არქივი

ლენინის სიკვდილისადმი პანიკური დამოკიდებულება

99c292f89649
პროლეტარული რევოლუციის ბელადს და საბჭოთა ეპოქის მთავარ “წმინდანს” – ვლადიმერ ულიანოვ ლენინს პანიკურად ეშინოდა სიკვდილის. იგი ოცნებობდა გამოეცნო მუდმივი ცხოვრების საიდუმლო და ამ მიზნის მისაღწევად ის იყენებდა თანამედროვე სამეცნიერო მიღწევებს. ლენინი ტრადიციულ მაგიასაც იყენებდა. მას სჯეროდა, რომ სასწაულმოქმედი წამლები და მაგიური შემთხვევები მას მიანიჭებდნენ მაგიურ უკვდავებას. ამ რწმენამ ის მიიყვანა ძალაუფლებამდე, რამაც დაღუპა კიდეც. მისი სიკვდილი კი იყო მუდმივი ცხოვრების მოპოვების ფანტასტიკური გეგმის ნაწილი.

სისხლის სასწაულმოქმედება ლენინმა ჯერ კიდევ ციმბირში გასახლების დროს ირწმუნა. მან სიკვდილს თვალებში ჩახედა და მიხვდა არსებობდა ფიზიკური უკვდავება. 1897 წლის გაზაფხულზე ლენინი აღმოჩნდა სამხრეთ ციმბირში, სადაც 3 წელი ჰქონდა მისჯილი. სასჯელი ძალიან მსუბუქი იყო. მას ჰქონდა სახლი და მთელი დღე დასეირნობდა ტყეში.

ერთხელ მას ჩამოაკითხა მისმა მეგობარმა, რომელსაც ძალიან უყვარდა ნადირობა და ისინი ერთად წავიდნენ ტყეში. ტბასთან ახლოს იხვებს ჩაუსაფრდნენ. რამოდენიმე გასროლის მერე ლენინი დაიჭრა. (სიკვდილზე ფიქრი ლენინს ბავშვობიდან მოჰყვებოდა, 9 წლის ასაკში ის თევზაობის დროს წყალში ჩავარდა. მან ცურვა არ იცოდა და იქვე შემთხვევით გამლელი რომ არა ის წყალში დაიხრჩობოდა. მას შემდეგ ლენინს სიკვდილი მუდმივად ესიზმრებოდა. მას ესიზმრებოდა, რომ ის ისევ იძირებოდა წყალში, რომ სანთლისგან მაგიდას გადასაფარებელი ეწვოდა და ალი მთელ კედლებს ედებოდა. მას შემდეგ, რაც მისი უფროსი ძმა ჩამოახრჩვეს, ვლადიმერს დაეწყო მოჩვენებები, მას თან დასდევდა ჩამოხრჩობის ეპიზოდები. წლების შემდეგ კი სიკვდილის შიში ნამდვილ ჰობიაში გადაეზარდა). ტყეში ტყვიის მოხვედრის დროს კი მას უკვე ნამდვილი სიკვდილი ესიზმრებოდა. მისი მეგობარი ისეთი დაბნეული იყო, რომ ვერაფრით ვერ გაიკვალა გზა შინისაკენ. გზად კი პატარა ქოხი შემოხვდა. ის ვინც ამ ქოხში ცხოვრობდა იცნობდნენ მთელ ირგვლივ დასახლებაში. ამბობდნენ, რომ შამანი იყო და იგი ფლობდა საიდუმლო ნიშნებს.

a4c97850ec16

მეგობარმა ლენინი კიბეებზე დააწვინა და კარებზე დასაკაკუნებლად გაემართა, მაგრამ კარები უცებ გაიღო, თითქოს მათ იქ ელოდნენ. კარებთან იდგა ადამიანი ცხოველის ბეწვით შემოსილი. ლენინი შინ შეაყვანეს. შამანმა მთელ სხეულზე ხელები გადაატარა, მერე დანა გამოაძრო საიდანღაც, ხელი გაუჭრა და სისხლიანი ჭრილობა დაადო ტუჩებზე. შოკირებულ მეგობარს გული წაუვიდა, როდესაც გონს მოეგო, ლენინს მშვიდად ეძინა. რამდენიმე დღეში ილიას ძეს ჭრილობა შეუხორცდა და შრამიც არ დარჩა ზედ.

ამ ეპიზოდმა დიდი ზემოქმედება იქონია ლენინზე, მას მოსვენებას არ აძლევდა ფიქრი სისხლის მკურნალობაზე. სისხლი ძალიან დიდი ფაქტორია მაგიის, ეს სიცოცხლეა, და ამავდროულად სიკვდილიც, სისხლი ინახავს ინფორმაციას იმ ადამიანზე, რომლისგანაც აგებულია, ანე ყველა ცუდი და კარგი მხარეებით, პლიუსი, მინუსი, ეს ყველაფერი სისხლშია გაშიფრული.

