ვიდეოებისაკითხავისასარგებლო

რა არის ტურბინა?

a48ba0cbe823

ამ პოსტში მოგითხრობთ იმაზე თუ რა არის რეალურად ტურბინა, რა შეუძლია მას, რა პრინციპით მუშაობს. თხოვნა იყო მსგავს პოსტებზე და მეც ვითვალისწინებ და ვდებ. ბევრმა არ იცის საქართველოში თუ რას ნიშნავს ეს ნაწილი და ბევრს აინტერესებს. შემობრძანდით სრულიადში და გაიგებთ თუ რა არის ტურბინა. თუ რამეს ვერ გაიგებთ მკითხეთ და აგიხსნით. შევეცდები ყველაფერი დავწერო მარტივად და გასაგებ ენაზე. მაშ ასე ველი შეფასებებს და კომენტარებს. ამ თემის შემდეგ იქნება მსგავსი თემები ჩარჯერზე, როტორზე და ასე შემდეგ……

890476c58a7e

სულ რამოდენიმე წლის წინ საქართველოში ცოტამ თუ იცოდა რა იყო სინამდვილეში ტურბინა და რა ძალას წარმოადგენდა ის. ბევრს ეგონა რომ ღილაკს დააჭერდი და შემდეგ ირთვებოდა ტურბინა, ბევრი ანეგდოტებიც ყოფილა ამასთან დაკავშირებით, თუმცა რეალურად სულ სხვა სურათია ტურბინა და რეალურად სულ სხვა პოტენციალი გააჩნია მას. მაგალითად მიდიხართ ქუჩაში და ხედავთ ავტომობილს რომელსაც უკან საბარგულზე, ან მანქანის კარნიზთან ახლოს, კანტებზე და ასე შმედეგ აწერია ტურბინა, და დავინტერესდით რა არის ეს. პირველ რიგში გაითვალისწინეთ რომ საქმე გვაქვს მაღალ პოტენციურ მანქანაზე და მასთან ხუმრობა არ შეიძლება. როგორც იცით ძრავის მუშაობა ხდება ჰაერისა და ბენზინის წვით. ძრავის ცილნდრში იწვება არა მხოლოდ ბენზინი არამედ ჰაერიც რადგანაც კარგათ იცით რომ ჰაერი და მეტი ჰაერი და მეტი ბენზინი იწვის უფრო სწრაფად და წარმოქმნის უფრო დიდი წნევას, თუმცა ეს მარტივია ნებისმიერი აფეთქება არ მოხდება თუ მას არ ახლავს თან ჟანგბადი.

ავტო მოყვარულებს ყოველთვის ააქვთ სურვილი რომ მათი ავტომობილი იყოს ბევრად უფრო სწრაფი და ქონდეს დიდი სიმძლავრე, ერთია ბენზინის მიწოდება რომლის გაზრდაც ჩვენ მარტივად შეგვიძლია, ელემენტარულად ბენზო ნასოსის შეცვლით და ინჟექტორების შეცვლით. მაგრამ მეორე საკითხია ჰაერის მიწოდება რომელიც ცოტა რთული პროცესია და მეტ ფულს და მეტ ენერგიას მოითხოვს. როგორც იცით ცილინდდრის მოცულობა რაც უფრო მასიურია მასში მიდის მით უფრო მეტი ბენზინი სწორედ ამიტომ არის რომ დიდი კუბატურის მქონე ძრავი ყოველთვის წვავს მეტს. მაგალითად ავიღოთ ამერიკული მანქანები მათ საერთოდ გართულება აქვთ დიდი ძრავებზე და ამიტომაც ბევრს წვავს მანქანა, მაგრამ მათი ატომობილები ძირითადად არ არის ტურბინით აღჭურვილი და შესაბამისად მაგალითად იაპონური მანქანები ტურბინით ბევრად სწრაფები არიან თან ამავე დროს ბევრად ნაკლები კუბატურით.

