სასარგებლოსურათები

იაპონური კერძები

724761b5aae9

იაპონური სამზარეულო არის სამზარეულო დღეგრძელი ადამიანებისთვის. მთელ მსოფლიოში იაპონური სამზარეულო აღარებულია ჯანმრთელი კვების ეტალონად. გეოგრაფია – რამაც გამოიწვია იაპონიის მრავალწლიანი გამოყოფა მსოფლიოსგან – არის იაპონური სამზარეულოს თავისებურობის მიზეზი. ორიგინალურობა მჟღავნდება არამარტო ინგრედიენტების სხვაობაში, არამედ მომზადების ხერხებსა და მოწოდებაში. მაგრამ იაპონური სამზარეულოს მთავარი განმასხვავებელი არის – ყურადღება დეტალებისადმი. მასში მნიშვნელოვანი ნიუანსები, რიტუალები და წესებია. ამომავალი მზის ქვეყნის მზარეულები იცავენ “ხუთი ფერის წესს”: ტრაპეზის დროს წარმოდგენილი უნდა იქნას – მწვანე,ყვითელი,წითელი,ყავისფერი და შავი ფერის ინგრედიენტები.

1c304f86cbad
იაპონელებს აქვთ გამოთქმა:”საჭმელი არის როგორც ადამიანი, საზოგადოებაში შიშველი ვერ გამოჩნდება.” მსოფლიოს არც ერთ სამზარეულოში არ აქცევენ გაფორმებას და მიტანას იმხელა ყურადღებას, რამხელასაც იაპონიაში. სუფრის ტრადიციული ჭურჭელი, მრავალფეროვანია ზომით, ფორმით და მატერიალით და არის სილამაზისა და მინიმალიზმის კომბინაცია. იგივე შეიძლება ითქვას საკვების განლაგებაზე, მაგალითად, საშიმი და სუში, მისი გაფორმება – ყვავილებით, ბალახით, ფოთლებით. ყოველი თეფში ნატურმორტია!

95a39172df3e
წელიწადის დროის ცვლილება მომენტალურად ეტყობა იაპონურ სუფრას – მომზადების შემდეგ პროდუქტმა უნდა შეინარჩუნოს ნატურალური გემო და ტექსტურა. მრავალფეროვანი საკაზმები და სანელებლები აძლიერებენ არომატს. ტრადიციულ სანელებლებს შორის ძირითადად გამოიყენება სოიოს სოუსი და მისო. ისინი არსებობენ სამ ძირითად ვარიანტად, რომლებიც განსხვავდებიან გემოთი და ფერით.იაპონურ სამზარეულოს ახასიათებს, ბუნებრივი გზები, შეინარჩუნოს თევზის, ბოსტნეულის, ხილის, ლობიოს, ზღვის პროდუქტების და ტოფუს ბუნებრივი გემო.

იაპონური სამზარეულოს მთავარი პროდუქტი არის ბრინჯი. საინტერესოა ის რომ, თვითონ სიტყვა “გოჰან”(კერძი) – “მოხარშულ ბრინჯს” ნიშნავს. სოფლებში ბრინჯს, დღემდე, სამჯერ დღეში მიირთმევენ, ჩვეულებრივ თევზთან, თეფშ წვნიანთან და დამწნილებულ ბოსტნეულთან ერთად.

5a32b77343be

ჯერ კიდევ 150 წლის წინ იაპონელებს ეშინოდათ ხორცის ჭამის და თანამედროვე იაპონური სამზარეულო კი, ზღვის პროდუქტებზეა დაფუძნებული და კერძებზე დამზადებული მდიდარ პროტეინიანი სოიოს პროდუქტებისგან, როგორებიცაა – ტოფუ, იუბა(ქაფმოხდილი სოიოს რძე), ნატტო (კერძი ფერმენტირებული ლობიოსგან), სოიოს სოუსი და მისოს წვნიანი.