ციმბირის მერე მან რამოდენიმე წელი გაატარა ემიგრაციაში. ბევრი საცხოვრებელი ქალაქი შეიცვალა და საბოლოოდ 1916 წელს შვეიცარიაში დაბინავდა, სადაც მას მოაკითხავს მძიმედ დაავადებული იუნკერი. ის გააქანეს საავადმყოფოში, ჩემოდანი კი ლენინთან დარჩა. და როდესაც მან მას საავადმყოფოში მიაკითხა, პაციენტი არ დაუხვდა, ის გაქცეულა. შინ დაბრუნებულმა ლენინმა სასტუმრო ოთახში მან იუნკერი იხილა, რომელიც თავის ჩანთაში იჩხრიკებოდა(რომელიც ლენინთან დარჩა). მან ხელებში სასწაულმოქმედი ბეჭედი აღმოუჩინა, რომელიც იმპერატორის ყოფილა. ის რამდენიმე დღეში მართლაც გამოჯამრთელდა. მას შემდეგ ლენინი ხშირად ფიქრობდა ამ უცნაურ შემთხვევაზე. მან ბეჭედი ვერ მიიღო, რადგან იუნკერი მალევე გაიქცა ქალაქიდან.

751179d84255
ლენინის რეზიდენცია ციურიხში

1917 წლის რევოლუციის შემდეგ ლენინის ჯამრთელობა სულ უფრო და უფრო უარესდებოდა. 1918 წლის 30 აგვისტოს, როდესაც ის კვლავ გამოვიდა მიტინგზე, როგორც ყოველთვის მუშები მას ყურადღებით უსმენდნენ. ამის შემდეგ ლენინი ეზოში გავიდა, სადაც ერთმა ქალმა რევოლვერით ესროლა 4 ტყვია, აქედან მხოლოდ 2 მოახვედრა, რომელიც ძალზედ ძლიერი შხამისგან იყო დამზადებული. ამის მიხედავად, ლენინმა მაინც იცოცხლა. მოსკოვში პირველად ხმები დაირხა მიწისქვეშა ლაბორატორიაზე. სისხლის გადასხმის მეთოდი მართლაც სასწაულ შედეგებს იძლეოდა, რაც უკვე მერამდენედ დაამტკიცა ვლადიმერმა. ექიმმა ბოგდანოვმა მოახერხა გადაერჩინა სასიკვდილოდ განწირული ლენინის უმცროსი და.

ყველაფრის მიუხედავად ლენინის მდგომარეობა რთულდებოდა. 1923 წელს ბოგდანოვი დაპატიმრებულ იქნა. 2 თვის მერე ლენინმა გაათავისუფლა იგი, მაგრამ მას მაინც ჩაექცა სისხლი ტვინში. მან დაკარგა გონება, პარალიზებულ იქნა და წაერთვა მეტყველების უნარი.

2c69a7d5a570
ლენინის უკანასკნელი ფოტო

1924 წლის 22 იანვარს მოსკოვში გახსნილ სხდომაზე, რომელიც კალინინს მიჰყავდა, იქ მყოფთ თვალცრემლიანმა განუცხადა, რომ ლენინმა წინა ღამეს მორიგი ინსულტი ვერ გადაიტანა და გარდაიცვალა.

ქალაქში ათასი ჭორი გავრცელდა. ერთ-ერთი მათგანი ის იყო, რომ თითქოს ლენინმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე, რადგან გაუსაძლისი ტკივილების შედეგად ის თავს მოიკლავდა. სხვა ვერსიის თანახმად ის მოწამლეს.

1924 წლის 21 იანვარს ექიმმა მიუტანა მას ჩაი. ლენინმა უცნაური გემო იგრძნო, მაგრამ მაინც დალია. იმ საღამოს 18:50 სთ-ზე ლენინი გარდაიცვალა.

470d5c3d67a9
ლენინის გვამი

ლენინის გარდაცვალების შემდეგ გაჩერდა ფაბრიკა-ქარხნები. მთელი ქვეყანა გლოვიბდა. ამ დღეებში დაიბადა ცნობილი გამოთქმა: “ლენინი ცხოვრობდა, ლენინი ცხოვრობს, ლენინი იცხოვრებს”. ლეონიდ კრასინმა კი მართლა აღასრულა ეს ფრაზა და ლენინს ბალზამირება გაუკეთა. ექიმები ძველ ეგვიპტურ მეთოდებს მიმართავდნენ და ისეთივე ბალზამირებას უკეთებდნენ, როგორც ათასწლეულების წინათ ფარაონებს. ლენინს შინაგანი ორგანოები გამოუშიგნეს, ხოლო მისი ტვინი კი გადააგზავნეს სპეციალურად შექმნილ ინსტიტუტში.

ლენინის გარდაცვალების მეორე დღესვე დაიწყო მისთვის მავზოლეუმის მშენებლობა, რომელიც სამ საფეხურიანი პირამიდის ფორმის იყო (ნიმუში მესოპოტამიის პირამიდიდან იქნა აღებული). შუმერები თვლიდნენ, რომ ასეთი პირამიდა იდეალური იყო ენერგიის შესანარჩუნებლად.

497aec20e3ec
მავზოლეუმი

მსგავსი ამბები

Back to top button