576f53f75dda

ტურბინა: პირველ რიგში გავითავისოთ ის რომ ტურბინა მუშაობს ჰაერის დახმარებით. მას გააჩნია ეგრედ წოდებული ფრთები, მსგავსად კომპიუტერის ქულერისა, რომელიც ტრიალებს ჰაერის დახმარებით. მისი გაგრილება ხდება ბევრნაირი საშვალებით. ზეთით, წყლით ან ორივეთი ერთად. ამ ფრთებს მეორენაირად კომპრესორს უწოდებენ რადგანაც მისის შაშვალებით იწოვს ტურბინა მეტ ჰაერს ცილინდრში როგორც იცით Turbo ლათინური სიტყვა და ნიშნავს გრიგალს. ხოლო კომპრესორი ლათინურად ნიშნავს შეკუმშვას. ჰაერი რომელიც მიდის ძრავისკენ თბება ტურბინის დეტალების დახმარებით, როგორც იცით ცხელი ჰაერი ბევრად უფრო რთული შესაკუმშია ვიდრე ცივი. სწორედ ამიტომ როდესაც ჰაერი მიდის ძრავისკენ გადის ინტერ ქულერს, დორებით გამაცივებელს და მისი დახმარებით ხდება მისი გაცივება. ტურბინა რსურს იღებს ისევ ძრავიდან ანუ ბენზინი და ჰაერი რომელიც ვერ ასწრებს ცილინდრში დაწვას კოლექტორების დახმარებით გადის ვიხლოპში ნამწვი აირის სახით სწორედ ეს არის გამონაბოლქვი, ტურბინა სწორედ ამ ნამწვს აირს იღებს რესურსად და აბრუნებს ძრავში, ინტერ ქულერი სწორედ ამისთვის საჭირო რომ ეს თბილი ჰაერის მასები გააგრილოს რადგანაც ძრავში არ წარმოიქმნას დამღუპველი წნევა იმდენი რამდენსაც ვერ აიტანს. ეხლა წარმოიდგინეთ ტურბინა მუშაობს ძრავის პრინციპზე. ძრავის დგუში ბრუნავს 100 ბრუნი წუთში ან მეტი შეიძLება 200 ბრუნი წუთშიც, ხოლო ჰაერის ტემპერატურა აღწევს 500 ცელსიუს ან 1000 ცელსიუს, ეს ხომ წარმოგიდგენია რამხელა ტემპერატურაა ? ამ ყველაფერს უნდა გამძლე მასალაც. ანუ ჩვენ შმეთხვევაში ტურბინა.

e33ad06a9066

პირველად დედამიწამ იხილა ტურბო დიზელები და მხოლოდ ამის შემდეგ 60 იან წლებში ვიხილეთ ტურბინები ბენზინის წრავებზე. ალბათ გაგიგიათ ფრაზა 3 ათასზე ხსნისო. ეს 3 ათასი არის ბრუნვა. როგორც იცით მანქანის ბრუნვის მომენტი დამოკიდებულია დგუშებზე, როდესაც მანქანა მიდის ნელა მაგლითად ტახომეტრზე გაჩვნებთ 1000 ბრუნს მაშინ გამონაბოქლვი ცოტა და შესაბამისად ტურბინა ვერ აწვდის ძრავს საკმარისზე მეტ ჰაერს და მანქანა ჩვეულ რეჟიმში მუშაობს, მაგრამ როცა გადაცდება 3000 ათას შემდეგ უკვე იწყებს ტურბინა მუშაობას. ტურბინა არი მარტივი კონსტრუქცია და კუსტარულად მუშაობს. მეტი ბრუნი მეტად იხსნება ცოტა ბრუნი ცოტათი იხსნება. არსებობს მეორენაირი ვარიანტიც რომელიც ბევრად დახვეწილია და მას უწოდებენ თვინ ტურბოს (Twin Turbo) აქაც მარტივად გადაჭრეს ინჟინერებმა პრობლემა. ერთი დგუშის ნაცვლად ყენდება ორი დგუში, ერთი დაბალ აბაროტზე რომელიც ახურებს ტურბინას და მეორე რომელიც აწყებინებს მუშაობას. სწორედ ეს სისტემა პირველად დაყენდა პორშეზე და პარარელურად ნისანი, ტოიოტა, მაზდა და მსგავს იაპონურ მანქანებზე. იდეაში ტურბინა დაიმლერს ეკუთვნის როგორც თეორია თუმცა ეს იმ დროისთვის შეუძლებელი იყო და დარჩა იდეად ხოლო 30/40 იან წლებში მისი პატენტი მოიგონეს შვეიცარიაში. გატესტეც კიდევ თუმცა 60 იან წლებამდე ეს ყველაფერი მხოლოდ კონცეპტად დარჩა მხოლოდ 50.60 იან წლებში პოვა განვითარების გზები. არსებობს Bi Turbo რომელიც ბევრად უკეთესია ჩვეულებრივ ტურბინაზე ანუ ავტომობილზე ყენდება ორი დამოუკიდებელი ტურბინა დამოუკიდებელი კომპრესორებით. რომლებიც ძირითადად V ტიპის ძრავებზე დგება, როგორც იცით V ტიპის ძრავს ორი გალოვკა გააჩნია შესაბამისად ორი კოლექტორი და სწორედ სათითაო მათგანზე ყენდება ტურბინები და მივიღებთ ბი ტურბოს. ბი ტურბოზე არ აყენია ორი დგუში აქ სხვა სისტემა მოქმედებს, აქ ერთი დგუში მუშაობს სხვადა სხვა დიაპაზონში, და ასრულებს ორი დგუშის ფუნქციას რაც ელექტრობის დახმარებით ხდება. პირველად ეს სისტემა დაყენდა დიზელის ძრავებში.

