მისტიკასურათებიუცნაური

სტივის უცნაური სახლი

თქვენი აზრით, როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს ადამსემის ოჯახის თანამედროვე სახლი? სტივის უცნაურ სახლში აღმოაჩენთ ყველა იმ ნივთს, რომელიც შიშს მოგგვრით, ამ ოთახებში ღამის გათევაზე ალბათ ბევრი თქვენგანი იტყოდა უარს.

სახლი სტივ ბარდს ეკუთვნის, მას ზედმეტსახელად უცნაურ სტივსაც უწოდებენ. როგორც კი მის რეზოდენციაში ფეხს შედგამთ, მაშინვე იფიქრებთ, რომ აქ მცხოვრები არც თუ ისე ჩვეულებრივი ადამიანი უნდა იყოს. იგი სიეტლში ცხოვრობს და მთელი თავისი ცხოვრება ცდილობს ყველაზე უჩვეულოდ მოაწყოს თავისი საცხოვრებელი.
სახლის თითოეული კუთხე-კუნჭული დაფარულია ანტიკვარული ნივთებით, სხვადასხვა ექსპონატებით, ანტიკვარული სამედიცინო ინსტრუმენტებით და ათასი უცნაური ხარახურით.
სტივის კოლექციაში შედის მსოფლიოში ყველაზე პატარა მუმია, სიამის ტყუპი ხბოები, რომლებიც შემკულია ადამიანის თმებითა და ჩონჩხებით.
ნივთებს სტივი უკვე მრავალი წელია აგროვებს. სახლის უკან მინოტავრის ბაღი აქვს გაკეთებული. რომელსაც 4 მეტრიანი მინოტავრის ქანდაკება ამშვენებს, ასევე რაპუნცელის ციხე-კოშკი, და სასაფლაო..
სამწუხაროდ ეს სახლი ტურისტებისთვის ღია ჯერჯერობით არაა, არადა პატრონს ნამდვილად შეეძლო საკმაო ფული გაეკეთებინა ამ გზით.
თუმცა დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ სახლის თითოეული დეტალი პანორამის საშუალებით დაათვალიერონ.

პანორამა იხილეთ ამ ბმულზე დაკლიკებით. სულ 33 ცალია და შეგიძლიათ შესაბამისი ღილაკის საშუალებით გადახვიდეთ შემდეგზე.

…………………………………………………………………………………………………………………..

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close