არქივი

10 ფაქტი ზღვის ცხენების შესახებ

a92889a9e9e8

გთავაზობთ მცირე, მაგრამ საინტერესო ინფორმაციას ზღვის ცხენებზე (ცხენთევზებზე). სრულიადში იხილავთ 10 ფაქტს ამ არსებების შესახებ.

ეს უჩვეულო თევზები დღითიდღე ხდებიან უფრო და უფრო პოპულარული აკვარიუმის ბინადრები. რა იცის ჩვეულებრივმა ადამიანმა ამ არსებების შესახებ? ერთად გავეცნოთ რამდენიმე ფაქტს.

f02fcf439a27

1. მეცნიერებისთვის ცნობილია ზღვის ცხენის 50-მდე სხვადასხვა სახეობა.

2. ზღვისცხენებს, თევზების დიდი რაოდენობისგან განსხვავებით, არ გააჩნიათ ქერცლი. ამის ნაცვლად მათ თავიანთი თხელი კანის(ქერქის) ქვეშ აქვთ ძვლოვანი ჯავშანი.

3. უძველესი ცნობები ზღვის ცხენების შესახებ აღმოჩენილია სლოვაკეთში და დადგენილია,რომ მათი წინაპრები ცხოვრობდნენ 13 მილიონი წლის წინ.

4. ტრადიციულ ჩინურ ჰერბოლოგიაში “მშრალ” ზღვის ცხენებს აქტიურად იყენებენ, რადგან ისინი დადებითად მოქმედებენ თირკმლებზე.

5. მამალ ზღვის ცხენს მუცელზე აქვს კენგურუს მსგავსი ნაკეცი და შეწყვილებისას მდედრი კვერცხებს ყრის მასში, მამრი კი ანაყოფიერებს. მამრი ზღვის ცხენი მათ ჩამოყალიბებამდე და გამოჩეკამდე ინახავს. გამოჩეკვის შემდეგ პატარა ზღვის ცხენები წყალში გადადიან და ცხოვრებას იწყებენ.

6. ახალგაზრდა ზღვის ცხენების რაოდენობა, რომლებიც “იბადებიან მამისგან”, დამოკიდებულია მათ სახეობასა და ზომაზე. დიდი ზომის ზღვის ცხენები ბადებენ 1500-ამდე შვილს , როცა ზოგიერთი სახეობა ბადებს 6-ს ან მეტს.

7. ზღვის ცხენები ძირითადად იკვებებიან პატარა კრევეტებითა და მცირე ზომის კიბოსნაირი არსებებით.

8. გარეული ზღვის ცხენები ვერ ეგუებიან ტყვეობაში ცხოვრებას, ამიტომ აკვარეუმებში აჩერებენ მათ მხოლოდ რამდენიმე სახეობას.

9. ჩინეთში ჯოხზე წამოცმული გამხმარი ზღვის ცხენი საკმაოდ პოპულარული Fast Food კერძია. (იყიდება ქუჩებში)

10. მსოფლიოში ყველაზე ნელი თევზი არის ჯუჯა ზღვის ცხენი. ის არის 5.08 სმ სიგრძის და 1 საათში ცურავს სულ რაღაც 1.5 მეტრს.
b662ef533a81

ამ ვიდეოში იხილავთ როგორ აჩენს ზღვის ცხენი ბავშვებს :D

მსგავსი ამბები

Back to top button