არქივი

სუიციდი (თვითმკვლელობა)

31e2dde5102e

რა? რატომ? რისთვის?

თვითმკვლელობა – სუიციდი – საკუთარი სიცოცხლის ხელყოფა. თვითმკვლელობა შეიძლება გამოწვეული იყოს ბევრი მიზეზით, მათ შორის ყველაზე ხშირია დეპრესია, სირცხვილი, დანაშაულის განცდა, გაუსაძლისი ფიზიკური ტკივილი, ემოციური გადატვირთვა, აღელვება, ფინანსური პრობლემები და ა. შ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით ყოველწლიურად ერთ მილიონზე მეტი ადამიანი იკლავს თავს, და სიკვდილიანობის ყველაზე დიდი წილი მოზარდებსა და 35 წელს ქვევით ახალგაზრდებში თვითმკვლელობაზე მოდის. დაახლოებით 10-20 მილიონი შემთხვევა კი, საბედნიეროდ არასასიკვდილო შედეგით მთავრდება.

ძალიან ბევრი დაწერილა და ბევრიც თქმულა ამ თემის შესახებ, თუნდაც ჩვენს ბლოგზე, ზოგი მიიჩნევს, რომ თვითმკვლელობა დიდი სისულელეა, ზოგი ამბობს რომ, ეს ადამიანები ყველაზე ძლიერნი არიან, იმიტომ რომ ეს შეძლეს, ზოგსაც ჰგონია რომ, ეს ჩვენი სალაპარაკო არაა და არ გვაქვს მათი განსჯის უფლება. ჩემს აზრსაც მოგახსენებთ, მანამდე კი ცოტა ფსიქოლოგიაში შევიხედოთ და გავიგოთ თუ რას წერენ ისინი ამ “დაავადების” შესახებ:

თვითმკვლელობაზე პირველი კვლევა და თანაც ძალიან კარგი, ისეთი დღემდე რომ შეინარჩუნა აქტუალობა, ემილ დიურკჰეიმმა ჩაატარა

a20a502776d9

მან თვითმკვლელობის ასეთი ტიპოლოგია გააკეთა:

1) ეგოისტური
2) ანომიური
3)ალტრუისტული
4) ფატალისტური

დიურკემის თვითმკვლელობის თეორია და მისი აზროვნების სტრუქტურა გაცილებით ნათელი გახდება თუ დავაკვირდებით თვითმკვლელობის ოთხივე ტიპს – ეგოისტურ, ალტრუისტურ, ანომიურსა და ფატალისტურს. თვითმკვლელობის თითოეულ ტიპს დიურკემი უკავშირებდა საზოგადოებაში ინტეგრაციასა და საზოგადოების მიერ რეგულაციას. ინტეგრაცია გულისხმობს კოლექტიური აზრის გაზიარების დონეს. ალტრუისტული თვითმკვლელობა ხასიათდება ინტეგრაციის მაღალი დონით, ეგოისტური თვითმკვლელობა კი ხასიათდება ინტეგრაციის დაბალი დონით. რეგულაცია გულისხმობს გარე ზეგავლენას ხალხზე. ფატალისტური თვითმკვლელობა ხასიათდება მაღალი რეგულაციით, ანომიური თვითმკვლელობა კი დაბალი რეგულაციით. ვიტნი პოპი გვთავაზობს დიურკემისეული ოთხი ტიპის თვითმკვლელობის ძალზედ სასარგებლო შეჯამებას. მან ეს მაღალი და დაბალი დონის ინტეგრაციისა და რეგულაციის ურთიერთდაკავშირებით შესძლო:

ინტეგრაცია ===> დაბალი ===> ეგოისტური თვითმკვლელობა
მაღალი ===> ალტრუისტული თვითმკვლელობა

რეგულაცია ===> დაბალი ===> ანომიური თვითმკვლელობა
მაღალი ===> ფატალისტური თვითმკვლელობა

ახლა თითოეული მათგანი განვიხილოთ ცალ-ცალკე:

