ახალი ამბებიგასართობისურათები
საოცნებო ოფისი
არქიტექტორულმა ბიურო – Christian Pottgiesser–მა წარმოადგინა მათ მიერ განხორციელებული პროექტი, რომელიც ფრანგული კომპანია – PONS + HUOT–ის ოფისი გახლავთ. იგი პარიზში XIX–ის სამრეწველო შენობაშია განთავსებული და როგორც ამბობენ ნაგებობის ჯერ კიდევ იმდროინდელი ავტორი, გუსტავ ეიფელი უნდა იყოს.
ოფისში, რომელიც ორანჟერეას წააგავს, 15 ადამიანი მუშაობს, რომელთაგან 7 დირექტორია და საკუთარი კაბინეტები გააჩნიათ. მათი კაბინეტები ნაგებობას ორივე მხრივ, გრძივად გასდევს. დანარჩენი 8 თანამშრომელი ცენტრში განთავსებულ, საერთო ოთახშია განლაგებულნი, რომელთა სამუშაო ადგილებიც ცალკეულადაა მინით შემოფარგლული, რაც შესაძლებლობას იძლევა ოფისშივე არსებული მომხიბვლელი მცენარეებით ტკბობისა, გარემოსი, რომელიც ძალზედ ქმნის ულამაზესი ბაღის ასოცირებას.
წყარო: top100.ge :|