეო თამაშების მოყვარული,რომელსაც ექაუნთი წაეშალა.

    ჰოუფ დევისი

  • მარცხენა:
  • თქვენ იელის დრამის სკოლიდან გამოგაგდეს, ახლა კი სასოწარკვეთილი დგახართ და შარშანდელი ზაფხულის რეპეტიციიდან ლედი მაკბეტის სიტყვებს გაჰკივით: Out, damn’d spot! Out, I say!

  • შუა:
  • თქვენ 13 წლის გოგონა ხართ, რომელიც დუღს, როდესაც პატარა, მაგრამ ზედმეტად განვითარებულ ძმას ქება-დიდებას აფრქვევენ ოჯახის წევრები საოჯახო შეკრებაზე.

  • მარჯვენა:
  • მარტოხელა ქალი ხართ, სატელევიზიო ვარსკვლავთან განხეთქილება გაქვთ. მისი რესტორანში გამოჩენა და მაშინვე საქებით სვრით მის რეპუტაციას, ამ დროს კი ის პირდაპირ თქვენსკენ მოდის.

    ჯეინ ლინჩი

  • მარცხენა:
  • თქვენ ხართ ბავშვი, რომელმაც კოვზით წამალი უნდა გადაყლაპოს, დედა გეუბნებათ, რომ ეს წამალი გემრიელია. გადაყლაპეთ, ახლა კი ამბობს, რომ თუ წამალს ცუდი გემო არ ექნებოდა, არც იმოქმედებდა სასიკეთოდ.

  • შუა:
  • თქვენ სადილზე ხართ სამსახურის კოლეგებსა და მათ ცოლებთან ერთად. სასოწარკვეთილი ცდილობთ ანიშნოთ პარტნიორს რომ გაჩუმდეს, იგი თქვენს საერთო სექსუალურ ცხოვრებაზე თამამად საუბრობს.

  • მარჯვენა:
  • თქვენ გამოუცდელი ხართ თხილამურებზე სრიალში, ამ დროს მოინდომეთ შავი მარგალიტის ფერდობზე განავარდება (საკმაოდ სახიფათო სასრიალოა) ახლა კი აღარ იცით როგორ გაჩერდეთ, არადა პირდაპირ ხისკენ მიექანებით.

    ბრუკ შილდსი

  • მარცხენა:
  • თეთრი სახლის სახელმწიფო ვახშამზე იმყოფებით, ცნობილი სტუმარი ბრძანდებით, ახლა კი წყობიდან გამოხვედით და დაუპირისპირდით ადამიანს, რომელიც მთელი საღამოა ცდილობს თქვენი ყურადღება მიიქციოს.

  • შუა:
  • კანზასელი დიასახლისი ხართ, არდადეგებს ვეგასში ატარებთ, ახლა კი ერთობით ჰიპნოზიორის შოუზე, რომელმაც მოხალისე (თქვენი ქმარი) წარმატებით დააპროგრამა ისე, რომ იხვივით უნდა ეყიყინა გამოღვიძების შემდგომ.

  • მარჯვენა:
  • თქვენ სკოლის საკონცერტო დარბაზის მეოთხე რიგში ზიხართ. თქვენი 15 წლის გოგონა სცენაზე ადის და სიმღერას მღერის. შუა სიმღერის დროს კი გაყინულივით შეშდება.

    ჯეფ დენიელსი

  • მარცხენა:
  • თქვენ ენბიეის წამყვანი თავდამსხმელი ხართ, მოწინააღმდეგე გუნდის წარმომადგენელი მსუბუქად შეგეხოთ, თქვენ კი დაიწყეთ ,,სიმულიანტობა”, თან ელოდებით ჯარიმის დანიშვნის ხმას.