ეგოისტური თვითმკვლელობა – ეგოისტური თვითმკვლელობის მაღალი დონე გვხდება ისეთ საზოგადოებებში, კოლექტივებსა და ჯგუფებში, სადაც ინდივიდი არ არის ინტეგრირებული უფრო ფართო სოციალურ ერთეულში. ინტეგრაციის დაბალი დონე ინდივიდებში ქმნის უაზრობის/უფუნქციობის შეგრძნებას. საზოგადოებები, რომლებიც მაღალი კოლექტივისტური ცნობიერებით ხასიათდება და დამცველი სოციალური დინებები, რომლებიც მათგან მოემართება თავიდან იცილებს ეგოისტური თვითმკვლელობის გავრცელებას. ამას მსგავსი საზოგადოებები თავიანთი ცხოვრებისთვის აზრის მინიჭებით ახერხებენ. როდესაც ეს სოციალური დინებები სუსტდება, ინდივიდები ადვილად ახერხებენ კოლექტიური ცნობიერებიდან თავის დაღწევას, და იმის გაკეთებას რაც თავად სურთ. ფართო სოციალურ ერთეულებში, სადაც კოლექტიური ცნობიერება სუსტია, ინდივიდები მარტო რჩებიან იმის გადასაწყვეტად რომ თავიანთ ინტერესებს სურვილისამებრ წარუძღვნენ. მსგავსი შეუკავებელი ეგოიზმი წარმოშობს პერსონალურ დაუკმაყოფილებლობას, რადგან ყველა სურვილი ვერ შესრულდება, და ისინი რომლებიც სრულდება წარმოშობს ახალ სურვილებს, რაც კიდევ უფრო მეტ დაუკმაყოფილებლობის შეგრძნებას წარმოშობს – რაც ზოგისთვის თვითმკვლელობით სრულდება. ძლიერად ინტეგრირებული ოჯახები, რელიგიური ჯგუფები, და საზოგადოებები ძლიერი კოლექტიური ცნობიერების აგენტებს წარმოადგენენ და გმობენ თვითმკვლელობას. აი რას ამბობს დიურკემი რელიგიური ჯგუფების შემთხვევაში:

“რელიგია იცავს ადამიანს თვით-განადგურებისაგან… რელიგიას ქმნის ყველასთვის საერთო რწმენები და პრაქტიკები, რომლებიც ტრადიციულია და სავალდებულო. რაც უფრო მრავალი და ძლიერია კოლექტიური გონის ეს ასპექტები, მით უფრო ძლიერადაა ინტეგრირებული რელიგიური საზოგადოება, შესაბამისად ძლიერია მისი დამცავი მნიშვნელობა”

საზოგადოების დეზინტეგრაცია წარმოშობს განსაკუთრებულ სოციალურ დინებებს, რაც თვითმკვლელობის მაჩვენებლებს შორის განსხვავების პრინციპული მიზეზია. მაგალითად, დიურკემი საუბრობს საზოგადოების დეზინტეგრაციაზე, რომელიც წარმოშობს “დეპრესიისა და რწმენის დაკარგვის დინებებს”. საზოგადოების მორალური დეზინტეგრაცია ადამიანს თვითმკვლელობისკენ უბიძგებს, დეპრესიის დინებები კი განსაზღვრავს ეგოისტური თვითმკვლელობის მაჩვენებლებში განსხვავებას. საინტერესოა, მაგრამ დიურკემი აქ სოციალური ძალების მნიშვნელოვნებაზე საუბრობს, მაშინ როდესაც საქმე ეგოისტურ თვითმკვლელობას ეხება და წესით ადამიანი თავისუფალია ყოველგვარი სოციალური ზეგავლენისაგან. აქტორები არასდროს არ თავისუფლდებიან კოლექტივების გავლენისაგან: “რაც არ უნდა ინდივიდუალიზირებული იყოს ადამიანი, რაღაც მაინც რჩება კოლექტიური – თუნდაც ეს დეპრესია და მელანქოლია, რასაც გაძლიერებული ინდივიდუალიზმი წარმოშობს. იგი საზოგადოებაზე ამ სევდით ახდენს გავლენას, როდესაც სხვა აღარაფერი დარჩენია ამის მისაღწევად”. ეგოისტური თვითმკვლელობის მაგალითი მიგვითითებს, რომ თუნდაც ყველაზე ინდივიდუალურ, ყველაზე პირადულ მოქმედების შემთხვევაშიც კი, სოციალური ფაქტები ძირითადი განმსაზღვრელებია.