468d9dd2406a

როგორც უკვე მიხვდით დიზელის ძრავები ერთგვარ სატესტო სტენდს წარმოადგენს მსგავსი დანადგარებისთვის. პირველად ბი ტურბო ბენზინის ძრავზე დაყენდა პორშეში კონკრეტულად კი პირველი თაობის Porsche 911 Turbo – ში. ტურბინა შედგება ორი მხარისგან, პირველი ცხელი მხარე, და მეორე ცივი მხარე, პირველი მხარე ატარებს ცხელ ნამწვ აირს რომელიც ატრიალებს კომპრესორს (ფრთებს) და გაისტყორცნის ცივი სექცისკენ, ცივი სექციაც ბრუნავს შესაბამისად, წნეხავს, (კომპრესია) ჰაერს და აგზავნის ძრავისკენ. ტურბინაში შემავალი ჰაერი რეგულირდება ვესთგეითის საშვალებიტ რომელიც შემფრქვევის როლს ასრულებს, მაგრამ არა ბენზინის არამედ ჰაერის. მისი საშვალებით ტურბინას მიეწოდება იმდენი ჰაერი რამდენიც არის საჭირო. ანუ ეს ყველაფერი ხდება ესე, ვესთგეითი უშვებს ჰაერს ტურბინის ცხელ სექციაში, იგი აგზავნის ცივ სექციაში, ცივ სექციაში ჰაერი განიცდის კომპრესიას გაისტყორცნება ძრავისკენ, გაივლის ინტერქულერს ცივდება მისი საშვალებით და მიეწოდება ცილინდრს. თუ ცილინდრში მოხვდება მეტი ჰაერი (დიდი ტემპერატურით) მეტი ბენზინი, წარმოიქმნება საშIნელი წნევა რომელიც იწვევს აფეთქებას და ძრავი იღბეს სერიოზულ დაზიანებას, შესაძლებელია ბლოკიც გახეთქოს. რაც საქართველოში ხშირი შმეთხვევა. სწორედ ამიტომ უნდა დავაყენოთ ინტერ ქულერი. ტურბინის ბრუნი აღწევს მწვერვალებს მაგალIთად 100 ათასი ბრუნი ან 150 ათასი ბრუნი, რაც შესაბამისად სსაჭიროებს გაგრილებას, ტურბინა გრილდება ნუ მაგალIთად არ გვინდა წყალი ავიღოთ ზეთი. ზეთი ძრავის კარტერიდან შესაბამისი მილების დახამრებით წნევის საშვალებით მიდის ტურბინამდე აგრილებს მას და ბრუნდება უკან. როცა ტურბინის დაყენებას გადაწყვიტავთ მოგიწევთ კარტერის გახვრეტა რათა შეუშვათ შიგნით სპეციალური მილი.