  • შუა:
  • თქვენ აუტანელი ეპიკურელი ხართ, ზიხართ ლიონის ძვირადღირებულ რესტორანში და უარყოფთ გონებას, სულს, თვალს ადევნებთ საკუთარ სხეულს.. (OUT-OF-BODY EXPERIENCE)

  • მარჯვენა:
  • პირველკურსელი ხართ და უფროსკურსელმა დაგჩაგრათ სახალხოდ. თქვენ შერცხვენილი და დამცირებული ხართ, ცდილობთ დაიმალოთ, მაგრამ უაკანასკნელ სიტყვას მაინც ეუბნებით. გამოხატეთ ეს სიტყვა.

    ჯეფრი რაში

  • მარცხენა:
  • თქვენ ერთ-ერთ ბოქსიორ ქალს ამშრალებთ. (კუთხეში რომ დგანან და ამშრალებენ შესვენების დროს, იქ მუშაობთ), თან მთელი ხმით ყვირით და არწმუნებთ: ,,მან ბოიფრენდი დაგაწერა და გაიქცა… მან შენ ბავშვი მოგტაცა.. ჯანდაბა,მიდი და მოკალი ის დეკეული ისა.. ”

  • შუა:
  • თქვენ ხუთი წელია დაქორწინებულები ხართ და კმაყოფილიც ხართ ოჯახური ცხოვრებით,მხოლოდ სექსი სულ ჯდომით პოზიციაში გაქვთ(მეუღლე ზევიდან :დ) და ახლა აპროტესტებთ ამას, ეუბნებით ცოლს: ,,იცი რა, შენ ჩათქვირებული ხარ, ეს არ ნიშნავს რომ მსუქანი ხარ, ეს ნიშნავს რომ… ჩათქვირებული ხარ”.

  • მარჯვენა:
  • 10 წლის ბიჭუნა ხართ და მაღალსართულიან სახლში ცხოვრობთ. იღებთ ჩოფბურთის ბურთს და თქვენს ძაღლს- ფოქსტერიერს იწვევთ, აწვალებთ, შემდეგ ეს ბურთი უცებ ფანჯრიდან გადაგივარდებათ, ძაღლი კი მიჩვეულია,რომ რასაც გადააგდებენ მას უნდა მიყვეს.. თქვენი რეაქცია.

    ჯეფ გოლდბლამი

  • მარცხენა:
  • თქვენ ერთი პირქუში 14 წლის ბიჭი ხართ, მარტოხელა დედა გყავთ, რომელიც ახლა მოუხერხებლად იწყებს ყოვლად არასასურველ და დაგვიანებული ,,ლექციების” კითხვას.

  • შუა:
  • თქვენ ქალიშვილის კოლეჯის დამამთავრებელ ცერემონიაზე იმყოფებით. ამ დროს კი მისი ლამაზი თანაკლასელი, რომელსაც წეღან თვალებს უნაბავდით, გეუბნებათ : ,,მისტერ პიტჩერ, შეუძლებელია 58 წლის იყოთ, როდესაც ასეთი მაგარი ხართ”.

  • მარჯვენა:
  • თქვენ კურსდამთავრებული ხართ, რომელმაც გამოსამშვიდობებელი სიტყვა უნდა წარმოსთქვას. წარგადგინეს, რომ უნდა ილაპარაკო შენი ახალგაზრდობის წლებზე, ამ დროს კი თავში არაფერი მოგდის.

    გრეგ კინერი

  • მარცხენა:
  • თქვენ ახლადდანიშნული პოლიციელი ხართ, სერჟანტი გეუბნებათ, რომ იმ ბიჭს, წეღან რომ მოკალით, მხოლოდ ტელეფონი ჰქონდა თან და არა იარაღი.

  • შუა:
  • ონავარი ბიჭუნა ხართ,რომელსაც ტელესკოპი აუღია და წინა შენობაში მცხოვრებლებს უჭყიტინებს. ამ დროს კი ხედავთ საწოლში თქვენი მათემატიკის მასწავლებელსა და კონსულტანტთა ხელმძღვანელს.

