გასართობისაკითხავიუცნაური

Takanakuy – პერუს ბრძოლის ფესტივალი


როდესაც კათოლიკური სამყარო შობის დღესასწაულს აღნიშნავს, პერუში ჩუმბივილკასის თემის ხალხს აქვს შესანიშნავი შესაძლებლობა ბრძოლაში მიიღონ მონაწილეობა

Takanakuy ქუეჩუას (პერუს ერთ-ერთი უძველესი სასაუბრო დიალექტი) ენაზე ნიშნავს: “როცა სისხლი დუღს”. იგი არის ყოველწლიური ზეიმი, რომელიც ხალხს აძლევს შესაძლებლობას მოაგვაროს პირადი პრობლემები თემის წევრებთან მოძველებული გზით, ძალადობით. ყოველწლიური ფესტივალი, რომელიც იმართება 25 დეკემბერს არის ადგილობრივი ტრადიცია, რომელიც ბევრს აკეთებს ოჯახის ღირსებისთვის, ავტორიტეტისთვის. Takanakuy იმართება იმისთვის, რომ არის ერთადერთი გზა პრობლემების დავიწყებისკენ, სანამ ახალი წელი დადგება.

ფესტივალის დღეს მონაწილეები (კაცები, ქალები, ბავშვები) იკრიბებიან ადგილობრივ მოედანზე, სადაც ერთვებიან ხელჩართულ ბრძოლაში, ზედამხედველობას უწევს ადგილობრივი ხელისუფლება, რომელიც ასევე ითავსევს მსაჯის ფუნქციას. ქალთა შორის ჩხუბი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. რაც შეეხება დაზიანებებს ნაკლებადაა.

ძველი დავები არ არის ბრძოლებში ჩართვის ერთადერთი მიზეზი, ზოგიერთ მათგანს უბრალოდ უნდა დაამტკიცოს თავისი გამბედაობა და ბრძოლის უნარი. მებრძოლთა უმეტესობა სახეს იფარავს ტრადიციული ფერადი ნიღბებით. ზოგიერთ მებრძოლს დაუტოვებია რინგი ცხვირ-პირ დასისხლიანებულს, მაგრამ არც ერთ მათგანს არ ჩაუდია გულში წყენა და ჯავრი,რადგან მათ ისევ ექნებათ შანსი მომავალ წელს.

Takanakuy შეიძლება მივიჩნიოთ ძალადობის სულელურ გამოვლინებათ, მაგრამ ჩუმბივილკასის ხალხისთვის ეს არის მნიშვნელოვანი ნაწილი მათი კულტურული მემკვიდრეობის. მებრძოლები ჩხუბის წინ ეხუტებიან ერთმანეთს, გაცვლიან რამოდენიმე დარტყმას, მერე ისევ ყველაფერი უკან ბრუნდება და ისევ მეგობრებად რჩებიან. ეს არის მარტივი და ეფექტური საშუალება დააღწიონ თავი ნეგატიურ ენერგიას.

http://www.youtube.com/watch?v=0wofLYLjO4g

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close