გასართობისაკითხავისასარგებლო

დაკარგული საგანძური (ნაწილი II)

f6205c8ac799

მეორე ნაწილში მოგითხრობთ მოსკოვის გუბერნატორის დაკარგული საგანძურის შესახებ. დანარჩენი გაგრძელებაში…

“მე ვიყავი მასთან ერთად (იგულისხმება გრადი როსტოპჩინი), როცა ის ეხმარებოდა მსახურებს მოეგროვებინათ ყოველგვარი დასაწვავი ნივთი ოთახებშI, და მოკლე ხანში მთელი სახლი (ერთ-ერთი უდიდებულესი ქმნილება, რაც ოდესმე მინახავს) დაიწვა მთლიანად. გრაფი იდგა და უყურებდა, როგორც შემთხვევითი მაყურებელი, და ჩანდა ყველაზე ნაკლებად შეწუხებული ამ ამბით”, -იხსენებს ლორდი ტერკონელი.

1e09f64eab32

1800 წელს გენერალ-ადიუტანტი, გრაფი როსტოპჩინი, გადადგა. 1812 წელს ალექსანდრე I-მა იგი დანიშნა მოსკოვის გენერალ-გუბერნატორად, ამიტომ იგი ხან მოსკოვში ცხოვრობდა და ხანაც ვორონოვოში. მისი თანამედროვენი გაოცებულნი იყვნენ მისი კარ-მიდამოს სილამაზითა და დიდებულებით, სასახლის მორთულობით. ამიტომ უწოდებდნენ მას “პატარა ვერსალს”. იტალიიდან ამ სახლის პარკისათვის ჩამოჰქონდათ მარმარილოს ქანდაკებები. პარიზიდან, რომიდან და ლონდონიდან ყიდულობდნენ ავეჯს, ანიკურ ლარნაკებს, ფაიფურს, ვერცხლს, ბრინჯაოს, სურათებს, გობელენს. შიგნით სახლს რთავდნენ ადამიანებისა და ცხენების ქანდაკებებით. სახლის დარბაზები მოგაგონებდათ მუზეუმის დარბაზებს.

1812 წლის 19 სექტემბერს რუსულმა ჯარმა, რომლის შტაბი მდებარეობდა ვორონოვოსთან ახლოს, სოფელ “კრასნაია პახრაში”, უკან დაიხია. მოსკოვის გუბერნატორმა როსტოპჩინმა დემონსტრაციულად დაცვა საკუთარი სასახლე და დატოვა წარწერა ფრანგულ ენაზე: “ფრანგებო, მოსკოვში მე დაგიტოვეთ თქვენ ჩემი ორი სახლი და ნახევარი მილიონის ქონება, აქ კი თქვენ მხოლოდ ფერფლს იპოვით”.

“პატარა ვერსალი” დაიწვა ბოლომდე. თუმცა ნაპოლეონთან ომის დასრულების შემდეგ მოსკოვში დადიოდა ხმები, რომ გრაფის საგანძური საიმედოდ იყო დამალული მიწისქვეშა ლაბირინთებში, ვორონოვოში. XVIII საუკუნეში მოდაში იყო, რომ ქალაქგარეთ სახლებში აკეთებდნენ ლაბირინთებს, როგორც გასართობი და სიცხისაგან თავშესაფარი ადგილი. ზოგიერთი ისტორიკოსის აზრით, როსტოჩინმა ვორონოვოს ყიდვის შემდეგ აღმოაჩინა ეს მიწისქვეშეთი. გრაფს ყოველთვის ეშინოდა ჯანყის და ღალატის, ყველგან ელანდებოდა შეთქმულებები, ამიტომ მან გააფართოვა ლაბირინთი, გააკეთა დამათებითი საიდუმლო გასასვლელები, რომლის დახმარებითაც შესაძლებელი იყო სასახლის შეუმჩნევლად დატოვება.

061bfc8ccfc6

ვორონოვოს მიწისქვეშა ლაბირინთებზე კვლავ ალაპარაკდნენ მეოცე საუკუნის დასასრულისკენ. 1978-1983 წლებში დადიოდა ხმები, რითაც ვორონოვოს მიწისწვეშეთის არსებობა საბოლოოდ დამტკიცდა. კაპიტალური რემონტის დროს მშენებლებმა და სპეციალისტებმა “სპეციალური პროექტ-რესტავრაციის” ინსტიტუტიდან აღმოაჩინეს მიწისქვეშა გასასვლელის ნარჩენები. მისი კედლები აშენებული იყო აგურით, შესასვლელი – თეთრი ქვით. სიმაღლე იყო 2,3 მეტრი, სიგანე კი 2,2 მეტრი. გასასვლელში თავისუფლად შეეძლო გავლა მხედარსაც. გვირაბები, რომლებიც უკავშირდებოდა სასახლისა და ეზოს სხვა ნაწილებს, “შეიარაღებული” იყო მაშინდელი ინჟინერიის მიღწევებით. სცადეს მასში გავლა, მაგრამ გაიარეს სულ რამდენიმე მეტი, მაგრამ თაღები აღმოჩნდა არასაიმედო, ხოლო შესასვლელი მიწით ჩაიხერგა. რესტავრატორებმა ჩატარებული კვლევის საფუძველზე აღადგინეს სასახლე. ბევრმა რამემ, რაც მანამდე ფანტაზიად ეჩვენებოდათ, რეალური კონტურები შეიძინა.