(ვისთვისაც გასაგები არაა შევეცდები უფრო მარტივად ავხსნა)

ეგოისტური თვითმკვლელობები არის დეპრესიის, ადამიანურობის დეფიციტის, სოციალურიურთიერთობების რღვევის გამო ჩადენილი თვითმკვლელობა, ანუ მარტივ ენაზე რომ ვთქვათ,სიყვარულის, სითბოსი და ყურადღების ნაკლებობის გამო ჩადენილი თვითმკვლელობა _ ადამიანს არგააჩნია ისეთი “მე”, როგორიც უნდა, ანუ გარემო არ აღიქვამს მას ისე და არ აქვს ისეთიდამოკიდებულება მასთან, როგორსაც ინდივიდი ისურვებდა.

3b580f1a6f62

ალტრუისტური თვითმკვლელობა – დიურკემის მიერ განხილული თვითმკვლეოლობის მეორე ტიპია ალტრუისტური. მაშინ როდესაც ეგოისტურ თვითმკვლელობას ადგილი აქვს, მაშინ როდესაც სოციალური ინტეგრაცია ძალზედ სუსტია, ალტრუისტური თვითმკვლელობა ჩნდება მაშინ, როდესაც “სოციალური ინტეგრაცია ძალზედ ძლიერია”. სიტყვასიტყვით რომ ვთქვათ, ინდივიდი იძულებულია თავი მოიკლას.

ალტრუისტული თვითმკვლელობის ყველაზე აშკარა მაგალითი იყო წმინდა ჯიმ ჯონსის მიმდევრების მასობრივი თვითმკვლელობა ჯოუნსთაუნში, გაიანაში. მათ შეგნებულად დალიეს მოწამლული სასმელი, და ზოგიერთმა შვილებსაც აიძულა დაელია. ისინი ჩადიოდნენ თვითმკვლელობას, რადგან მათ უბიძგეს შეეწირათ საკუთარი სიცოცხლე ჯონსის ფანატიკური მიმდევრებისათვის. უფრო ზოგადად რომ ვთქვათ, ის ვინც ალტრუისტულ თვითმკვლელობას ჩადის, იქცევა ასე, რადგან თვლის, რომ ეს მისი მოვალეობაა.

როგორც ეგოისტური თვითმკვლელობის შემთხვევაში, აქაც ინტეგრაციის ხარისხი (ამ შემთხვევაში მაღალი) არ არის თვითმკვლელობის პირდაპირი მიზეზი. ინტეგრაციის სხვადასხვა დონე წარმოშობს განსხვავებულ სოციალურ დინებებს, რაც წარმოშობს თვითმკვლელობის განსხვავებულ დონეებს. როგორც ეგოისტური თვითმკვლელობის შემთხვევაში, დიურკემი მელანქოლიურ სოციალურ დინებებს მიიჩნევს ალტრუისტური თვითმკვლელობის გამომწვევ მიზეზად. თუკი ეგოისტური თვითმკვლელობა წარმოიშობა “განუკურნებელი მოწყენილობითა და დეპრესიით”, ალტრუისტური თვითმკვლელობა – “ამ ცხოვრების მიღმა ლამაზი პერსპექტივის იმედით”.

(უფრო მარტივად)

ალტრუისტული თვითმკვლელობის დროს, ადამიანი სიცოცხლეს თავისი სუბიექტური არსებობის გაუაზრებლად ისპობს, მხოლოდ სხვაზე ორიენტირებულობის გამო, ეს მაშინ ხდება, როდესაც ადამიანი ისე აიგივებს თავს ვინმესთან რომ მის გარეშე სიცოცხლე წარმოუდგენლად მიაჩნია. მაგალითად,ჯულიეტამ თავი მოიკლა, იმიტომ რომ რომეოს გარეშე სიცოცხლე ვერ წარმოედგინა. ან კიდევ,ბატონებისა და მეფეებისთვის რომ დებდნენ თავს და ა.შ.