  • მარჯვენა:
  • საპრეზიდენტო კანდიდატი ხართ, ახლა იმყოფებით შეხვედრაზე, სადაც ტაშით გეგებებიან, რადგანაც რაღაც ფონდი შეიქმნა, თქვენ ისეთი ღიმილი გაქვთ სახეზე, თითქოს გაუთავებელი გზა გაიარეთ ამ მიზნის მისაღწევად.

    ჯონ გუდმანი

  • მარცხენა:
  • თქვენ მხარდამჭერი გუნდის ლიდერს ეფლირტავებით, არც კი იცით, რომ შანსი არ გაქვთ.

  • შუა:
  • თქვენ კლინიკაში მიდიხართ, სადაც ცოლი წევს, რომელიც გეუბნებათ,რომ არ გიცნობთ.

  • მარჯვენა:
  • კოლეჯის კალათბურთის გუნდის მწვრთვნელი ხართ, უყვირით მსაჯს, და თან იცით,რომ თუ ის გაგაძევებთ, თქვენი გუნდის ბიჭები არ დააყენებენ მთლად კარგ დღეს.

    ვუპი გოლდბერგი

  • მარცხენა:
  • თქვენ ტელევანგელისტის მეუღლე ხართ, საკმაოდ დამჯერი, ქმრის პატივისმცემელი. და იგებთ,რომ პროსტიტუციით დაკავებული მამაკაცი გამოდის საჯაროდ და ყვება, რომ თქვენს მეუღლესთან 1 წლის განმავლობაში ჰქონდა ურთიერთობა.

  • შუა:
  • თქვენ ხართ მდიდარი,ცნობილი, გათხოვილი ქალი. თქვენი შენობის კარისკაცითან მისალმებისას- სხვათაშორის მას ფეხისქირას არასდროს უტოვებდით- ის გპასუხობთ მისალმებაზე და გეუბნებათ, ბედნიერი შობაო.

  • მარჯვენა:
  • თქვენ ბარბარა ვოლტერსი ხართ და ინტერვიუს იღებთ ახლახან განქორწინებული მსახიობისგან, მას ესაუბრებით ბოლო ფილმზე თავისი მონაწილეობით, უცებ გადადიხართ შეკითხვაზე: ,,ის უფრო მეტად გეტკინებოდათ, მას ახალგაზრდა ქალის გულისთვის რომ მიეტოვებინეთ?”

    მარისკა ჰარჯიტი

  • მარცხენა:
  • შუახნის ქალი ბრძანდებით, დგახართ სიკვდილის პირას მყოფი დედის საწოლთან საავადმყოფოში, გახსენდებათ თქვენი უკანასკნელი შეხვედრა,როდესაც იჩხუბეთ.

  • შუა:
  • 20 წლის მხიარული გოგონა ხართ, შეყვარებული გთხოვთ თვალები დახუჭოთ, რადგანაც თქვენთვის განსაკუთრებული სიურპრიზი აქვს მომზადებული.

  • მარჯვენა:
  • 6 წლის ბავშვი ხართ, რომელიც პირველადაა ცირკში. ამ დროს შეკრთებით რაღაცის ბრახუნის ხმაზე, ზევიდან კი ხალხში ეშვება ვერცხლისფერ ტანსაცმელში გამოწყობილი ქალი რგოლით.

    დევიდ სტრეტეირნი

  • მარცხენა:
  • 9 წლის ბიჭი ხართ, და პირველად ისმენთ სექსის სექსის დეტალების შესახებ თქვენი 16 წლის ძმის საუბარს.

  • შუა:
  • ევანგელისტი მქადაგებელი ხართ, რომელიც შეყრილ მრევლში ხმამაღლა ყვირის: ,,გმადლობ იესო, გმადლობ იესო”.

  • მარჯვენა:
  • თქვენ მამა ხართ, ადვილად ფეთქებადი პიროვნება, ფეხბურთის თამაშზე იმყოფებით, სადაც თქვენი ვაჟიც თამაშობს. მსაჯი კი პენალტს ნიშნავს, თქვენი ბიჭის მიერ წესების დარღვევის გამო.

