ფერთა პალიტრა…
ქართველებს გვააქვს გამოთქმები- “ყველაფერი”, რაც სამყაროს სისავსეს გამოხატავს და “არაფერი”-რაც სიცარიელეს აღნიშნავს. ასევე გვააქვს სიტყვა “ერთფეროვანი ” , რითაც მოსაწყენს, მარტივს, შაბლონურს ავღნიშნავთ. აქ არ იგულისხმება შავი და თეთრი , რომელიც დამოუკიდებელი ფერებია და ჩვენს ხასიათს განსაკუთრებით ეხამება…
არავინ იცის , რის მიხედვით უწოდეს ფერებს სახელები და კიდევ უფრო უცნაურია ის სიმბოლური დატვირთვა, რაც საუკუნეთა მანძილზე ადამიანებმა ფერთა პალიტრას მიანიჭეს . სხვადასხვა ეპოქასა და კულტურაში სამყაროს ფერები იყო საშიში და შვების მომტანი , მტრობისა და მეგობრობის მომნიჭებელი, შიმშილისა და სიუხვის თანაზიარი , რწმენისა და სიყვარულის მატარებელი და სულ ერთია , ეპოქა და ათასწლეული, რაციონალური და ირაციონალური, რეალური და ვირტუალური, ადამიანის არაფრთოვანებს სამყაროს ფერთა ჰარმონია და ცდილობს , მისი სულყოფილების საიდუმლოს ჩასწვდეს…
ფერის რაობა მუდამ ფილოსოფოსთა და ხელოვანთა განსჯის საგანი იყო. დიდი ხანია დადგენილია, რომ ამ ფაქტორით შეიძლება ვისარგებლოთ ბიზნესში, ამა თუ იმ დაავადების მკურნალობისას , ფსიქოლოგიური კლიმატის გასაუმჯობესებლად შინ და გარეთ . ფსიქოლოგებმა ფერების გამოყენების მიხედვით დაყვეს ადამიანთა ფსიქოტიპები და ა.შ
კაბერნეტიკულ ცივილიზაციაში ფერებმა ახლებური ძალით იფეთქეს და ახლებური დატვირთვა შეიძინეს მხატვრობაში, კინომატოგრაფიაში, ფოტოხელოვნებასა და რეკლამაში.’
ახლა კი გთავაზობთ ფერთა თავისებურ დახასიათებას რომელიც ადამიანის ხასიათთან ასოცირდება..
მწვანე უკვდავების სიმბოლოს წარმოადგენს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისლამურ სამყაროში -მუჰამედისა და ზეგარდმო ნების ღვთაებრივ ფერად ითვლება. ეს ფერი შველის ნევროზს, გაღიზიანებას, გაციებას. “მწვანე ადამიანს” მარტოობის გრძნობა აწუხებს . დაცვას და ზრუნვას საჭიროებს.
ცნობილია, რომ წითელი ფერი აძლიერებს კუნთების შეკუმშვას, სისხლის მიმოქცევას და ნივთიერებათა ცვლის პროცესს. აღმოსავლური რელიგიებისთვის წითელი ფერი ცეცხლთან, სისხლთან და გამარჯვებასთანაა ასოცირებული.სპარსეთის მეფეები, ბრძენი ქურუმები . ამერიკელი და ავსტრალიელი მეომრები წითელი შეფერილობის ტანსაცმელს ატარებდნენ. მათი რწმენით, ასეთი სამოსი საუკეტესო საშუალება იყო სხვათა დასაშინებლად და დასათრგუნად. ფსიქოლოგებმა კი დაასკვნეს, რომ წითელი ფერი მსუქან ადამიანებს ვნებს . ის ადამიანები კი , რომლებიც ცხოვრებაში პრიორიტეტს წითელ ფერს ანიჭებენ, აქტიურები და წარმატებულები არიან.
ყვითელი ბევრი ხალხისთვის მზესთან და ოქროსთანაა ასოცირებული, თუმცა კი , “ყვითელი თვალი” ავი თვალის სიმბოლო იყო. აზიის ბევრი ხალხისათვის ყვითელი ღალატის, სიკვდილისა და გლოივის ფერია. გადმოცემით, იუდასაც ყვითელი სამოსი ეცვა….ყვითელი ფერის მოყვარულები ორიგინალურად აზროვნებენ და შეზღუდვებს ვერ იტანენ.
ცისფერი ცისა და ზღვის ფერებია და მარადიულობის, საიდუმლოსა და ღვთაებრივი ჭეშმარიტების სიმბოლოს წარმოადგენდა. ლურჯი აბაჟური , შალითები და ფარდები დამამშვიდებლად მოქმედებს ნერვებსა და თვალებზე. შემჩნეულია, რომ ეს ფერები ძალიან შველით მაათ, ვისაც გახდომა სურს: ცისფერი ჭურჭელი , სუფრა განათება ცუდად მოქნედებს მადაზე და პროდუქტებს მიმზიდველობას უკარგავს. “ლურჯი ადამიანები” მშვიდები არიან და თავგანწირული მეგობრობა იციან.
ნარინჯისფერი ხელს უწყობს კუჭნაწლავის ტრაქტის მუშაობას და მადისაღმძვრელია, ამიტომ ძველად სასადილო ოთახებში ნარიჯისფერ აბაჟურებს კიდებდნენ. საერთოდ, ნარინჯისფერი მხიარული დამმუხტველი ფერია. “ნარინჯისფერი” ადამიანები კი ადვილად აღზნებადობით და მოუთოკავი ენერგიით გამოირჩევიან.
იისფერი განვითარებულ ფსიქოლოგიურ და ინტელექტუალურ შესაძლებლობებს განსაზღვრავს. ეს ფერი ფსიქიკური და ნერვიული დარღვევების , თვინის შერყევის და ღვიძლის დაავადების სამკურნალოდ შეიძლება გამოვიყენოთ. იისფრის მოყვარული ადამიანები არტისტულები და მგრძნობიარენი არიან, მხარდაჭერა და გამხნევება ჭირდებათ.
სამყაროში 7 000 ფერი არსებობს, ამატგან მხოლოდ 4 000 ააქვს სახელი, დანარჩენი კი ნომრით აღინიშნება. ადამიანის თვალი 300 ფერს აღითქვამს ხოლო მხატვრებს ეს აღქმა გაათმაგებული ააქვთ..