იაპონურ სამზარეულოში ასევე დიდ როლს ასრულებს ახალი ინგრედიენტები – ზღვის პროდუქტი, ბოსტნეული და სოკოები, ასორტიმენტი, რომელიც დამოკიდებულია წელიწადის დროზე. გარდა ამისა, იაპონიის ყოველ რეგიონში არის ადგილობრივი კერძები, რისი დაგემოვნებასაც უპრობლემოდ შესძლებთ ტოკიოში.

bb48d306c639
ქათმის ნანბანი – იგივე შემწვარი ქათმის ხორცი ტკბილი სოიოს სოუსით და სხვა ინგრედიენტებით.

10c132e916c0

ზენზაი – იგივე წითელი ლობიოს წვნიანი, იაპონიაში ძალიან პოპულარულ კერძად ითვლება.ხშირად მას ბრინჯთან ერთად მიირთმევენ.
რაც შეეხება ანკოს – პირველად ეს კერძი ჩინეთში შეიქმნა, კერძს იყენებენ ნამცხვრის შიგთავსად, ან უბრალოდ მიირთმევენ ცალკე. განსაკუთრებით პოპულარული იაპონიაში არის ნამცხვარი – ტაიაკი, რომელსაც თევზის ფორმა აქვს და შიგნით ანკოს ჯემი არის მოთავსებული

266ce35e9b51

იშიკარი-ნაბე – არის ჰოკაიდოს ტიპიური კერძი, დამზადებული ახალი ორაგულისგან – თავიდან კუდამდე. სახელი მომდინარეობს იშიკარი-გავასგან(მდინარე), განთქმული მისი ორაგულის ჭერით.ამ კერძს ობიჰიროს რეგიონში ტოკაჩი-ნაბეს უწოდებენ. ორაგულის დიდი ნაჭრები ჩაშუშულია ბოსტნელულთან, ტოფუსთან და კონიაკუსთან(ეშმაკის ენა) ერთად მისოთი შეკაზმულ კელპის წვენში. ლოკალურად მოყვანილი პამიდორი და კომბოსტო დამატებულია კერძში, რათა თქვენ დააგემოვნოთ ჰოკაიდოს როგორც ზღვის, ასევე მიწის კულტურაც. კერძი წარმოიშვა 17-18 საუკუნეში აინუს ხალხის მიერ.

7108538028fa

დორაიაკი არის იაპონური ტკბილი ნამცხვარი, რომელიც შედგება ორი ბლინის ფენისგან და ტკბილი წითელი ლობიოს შიგთავსისგან. პირველი დორაიაკი 1914 წელს, უენოში შეიქმნა და ის მხოლოდ ერთი ფენა ბლინისგან შედგებოდა. იაპონურად “დორა” ნიშნავს – გონგს. რადგანაც ნამცხვარს დასარტყავი გონგის ფორმა აქვს, მას დორაიაკი უწოდეს. ( იაკი – შემწვარი, გამომცხვარს ნიშნავს )

ასევე არსებობს ლეგენდა, რომ პირველი დორაიაკის შექმნა სამურაი ბენკეის უკავშირდება. ის ფერმერის სახლში ცხოვრობდა და იმალებოდა. ერთ დღეს მან ისე დატოვა სახლი, მაგრამ თავისი “გონგ”-ის წამოღება დაავიწყდა – ფერმერმა კი ეს რკინის ნაჭერი ბლინების დასაცხობად გამოიყენა.

a0cfb3d07c3e

დანგო იაპონიში ყველაზე პოპულარული ტრადიციული ტკბილეულობაა. მას ხშირად მწვანე ჩაისთან მიირთმევენ. დანგოს ხშირად უმატებენ საკვებ საღებავს, რომ უფრო ლამაზი და მიმზიდველი გახდეს. იაპონელების მთავარი დევიზი საკვების მიმართ ასე ჟღერს: ” საკვები ჯერ ვიზუალურად უნდა გიზიდავდეს, ხოლო გასინჯვის შედეგად უნდა შეიგრძნოთ თითქმის ყველა პროდუქტის გემო, რაც კი გამოიყენეს მის შესაქმნელად”.

იმედია მოგეწონათ.

სად ეს და სად კაი მწვადი ხინკალი ქაბაბი, ჩაქაფული, ყაურმა, ოსტრი , ხაში, ხაშლამა, ბოზბაში, ჩიხირთმა …..

წყარო:japan.ge

მსგავსი ამბები

Back to top button