“სახლთან ახლოს ჩვენ წავაწყდით მიწისქვეშა გვირაბის ნარჩენს, – იხსენებს არქიტექტორი ე. მედვედევა, – მასში გასვლა კი სახიფათო იყო. უბედური შემთხვევები რომ თავიდან აგვეცილებინა, მიწისქვეშეთი ცოტა ხნით დავივიწყეთ. ვორონოვოს მიწისქვეშა ლაბირინთების არსებობა უკვე აღარ იწვევს ეჭვს, თუმცა მათი სრული გამოკვლევისათვის საჭიროა როგორც არქეოლოგები, გეოლოგები, ბიოლოგები, ასევე დიდი ფინანებიც.დარწმუნებული ვარ, რომ ორგანიზებული მეცნიერული კვლევა სენსაციურ შედეგს მოგვცემს”.

მაგრამ ენთუზიასტებმა ვერ დაიცადეს.ვორონოვოში არსებული მიწისქვეშა გალერეა იზიდავდა ეთნოგრაფებსა და ბიოლოკაციისტებს. თავიდან კიეველმა ბ. მალეევმა გამოიკვლია ტერიტორია, რომლის ფართობი აღწევს 60 ჰექტარს, ხოლო შემდეგ ტერიტორია შემოიარა მოსკოველმა ოპერატორმა უ. პროკოფიევმა. მათი კვლევის შედეგები ძირითადად დაემთხვა ერთმანეთს. მტკიცების თანახმად, გასასვლელები სასახლის ქვეშ გადიოდნენ “ჰოლანდიურ სახლში, ტბორისკენ, თავლისკენ, ხოლო ბოლო – პარკში. ყველაზე სავარაუდოა, რომ როსტოპჩინის საგანძური სადღაც სასახლესა და ჰოლანდიურ სახლს შორის იქნება.

072684600487

ეჭვი იმის შესახებ, რომ გუბერნატორს შეეძლო არ დაეწვა საგანძური, არამედ საიდუმლოდ შეენახა მიწისქვეშეთში, მყარდება იმითაც, რომ 1812 წელს როსტოპჩინი საკმაოდ საეჭვოდ იქცეოდა, თურმე. პირველ რიგში, ორი კვირის განმავლობაში, სანამ შტაბი ვორონოვოსთან ახლოს იყო განლაგებული, როსტოპჩინს, რომელის ცნობილი იყო სტუმრათმოყვარეობით, სახლში არ მიუწვევია არც ერთი ოფიცერი ან გენერალი, ისინიც კი, ვისაც იგი პირადად იცნობდა. ვორონოვოში მიწვეული იყო მხოლოდ ორი ინგლისელი, რობერტ უილსონი და ლორდი ტერკონელი. ვერც ერთი მათგანი ლაპარაკობდა რუსულად, ამიტომ მათ ვერ გაიგეს ის ბრძენებები, რომლებსაც გასცემდა გრაფი მსახურებზე.

548ec69d10b3

მეორე ისაა, რომ 17 სექტემბერს 1729 ადამიანი, მსახურები და გლეხები ვორონოვოდან გააგზავნა გრაფმა ლიპეცკაიას გუბერნიაში, როსტოპჩინის მამის მამულში. გრაფს შესაძლებლობა ჰქონდა მათთვის გაეტანებინა განძის ნაწილი, თუმცა იგი ასე არ მოიქცა. მსახურებს არ წაუღიათ არც ერთი ნივთი და სუნდუკი სასახლიდან.

f314bcc35009

მესამე, მამულის გადაწვას დაესწრო მხოლოდ გრაფი, მისი ნდობით აღჭურვილი მსახურები და მიწვეული ინგლისელები. ხოლო ფერფლი კი სრულიად უემოციოდ დატოვა მეპატრონემ. “გრაფი როსტოპჩინი, – წერდა რობერტ უილსონი, – არ გამოხატავდა პატარა მწუხარებასაც კი. პირიქით, იგი ჩემთან საუბრობდა სრულიად გულგრილად”.

და მეოთხე, თუ გრაფის საგანძური მართლაც დაიწვა, მაშინ რატომ ვერ აღმოაჩინეს ფერფლში ბაღის მარმარილოსა და სასახლის ბრინჯაოს ქანადებები, რომლის დაწვა ცეცხლში წარმოუდგენელია.

მიუხედავად გამოთქმული ეჭვებისა, გრაფის საგანძური ჯერ კიდევ აღმოუჩენელია და მის შესახებ მხოლოდ ლეგენდები დადის.

სამწუხაროდ, მეტი ფოტოების ვერ მოვიპოვე, რის გამოც ბოდიშს გიხდით.

დღეისთვის სულ ეს იყო, გაგრძელება იქნება…:)))

მსგავსი ამბები

Back to top button