137eed6cd2e6

ანომიური თვითმკვლელობა – ანომიური თვითმკვლელობა წარმოიშობა მაშინ, როდესაც საზოგადოების მარეგულირებელი ძალები დანგრეულია. ეს ადამიანებს დაუკმაყოფილებლობის შეგრძნებას უღვივებს, რადგან მათი გრძნობები არ კონტროლდება ძლიერად. ანომიური თვითმკვლელობის მაჩვენებელი იცვლება მაშინ, როდესაც საზოგადოების მარეგულირებელი ძალების ნგრევა პოზიტიურია (მაგალითად, ეკონომიკური ბუმი) ან ნეგატიური (მაგალითად, ეკონომიკური დეპრესია). ნგრევის ორივე ტიპის შემთხვევაში საზოგადოება დროებით ვერ ახდენს გავლენას, თავისი ავტორიტეტის ინდივიდებზე თავს მოხვევას. მსგავს ცვლილებებს ადამიანები მიჰყავთ ისეთ სიტუაციამდე სადაც ძველი ნორმები აღარ მოქმედებს, ახლები კი, ჯერ არ განვითარებულა. ნგრევის პერიოდები წარმოშობს ანომიის დინებებს – უნორმობისა და დაუფუძნებადობის შეგრძნებებს – ეს დინებები კი იწვევს ანომიური თვითმკვლელობის მაჩვენებლის ზრდას. ეს შედარებით ადვილად დაკვირვებადია დეპრესიის შემთხვევაში. ქარხნის დახურვა ეკონომიკური დეპრესიის გამო გამოიწვევს სამუშაოების შემცირებას, რაც ინდივიდს მოაშორებს იმ მარეგულირებელ ასპექტს რასაც მისთვის კომპანიასა და სამსახურს ჰქონდა. ამ ან სხვა სტრუქტურებიდან ჩამოშორების შემთხვევაში (მაგალითად, ოჯახი, რელიგია ან სახელმწიფო) ინდივიდი მტკივნეულად განიცდის ანომიის დინებებს. უფრო რთული წარმოსადგენია ეკონომიკური ბუმის ზეგავლენა. ამ შემთხვევაში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ უცაბედი წარმატება ინდივიდებს ჩამოაშორებს იმ ტრადიციულ სტრუქტურებს რომელშიც ის ჩართული იყო აქამდე. ეკონომიკური წარმატება უბიძგებს ადამიანებს სამსახურის დატოვებისკენ, ახალ საზოგადოებაში გადასვლისკენ, შესაძლოა ახალი მეუღლის პოვნისკენაც კი. ყველა ეს ცვლილება ანგრევს სტრუქტურების მარეგულირებელ ეფექტს და ინდივიდს ბუმის პერიოდში ანომიური დინებების პირისპირ ტოვებს.

ანომიური თვითმკვლელობის მაჩვენებლის ზრდა სოციალური ცხოვრების დერეგულაციის პერიოდში, დაკავშირებულია დიურკემის მოსაზრებასთან, რომ ინდივიდუალური ვნებების გარე ზეგავლენისაგან განთავისუფლებას საზიანო ეფექტი მოჰყვება. განთავისუფლებული ადამიანები თავიანთი გრძნობების მონებად იქცევიან და მრავლად ჩაიდენენ დესტრუქციულ ქმედებებს, მათ შორის თვითმკვლელობასაც, რასაც სხვა ჩვეულებრივ შემთხვევაში არ გააკეთებდა.

(უფრო მარტივად)

ანომიური თვითმკვლელობები ახასიათებს რაიმე დიდ ეკონომიკურ-სოციალური ძვრებს. აი, მაგალითად, გაკოტრებული მილიარდერი მატარებელს თუ ჩაუვარდება, ეს იქნება ანომიური თვითმკვლელობა.

63babcb7547c

ფატალისტური თვითმკვლელობა – ფატალისტური თვითმკვლელობისათვის დიურკემს დიდი ყურადღება არ დაუთმია. მაშინ როდესაც ანომიური თვითმკვლელობა თავს იჩენს მაშინ, როდესაც რეგულაცია ძალზედ სუსტია, ფატალისტური თვითმკვლელობა თავს იჩენს მაშინ, როდესაც რეგულაციის გავლენა ძალზედ ძლიერია. დიურკემმა ფატალისტური თვითმკვლელობის ჩამდენი ადამიანები შემდეგნაირად დაახასიათა: “მარეპრესირებელი დისციპლინის გამო, მათი გძნობები ძალისმიერად არის დათრგუნული, მომავალი კი ჩაკეტილი”. კლასიკური მაგალითი არის როდესაც მონა იკლავს თავს – იმ შევიწროების/ჩაგვრის უიმედობის გამო, რომელიც თითოეულ მის ქმედებას მოჰყვება. ძალზედ ძლიერი რეგულაცია – შევიწროება – იწვევს მელანქოლიურ დინებებს, რაც თავის მხრივ იწვევს ფატალისტურ თვითმკვლელობას.

