არქივი

სამყარო ჰოლოგრამაა?!

zy85e

ფერმის სახელობის(Fermilab) ასტროფიზიკური კვლევების ლაბორატორიის მეცნიერები მუშაობენ მოწყობილობის შექმნაზე სახელად “ჰოლომეტრი”(Holomter), რომლის საშუალებითაც ისინი შეძლებენ უარყონ ყველაფერი, რაც კაცობრიობამ იცის სამყაროზე.

“ჰოლომეტრის” გამოყენებით სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ დაამტკიცებენ ან ურყოფენ თამამ ვარაუდს იმის შესახებ, რომ სამ განზომილებიანი სამყარო, ისეთი, როგორიც ცვენ წარმოგვიდგენია არ არსებობს და ის მხოლოდ თავისებური ჰოლოგრამაა. სხვანაირედ რომ ვთქვათ, გარემო რეალობა ილუზიაა დას სზვა არაფერი. თეორია იმის შესახებ, რომ სამყარო არის ჰოლოგრამა, ეფუძნება არც თუ ისე დიდი ხნის წინ გაჩენილ ვარაუდს, რომ სივრცე და დრო არ არის უწყვეტი სტრუქტურა, ისინი ცალკეული ნაწილებისგან შედგებიან, წერტილებისგან, როგორც პიქსელებია ფოტოზე, რის გამოც შეუძლებელია “გამოსახულების მასშტაბის” უსასრულოდ გადიდება, მოვლენათა არსში სულ უფრო ღრმად შეღწევის დროს. რაღაც მასშტაბის მიღწევის მერე სამყარო ემსგავსება დაბალი ხარისხის ციფრულ გამოსახულებას, არის ბუნდოვანი, გადღაბნილი. წარმოიდგინეთ ჩვეულებრივი ფოტო ჟურნალიდან. ის გამოიყურება როგორც უწყვეტი გამოსახულება, მაგრამ, დაწყებული გადიდების რაღაც დონიდან, იშლება ერთი მთლიანი გამოსახულების შემადგენელ წერტილებად. ხსენებული ვარაუდის მიხედვით ჩვენი სამყაროც აწყობილია მიკროსკოპული წერტილებით მთლიან, ლამაზ სურათად, რომელიც ამოზნექილიცაა.

zy85e

გრავიტაციული ტალღები ჰოლოგრამულ სამყაროში.

სამყაროს ილუზორულობის შესახებ იდეა პირველად გაუჩნდა ლონდონის უნივერსიტეტის ფიზიკოსს დევიდ ბომს. მისი თეორიის თანახმად სამყარო აგებულია დაახლოებით ისე, როგორც ჰოლოგრამა. როგორც ჰოლოგრამის უმცირესი მონაკვეთი შეიცავს მთლიან ინფორმაციას სამგანზომილებიანი ობიექტის შესახებ, ასევე ყოველი არსებული ობიექტი არის “ჩალაგებული” ყოველ მის შემადგენელ ნაწილებში.

აქედან გამომდინარე, ობიექტური რეალობა არ არსებობს – გააკეთა თავის დროზე სენსაციური დასკვნის შესახებ განცხადება პროფესორმა ბომმა. სამყაროს აშკარა სიმკვრივის მიუხედავად იგი თავის ფუნდამენტში ილუზიაა, კარგად დეტალიზირებული ჰოლოგრამა.

ამ უცნაურ დასკვნამდე, ბომი კიდევ ერთმა, თავის დროზე გახმაურებულმა ელემენტარულ ნაწილაკებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტმა მიიყვანა. 1982 წელს პარიზის უნივერსიტეტის ფიზიკოსმა ალან ასპექტმა აღმოაჩინა, რომ გარკვეულ პირობებში ელექტრონებს შეუძლიათ ერძთმანეთთან ჰქონდეთ მუდმივი, მომენტალური კავშირი, მათ შორის არსებული ნებისმიერი მანძილის მიუხედავათ. არა აქვს მნიშვნელობა, ათი მილიმეტრი იქნება თუ ათი მილიარდი კილომეტრი. რაღაცნაირად ყველა ნაწილაკმა “იცის” რას აკეთებს მეორე. ამ აღმოჩენაში არის ერთი პრობლემა: ის არღვევს აინშტაინის პოსტულატს ურთიერთქმედების გადაცემის ზღვრული სიჩქარის შესახებ.

