ახალი ამბებისაკითხავისასარგებლო

NASA-მ ახსნა მოუძებნა დედამიწაზე ოქროსა და პლატინის არსებობას

dbf7h

დედამიწის მსხვილ კოსმოსურ ობიექტთან შეჯახებას კატასტროფული შედეგები მოყვება,თუმცა ჩამოყალიბების ადრეულ ეტაპზე ასეთმა დარტყმებმა მიწისზედაპირი იშვიათი ლითონებით გაამდიდრა. განაგრძეთ…

დედამიწის ქერქში მთელი რიგიიშვითი ლითონების საგრძნობი შემცველობა ვერ მოდის თანხმობაში პლანეტებისფორმირების შესახებ არსებულ თეორიებთან. ამ საიდუმლოს ხსნის დედამიწისა დამისი მეზობლების “ბავშვობის” ახალი ვერსია. ადამიანებისთვის ასეთი ძვირფასი ელემენტები ჩვენთან კოსმოსიდან მოხვდა.
სპეციალისტთა გაერთიანებულმა ჯგუფმა ამერიკის ოთხი ინსტიტუტიდან,რომელსაც ნასა აფინანსებს, შეადარა ე.წ. მაღალსიდეროფილური ელემენტებისშემცველობადედამიწის ქერქსა და მანტიაში, აგრეთვე მთვარის და მარსული მეტეორიტების შემადგენლობაში.
თუმცა ისეთი ელემენტები, როგორც ოქრო, პლატინა, რენიუმი,ოსმიუმი, პალადიუმი,რუტენიუმი და პალადიუმია ცნობილნი არიან იშვიათი ლითონების სახელით,თეორიულად კი ისინი აქ საერთოდ არ უნდა იყონ. დედამიწის ჩამოყალიბებისთანავე მსხვილ კოსმოსურ ობიექტთან შეჯახებისას(მარსის ზომის), რამაც მთვარისგაჩენაგამოიწვია, ეს ლითონები უნდა ჩასულიყვნენ უფრო ღრმად, ჯერ კიდევახალგაზრდა და თხევადი დედამიწის ბირთვში. ამ თვალსაზრისით მიწის ზედაფენებშიპლატინისმაგვარი ელემენტების რაოდენობა სავარაუდოზე გაცილებითმეტია.
ახსნა, სპეციალისტთა აზრით, იმალება მრავალჯერად შეჯახებებში უკვეჩამოყალიბებულ დედამიწასთან, მთვარის ჩათვლით, პლანეტარულშენადედებთან(ამშენადედებით გაჩდნენ პლანეტები, ასტეროიდები, კომეტები,მეტორიტები).
დედამიწაზე ჩამოვარდნილი კოსმოსური ობიექტები არ იყვნენ ისე მასიურნი, რომ აფეთქების შედეგად მათი დანაწევრებული ბირთვები ჩაძირულიყვნენ და შერწყმოდნენ დედამიწის ბირთვს. ამავე დროს მათი ზომები საკმარისი იყო იმისთვის, რომ დედამიწაზე და მის მეზობლ პლანეტებზე ჩვენთვის ასეთი ძვირფასი ლითონები მოეტანათ.

