შოკოლადის ოთახი
ვილნიუსში, ერთ-ერთმა სავაჭრო ცენტრმა 14 თებერვალს რომანტიკულ წყვილებს დიდი სიურპრიზი გაუკეთა. მათ მთელი ოთახი თეთრი და შავი შოკოლადით შექმნეს. სავაჭრო ცენტრის წარმომადგენელი აცხადებს, რომ სურდათ განსაკუთრებული რამ შეეთავაზებინათ კლიენტებისთვის და ასეც მოიქცნენ.
ოთახზე 7 ხელოვანი მუშაობდა, მათ 300 კილოგრამი შოკოლადი გამოიყენეს. თქვენ შეგიძლიათ იხილოთ შოკოლადის იატაკი, კედლები, სკამი, ყვავილები, მაგიდა, ტუმბო, კატა, სურათი, თეფშები, ჭიქები და ა.შ.
ერთ-ერთი სკულპტორი Mindaugas Tendziagolskis ამბობს: ,,ეს მართლაც შესანიშნავი ადგილია რომანტიკული სადილისთვის ვალენტინობის დღეს. კიმაგრამ, რომელი სადილისთვის, რა უნდა ვჭამოთ? იკითხავთ თქვენ. მიმოიხედეთ ირგვლივ, მგონი პასუხს ნამდვილად იპოვნით.” : ))
მაგრამ ვიზიტორებს ცოტა მოცდა მოუწევთ, რადგანაც ჯერ ოთახის შეჭმა არ შეიძლება. 8 მარტამდე ყველას შეუძლია ამ ,,ღირსშესანიშნაობის” სანახავად წავიდეს. ქალთა დღეს კი დიდი ლხინი გაიმართება ალბათ, რადგანაც ოთახის ნაწილებით მნახველებს უნდა გაუმასპინძლდნენ.
ამ პოსტით მოგვიანებით გილოცავთ სიყვარულის დღეს : ))))))) პ.ს. რაჭველი არ ვარ :D
…………………………………………………………………………………………………………………..