34zjq

შეგახსენებთ, რომ ჰოლოგრამა სამ განზომილებიან გამოსახულებას წარმოადგენს, რომელიც ლაზერითაა გაკეთებული. მის შესაქმნელად, პირველ რიგში, გადასაღბი ობიექტი უნდა განათდეს ლაზერის სხივით. ამ დროს მეორე ლაზერის სხივი, ობიექტიდან არეკლილ სინათლეს ერწყმება და ინტენფერენციულ სურათს იძლევა(სხივების მინიმუმებისა და მაქსიმუმების მიმდევრობა), რომელიც შესაძლებელია დაფიქსირდეს ლენტაზე. მზა გამოსახულება გამოიყურება, როგორც ნათელი და ბნელი ხაზების ნარევი. საკმარისია სურათი გავანათოთ მეორე ლაზერით, რომ ჩვენს წინაშე საწყისი ობიექტის სამ განზომილებიანი გამოსახულება გამოჩნდება.
წარმოიდგინეთ აკვარიუმი თევზით. ის, რომ თქვენ არ შეგიძლიათ უშუალოდ აკვარიუმის დანახვა, არამედ ორი ტელეეკრანის, რომლებზეც ამ თევზის გამოსახულება გადმოიცემა. ერთ ეკრანზე წინიდან, მეორეზე გვერდიდან. ამ დროს შეიძლება დავასკვნათ, რომ ვხედავ სხვა და სხვა თევზებს, თუმცა თევზის მოძრაობებზე დაკვირვების მერე შევამჩნევთ, რომ მათ შორის რაღაც კავშირია. თუ ჩვენ არ გვაქვს სიტუაციის მთლიანი სურათის აღქმა, შეიძლება გადავწყვიტოთ, რომ თევზებს შორის განუწყვეტელი და მომენტალური კავშირი არსებობს, და რომ ეს არ არის შემთხვევითობა.
თუმცა ბომმა ახსნა მოძებნა. მისი თქმით, ელემენტარული ნაწილაკები ერთმანეთზე ზემოქმედებენ ნებისმიერ მანძილებზე არა იმიტომ, რომ ისინი რაღაც იდუმალი სიგნალებით არიან დაკავშირებულნი, არამედ იმიტომ, რომ ნაწილაკებს შორის დაშორება ილუზორულია. რეალობის რაღაც დონეზე ასეთი ნაწილაკები ცალკეული ობიექტები კი არ არიან, არამედ რაღაც უფრო ფუნდამენტურის ფაქტიური გაფართოებები.

 

რისი მატარებელი შეიძლება იყოს კიდევ ჰოლოგრამა – ჯერჯერობით უცნობია. დავუშვათ, მაგალითად, ეს არის მატრიცა, რომელიც ყველაფრის საწყისია მთელს სამყაროში, მასში არის ყველა ელემენტარული ნაწილაკი, რომლებიც იღებდნენ ან მიიღებენ მატერიისა და ენერგიის ყველანაირ შესაძლებელ ფორმებს – თოვლის ფიფქიდან კვაზარამდე, ლურჯი ვეშაპებიდან გამა გამოსხივებამდე. ეს თავისებური სამყაროს ზომის სუპერმარკეტია, რომელშიც ყველაფერია.

ბომი ამბობდა, რომ ჩვენ არ გვაქვს საშუალება გავიგოთ, თუ რას მალავს თავის თავში ჰოლოგრამა, თუმცა თამამად აცხადებდა, არც იმის მიზეზი გვაქვს ვივარაუდოთ, რომ მასში მეტი აღარაფერია. სხვანაირად რომ ვთქვათ, შესაძლებელია, სამყაროს ჰოლოგრამული დონე მისი უსასრულო ევოლუციის ერთ-ერთი საფეხური იყოს.

veseh 8rapz

დევიდ ბომი(David Bohm).                   ალან ასპექტი.       ქრეიგ ჰოგანი.