77710abfa331

ასევე ალბათ ბევრს ვიდეო მაინც გიყურებიათ სადაც ტურბინიან მანქანას ხმა აქვს (ფსსს) ეს ხმა არის ბლო ოფის დამსახრუება. როდესაც ტურბინაშI ზედმეტი ჰაერია სწორედ მაშინ ბლო ოფი კუსტარულად იხსნება წნევის საშვალებიტ და ამ მეტ ჰაერს გამოსტყორცნის გარეთ სწორედ ეს ხმა გესმით თქვენ. რადგანაც ტურბინა იყენებს გამონაბოლქვს მუშაობისთვის იგი ხდება ხველაზე სუფთა მექანიზმი ბენზინის ძრავებში ეკოლოგიური თვალსაზრისით იგი არ აბინძურებს გარემოს ისე როგორც ნატურალური ჩვეულებრივი ძრავი. შესაბამისად როპგორც იცით ეს ნამწვი აირი არის იგივე ბენზინი შესაბამისად იგი აბრუნებს ამ ბენზინს ძრავში და მანქანის წვაც საგრძნობლად მცირდება. ტურბოს დაყენებისას დაგვჭირდება: 1. ბლო ოფი (კლაპანი რომელიც გამოდევნის არასაჭირო ჰაერს ტურბინიდან) 2. დაგვჭირდება ინტერ ქულერი (ცხელი ჰაერის გამაგრილებელი) 3. ტურბინა (თვითონ ტურბო.) 4. ვესთგეითი (რომელიც არეგულირებს ჰაერის მიწოდებას. რათა არ გააფუჭოთ ტურბინა). 5. სპეციალური ხამუთები (დამჭერები). 6. დაგჭირდებათ მანქანის კომპიტერის გადაპროგრამირება (ნასტროიკა) რათა მანქანის კომპიტერმა აღიქვას აფდეითი ჩვენ შმეთხვევაში ტურბინა რათა მისცეს მას მუშაობის საშვალება. 7. დაგვჭირდება კარტერის გახვრეტა ან დამატებითი ზეთის რეზერვუარი რომელიც მიაწვდის ტურბინას ზეთს გაგრილებისთვის. 8. შლანგები (სპეციალურად ტურბინისთვის დამზადებული რათა გაუძლოს წნევას.) 9. მანიფოლდი (ანუ ტურბინის კოლექტორები რაზეც დააყენებთ ტურბინას და შემდეგ ამ მანიფოლდს დააყენებთ ძრავზე.) 10. დაგჭირდებათ ბევრი ფული. 11. ბენზო ნასოსი ( რათა ძრავმა ჰაერთან ერთად პროპორციულად მიიღოს შესაბამისი ბენზინი) 12. ბენზინის ფილტრი. 13. ინჟექტორები რომლებიც გაატარებენ მეტ ბენზინს ცილინდრისკენ (სასსურველია იგივე ფირმის რაც ბენზო ნასოსი. 14. გამომწვარი პორშინები. 15. რკინის ძრავის პრაკლადკა. 16. ახალი მზლავრი საჰაერო სისტემა. 17. კიდევ ბევრი ფული. 18. და კიდევ ბევრი ნაწილი რასაც მოითხოვს მანქანა (ინდივიდუალურად). სულ ეს იყო მადლობა ყურადღებისთვის. ბონუსი შესანიშნავი ვიდეო. მოხსნილი და დანაშლელი გვაქვს მე და ჩმე მეგობარს ლანჩია 2.0 ის ტურბინა რომელიც ზეთის გაგრილებითა, გავწმინდეთ და ავაწყეთ. ასე რომ არანაირი სხვა წყარო არ არსებობს, წანაკითხი მაქვს სხვა და სხვა ბევრ ფორუმზე და არსაიდან არ მაქვს ერთი ინფორმაიცა აღებული და გადმოკოპირებული, ისიამოვნეთ თემით.

52f2a2e654b5

7aae687a1e73

a0eedcf0c424

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close