5c90df654ab6

ადამიანზე საკმაოდ დიდ გავლენას ახდენს ოჯახი. ამის გათვალისწინებით ფსიქოლოგებმა განსაზღვრეს ისეთი ოჯახების ტიპები, სადაც არსებობს თვითმკვლელობის პოტენციური საშიშროება:

დეზინტეგრირებული ოჯახი – დამახასიათებელ თავისებურებას წარმოადგენს მისი წევრების განცალკევებულობა, ურთიერთობებში ფორმალურობა, მათ შორის ემოციური კავშირის არარსებობა და სხვ. განსაკუთრებით საშიში სიტუაცია იქმნება ნაწილობრივ დეზინტეგრირებულ ოჯახში, სადაც ვიღაც აღმოჩნდება მარტო მის წინააღმდეგ ამხედრებული ახლობლების არმიის წინაშე.

სუპერინტეგრირებული ოჯახი – აქ საქმე გვაქვს წევრების პიროვნული ავტონომიურობის რღვევასთან. ისინი იმდენად ახლოს არიან ერთმანეთთან, რომ ვერ წარმოუდგენიათ ერთმანეთის გარეშე ცხოვრება. ამ შემთხვევაში ერთ-ერთის სიკვდილი იწვევს მეორის აბსოლუტურ უსუსურობას.

დისჰარმონიული ოჯახი – ხასიათდება მისი წევრების მოთხოვნილებების, მიზნების რადიკალური განსხვავებულობით, ურთიერთთანხმობის არარსებობით, საკუთარი ინტერესებისა და ჩვევების დათმობის უუნარობით და ა.შ. ასეთ შემთხვევაში ლიდერი დანარჩენებს მუდმივად თავს ახვევს საკუთარ სურვილებს, ჩვევებს და ითხოვს მათგან ქცევის შეცვლას.

დახურული თვითმყოფადი ოჯახი – მისი წევრებისთვის ოჯახი წარმოადგენს ცხოვრების ძირითად აზრს, ყველაფერი დანარჩენი კი (სამუშაო და გარე ურთიერთობები) განიხილება როგორც ოჯახური კეთილდღეობის შენარჩუნების საშუალება.

კონსერვატიული ოჯახი – მთავარ თავისებურებას წარმოადგენს გარეგანი ცვალებადი პირობებისადმი ადაპტირების უუნარობა. თუკი ასეთი ოჯახის ერთ-ერთი წევრი ოჯახის გარეთ არსებულ კონფლიქტში ჩართული აღმოჩნდება, სხვა წევრები, თავისი კონსერვატიული შეხედულებებიდან გამომდინარე, არ ეხმარებიან მას და თქვენ წარმოიდგინეთ შესაძლებელია მოწინააღმდეგის მხარეც კი დაიკავონ.

0edc85354f2a

ესეც ფსიქოლოგებისა და მეცნიერების მოსაზრებები, მე კი მაინტერესებს, რა ხდება იმ ადამიანის ტვინში როდესაც ამ გადაწყვეტილებას ღებულობს… ყველამ კარგად იცის, რომ ერთადერთი მიუტევებელი ცოდვა, ეს არის თვითმკვლელობა და როდესაც ამას აკეთებ ჯოჯოხეთის კარზე აკაკუნებ, ნუთუ ჯოჯოხეთი ურჩევნიათ ამქვეყნიურ “წამებას”? კარგი იქნებოდა, რომ ყველა ადამიანი ერთმანეთზე ზრუნავდეს და თავს არ აბეზრებდნენ ერთმანეთს, მაგრამ ალბათ ეს შეუძლებელია… ერთხელ მოვდივართ ამ ქვეყნად და ჩვენც, მიუხედავად ცხოვრებისეული სიძნელეებისა, უნდა ვეცადოთ მაქსიმალრად გამოვიყენოთ ჩვენი ამქვეყნად ყოფნის პერიოდი. ცხოვრება ალბათ აზრს დაკარგავდა, წინააღმდეგობებით სავსე რომ არ იყოს, ჩვენც ძალა უნდა მოვიკრიბოთ ყველა მათგანის დასაძლევად და კვლავ ახალ წინააღმდეგობას ვებრძოლოთ, თანაც რამხელა სიამოვნებას ვღებულობთ მაშინ როდესაც რაიმე დაბრკოლებას გადავლახავთ, სწორედ მაშინ ამბობს ადამიანი სიტყვებს, რომლებიც არასოდეს არ უნდა დავივიწყოთ, “რა მშვენიერია სიცოცხლე”, და კიდევ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყოველი წინააღმდეგობა და დაბრკოლება ღვთის გამოცდაა…