    მაიკლ დუგლასი

  • მარცხენა:
  • თქვენ ხართ ადამიანი, რომლის ქალიშვილი 2 თვეა გაუჩინარდა. ატყობინებთ პოლიციას და იგებთ,რომ აღმოჩენილია გოგონას გვამი. შემდეგ მიდიხართ პროზექტურაში, აი გადახადეს ზეწარი და თქვენი შვილი არ აღმოჩნდა..

  • შუა:
  • თქვენ ბიჭუნა ხართ, რომელიც კარნავალზე იმყოფება, უყურებთ ერთ-ერთ გამომსვლელს, როგორ ჭამს ტარაკნებს.

  • მარჯვენა:
  • 14 წლის გოგონა ხართ, აღებთ თქვენი 18 წლის დის საძინებლის კარებს და რას ხედავთ, ის ბოიფრენდთან სექსითაა დაკავებული.

    ჯონ ლეგიზამო

  • მარცხენა:
  • თქვენ ერთ უდაბნოში, ციხის ბანაკში მძევლად ხართ აყვანილი. გესმით როგორ აწამებენ მეგობარს მეზობელ ოთახში და იცით,რომ თქვენ შემდეგი ხართ.

  • შუა:
  • 4 წლის ბიჭი ხართ, რომელიც ახალ, რეალისტურ დინოზავრთა თემატურ პარკში იმყოფება. უცებ გრძნობთ, როგორ აგლოკათ თავზე უზარმაზარმა მექანიკურმა ბრონტოზავრმა.

  • მარჯვენა:
  • თქვენ ჰეროინზე ,,შემჯდარი” ნარკომანი ხართ. ახლა გადამყიდველს ეუბნებით, მოგცეთ დოზა, ფულს კი მერე გადაუხდით.

    ემი პოლერი

  • მარცხენა:
  • შუაღამეს ჩუმად ადექით და თქვენი ახალი ბოიფრენდის კომპიუტერი ჩაიგდეთ ხელში. შემდეგ კი აღმოაჩინეთ იმეილში წერილები, რომლითაც იგებთ,რომ ამ ვაჟბატონს თქვენს გარდა კიდევ 3 შეყვარებული ყავს.

  • შუა:
  • გათხოვილი ქალი ბრძანდებით, საკმაოდ მაღალი წრის. ერთ დღესაც გადაწყვეტთ ქმარს სიურპრიზი გაუკეთოთ და ოფისში გაუფრთხილებლად მიდიხართ. შეაღებთ კარს და თქვენს ქმარსა და მის მდივანს ხედავთ დივანზე. (დაწოლილ მდგომარეობაში :D)

  • მარჯვენა:
  • უსახლკარო ქალი ხართ, რომელსაც პოლიცია გაკავებთ.

    ჰიუ ლორი

  • მარცხენა:
  • მოსიყვარულე მამა ხართ, აი ეს-ესაა სადილად დაჯექით ცოლთან და 15 წლის ქალიშვილთან ერთად. ეს უკანასკნელი კი უტიფრად აცხადებს, რომ ფეხმძიმედაა.

  • შუა:
  • ტანსაცმლის დიზაინერი ხართ, იღვიძებთ დილას, იცით რომ დღეს თქვენი ტანსაცმლის დიდი ჩვენება უნდა გაიმართოს და გახსენდებათ, რომ კოლექციიდან არცერთი მოდელი (ტანსაცმელი) არ გაქვთ მზად.

  • მარჯვენა:
  • თქვენ ბრიტანეთის პარლამენტის ბობოქარი და პომპეზური წევრი ხართ, წარმოსთქვამთ სიტყვას, რომლის ტრანსლაცია BBC–ზე მიმდინარეობს. და თქვენ აგაღელვათ თქვენმავე ხმამ.

    გამოკითხვა


    …………………………………………………………………………………………………………………..

    თეგები

    მსგავსი ამბები

    იხილეთ ასევე
    Close
    Back to top button
    Close
    Close