შესაძლებელია კი ამ ილუზიურობის ინსტრუმენტებით კვლევა? აღმოჩნდა, რომ შესაძლებელია. უკვე რამდენიმე წელია გერმანიაში არსებულ გრავიტაციულ ტელესკოპზე(ჰანოვერი) GEO600, მიმდინარეობს კვლევები გრავიტაციული ტალღების, დრო-სივრცული რხევების აღმოსაჩენად, რომლებსაც ზემასიური კოსმოსური ობიექტები წარმოქმნიან. მთელი ამ დროის განმავლობაში ასეთი ერთი ტალღაც კი არ დაფიქსირებულა. ერთ-ერთი მიზეზია უცნაური ხმაური 300-1500 ჰერციან დიაპაზონში, რომელთაც დიდი ხანია აფიქსირებს დეტექტორი. ისინი ძალიან უშლიან მოწყობილობის მუშაობას ხელს. დიდი მონდომების მიუხედავათ მკვლევარებმა ვერ მოძებნეს ამ ხმაურის წყარო, სანამ მათ არ დაუკავშირდა ფერმილაბის დირექტორი ქრეიგ ჰოგანი. ჰოგანის აზრით, ჰოლოგრაფული პრინციპიდან გამომდინარეობს, რომ სამყარო არ არის უწყვეტი ხაზის მაგვარი, ის მიკროზონების, მარცვლების, დრო-სივრცის თავისებური კვანტების ერთობლიობაა. GEO600-ის მოწყობილობა საკმარისად მგრძნობიარეა იმისთვის, რომ ვაკუუმის რხევები დააფიქსიროს, რომლებიც დრო-სივრცის კვანტურ ზღვრებზე ხდება, იმ მარცვლებისა, რომელთაგანაც არის აწყობილი სამყარო, თუ ჰოლოგრამული პრინციპი სიმართლეა – ამბობს პროფესორი ჰოგანი.

8k1ar

გრავიტაციული ტალღების ობსერვატორია GEO600(გერმანია).

 

ოპტიმისტის აზრი

ფსიქოლოგი ჯეკ კორნფილდი, ყვება რა ტიბეტური ბუდიზმის ცნობილ მასწავლებელთან კალუ რინპოჩესთან შეხვედრის შესახებ, იხსენებს, რომ მათ შორის ასეთი საუბარი შედგა:

2e87d p6bvb

კალუ რინპოჩე.                     მარტინ რისი(Martin Rees).

-ხომ არ შეგიძლიათ მოკლე ფრაზით ამიხსნათ ბუდისტური სწავლების არსი?

-მე შემიძლია ამის გაკეთება, მაგრამ თქვენ არ დამიჯერებთ, და რომ გაიგოთ, რაზე ვლაპარაკობ, ამისთვის წლებია საჭირო.

-და მაინც, ამიხსენით თუ შეიძლება, ძალიან მინდა ვიცოდე. რინპოჩეს პასუხი მოკლე აღმოჩნდა:

-რეალურად თქვენ არ არსებობთ.

პესიმისტის აზრი

ლონდონის სამეფო საზოგადოების პრეზიდენტი, კოსმოლოგი და ასტროფიზიკოსი მარტინ რისი: “სამყაროს გაჩენა ჩვენთვის საიდუმლოდ დარჩება”. ჩვენ ვერ გავიგებთ სამყაროს აგებულობის კანონებს. ვერასოდეს გავიგებთ როგორ გაჩნდა სამყარო და რა ელის მას. ჰიპოთეზა დიდი აფეთქების შესახებ,რომელმაც თითქოს ჩვენი გარემომცველი სამყარო გააჩინა, და რომ არსებობენ პარალელური სამყაროები ან ჰოლოგრაფული პრინციპი – ყოველთვის დაუმტკიცებელ ვარაუდებად დარცებიან ჩვენთვის. უეჭველია, ახსნა აქვს ყველაფერს, თუმცა არ არიან ისეთი გენიოსები, რომლებიც ამაში გაერკვევიან. ადამიანის გონი შეზღუდულია. მან თავის ზღვარს მიაღწია. ჩვენთვის ისეთივე გაუგებარია ვაკუუმის მიკროსტრუქტურა, როგორც აკვარიუმში მცხოვრები თევზისთვისაა უცნობი თუ რისგან შედგება არე, რომელშიც ის იმყოფება. მე მაქვს საფუძველი ვიფიქრო, რომ დრო-სივრცეს მარცვლოვანი სტრუქტურა აქვს. მისი ყოველი მარცვალი ტრილიონი ტრილიონჯერ მცირეა ატომის ზომაზე. თუმცა ამის მტკიცება ან უარყოფა, ან გაგება, თუ როგორ მუშაობს ასეთი კონსტრუქცია, ჩვენ არ შეგვიძლია. ამოცანა ზედმეტად რთულია, ის ადამიანის აზროვნების ზღვარს სცილდება.

 

წყარო: www.Astronet.Ge

მსგავსი ამბები

Back to top button