ruapd

შეიძლება, ეს კატასტროფები რომ არა, ჩვენ არ გვექნებოდა ოქროს სამკაულები, კატალიზატორები ავტომობოლებში და ბევრი სხვა ელექტორნულიმოწყობილობა,რომლებშიც ფართოდ გამოიყენება პლატინა, პალადიუმი და სხვაიშვიათი მეტალები(ილუსტრაცია საიტებიდან- scienceblogs.com, cosmographica.com, cherrycoloured.com).
ჩამოთვლილი ლითონების მოხვედრა ანალოგიურად ხდებოდა მთვარესა და მარსზეც. დამტკიცებულია ის ფაქტიც, რომ დედამიწის წყლის საფარის შევსება სწორედ კომეტებმა და ასტეროიდებმა მოახდინეს.
კვლევის ავტორებმა კომპიუტერის საშუალებით გამოთვალეს, თუ როგორები უნდა ყოფილიყვნენ ეს პლანეტარული შენადედები, რომ ოქროს, პლატინის, ირიდიუმისდასხვა ძვირფასი ლითონების შემცველობა მიეყვანათ იმ დონემდე, როგორიც ახლა არისჩვენი პლანეტისა და მარსის ქერქში.
კომპიუტერულმა მოდელირებამ აჩვენა, რომ რამოდენიმე მილიარდი წლის წინ ჩვენსპლანეტას შეეჯახა 3000 კილომეტრამდე ზომის ობიექტი(პლუტონის ზომის).ესსაკმარისზე მეტია ლითონების პროცენტული შემცველობის შესაცვლელად, მაგრამარ არის საკმარისი დედამიწის დასაშლელად. მთლიანობაში, ამ ოქროსბომბარდირებამდედამიწას მისი მასის 0,5% შესძინა.
მთვარე ასეთ ძლიერ დარტყმებს გადაურჩა, მისი სტუმრები ზომით 300 კილმეტრსუტოლდებოდნენ, ხოლო მარსზე ჩავარდნილი უდიდესი ზომის სხეულებიზომით1600-1800 კილომეტრს აღწევდნენ. ასეთი მარსული მაგალითია Borealisis სახელით ცნობილი აუზი.
ასტრონომებმა უკვე აღმოაჩინეს რამდენიმე კლდოვანი(მყარ ზედაპირიანი)ეკზოპლანეტა, რომლებიც დედამიწაზე რამოდენიმეჯერ მძიმეებიარიან(ზედედამიწები).მათმა რიცხვა უკვე 500 გადააჭარბა.

gydyt

მოსალოდნელია, რომ უახლოეს წლებში მეცნიერები აღმოაჩენენ პლანეტებს,რომლებიც კიდევ უფრო ახლოს არიან დედამიწასთან თავიანთიპარამეტრებით.პლანეტების ფორმირების საერთო კანონზომიერებების ცოდნადაეხმარება მეცნიერებს მათზე სიცოცხლის არსებობის საკითხის შესწავლისდროს(ილუსტრაცია NASA/JPL-Caltech).

მთვარეზე უდიდესი და უძველესი კრატერია მის სამხრეთ პოლუსთან ახლოსმდებარე South Pole — Aitken, ის მაშინდელი კოლოსალური ბომბარდირების მოწმეა.რაცშეეხება მიწას, პლუტონის ზომის ობიექტი არის პასუხისმგებელი პლანეტისბრუნვის ღერძის დახრილობის ცვლილებაზე, თვლიან მეცნიერები.
საინტერესოა ისიც, რომ ამ მოდელის სასარგებლოდ, ჰოპოთეზის ავტორებმაგამოიყენეს მთავარი ასტეროიდული სარტყელიც. მასში უდიდესი ობიექტები არიანგიგეა,ვესტა, პალადა, ცერერა(ნომრები 10, 4, 2 და 1 ნახატზე), ზომებით 530 დან 930კილომეტრამდე. მთავარი ასტეროიდული სარტყლის დანარჩენი ობიექტები ზომით230კილომეტრს დაბლა არიან(იუნონა, ნომრით 3) ზომათა განაწილებაში როგორც ჩანსარის გამოტოვებული ადგილები.

i0num

ათი უდიდესი ობიექტი ასტეროიდულ სარტყელში, შედარება მთვარის ზომასთან
კვლევის ავტორები ვარაუდობენ, რომ ზემოთ ხსენებული ოთხეული არისგადარჩენილი პლანეტარული შენადედები. ანუ პლანეტები, რომელთაც არ ეყოთმასალაუფრო დიდი ზომების მისაღებად და რომლებიც გადაურჩნენ მზის სისტემისახალგაზრდა პლანეტებთან შეჯახებას.
ხოლო დაკარგული ობიექტები ზომებით 230 დან 530 კმ-მდე არიან სწორედ ისსხეულები, რომლებმაც თავიანთი განადგურებით მიიტანეს ოქრო, პალადიუმიდაპლატინა მარსზე, მთვარეზე და ჩვენს პლანეტაზე.

წყარო: Astronet.Ge

მსგავსი ამბები

Back to top button