არასოდეს არ უნდა დავივიწყოთ უფალი, ყოველ დილით ღმერთს მადლობა უნდა შევწიროთ იმისათვის, რომ ამ ქვეყნად მოგვავლინა და ცოცხლები ვართ…!

80b013d65ce2

4a8bd98a1a47

b7489eb609a1

dfb8bf034747

და ბოლოს, თუ მაინც მიიღე თვითმკვლელობის გადაწყვეტილება და ალბათ ფიქრობ აღნიშნული გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანის გზებზე. საინტერესოა რა არის შენი მიზანი, ანუ ამით უბრალოდ სიკვდილი გინდა, თუ ეს ყველაფერი გაცილებით მასშტაბურ ხასიათს ატარებს და ფართო მასებზეა გათვლილი. ადამიანი, რომელსაც უბრალოდ უნდა სიკვდილი (ნუ რა თქმა უნდა სიტყვა უბრალოდ ძალიან ცუდად ჟღერს, ვინაიდან თითქმის ყოველთვის არსებობს მიზანი) სავარაუდოდ აირჩევს მეტნაკლებად მისაღებ გზას, ალბათ გაითვალისწინებს, ტკივილის ნაკლებობას, სხეულის დაზიანების მინიმუმამდე დაყვანას და ა.შ. მაგ. ვენების გადაჭრა, მედიკამენტების მიღება, თუნდაც ჩამოხრჩობა ან ტყვია საფეთქელში. თუმცა სრულიად გაუგებარია იმ ადამიანების მოტივი, რომლების საკუთარი სიკვდილისგან შოუს ქმნიან. რატომ უნდა გადმოხტე დღის 12 საათზე, კორპუსის მე-16 სართულიდან და ამ საზარელ სცენას შეასწრო ბავშვები, კორპუსის მაცხოვრებლები, უბრალოდ მაღაზიაში ჩასული ადამიანი და ა.შ. შემდეგ ეს, უახლოესი 10 დღის განმავლობაში ყველას სალაპარაკო თემა იქნება. რატომ უნდა გაგიჩნდეს სურვილი ყველა უცხომ თუ ნაცნობმა, იხილოს შენი უაზროდ დასახიჩრებული სხეული ნახევრად შიშველ მდგომარეობაში. რატომ უნდა გაგიჩნდეს სურვილი გადახტე მდინარეში ხიდიდან სადაც უამრავი ადამიანი ირევა და კვლავ შექმნა შოუ ამ ყველაფრით.რატომ უნდა აიღო ნომერი სასტუმროში და იქ მოიყვანო შენი გადაწყვეტილება სისრულეში, ამით კი სასტუმროს პერსონალს, იქ მაცხოვრებელ ადამიანებს, დამსვენებლებს, ყველას განაცდევინო საშინელების შეგრძნება, აიძულო იზრუნონ იმაზე, რომ მიხედონ შენს გვამს, იარონ მოწმის სტატუსით და მთელი ცხოვრების განმავლობაში ვერ დაივიწყონ ეს საზარელი შეგრძნება.
რატომ უნდა ჩაუვარდე მატარებელს და გაუმწარო დარჩენილი ცხოვრება მემანქანეს, შოკში ჩააგდო ყველა მგზავრი, უბრალოდ ახლოს მყოფი, მომსწრე ადამიანი.

თუ სიკვდილი გადაწყვიტე, კეთილი ინებე და ამით უცხო ადამიანების ცხოვრებაში დიდ შავ ლაქას ნუ გააჩენ, ახლობლები სხვა საკითხია, მათი გამწარება შეიძლება მიზანმიმართულად გინდოდეს…

მსგავსი ამბები

Back to top button