გასართობისაკითხავისასარგებლო

დაკარგული საგანძური (ნაწილი I)

მინდა შემოგთავაზოთ რამდენიმე პოსტი, რომელიც მთელს მსოფლიოში უდიდეს და უძვირფასეს საგანძურებს მიეძღვნება, რომლებიც დაიკარგა. პირველ ნაწილში ნახავთ რომანოვების განძის შესახებ.

ნიკოლოზ II-ისა და მისი ოჯახის საგანძური რომანოვების საიდუმლოა. რუსეთის უკანასკნელი იმპერატორისა და მისი ოჯახის ისტორია იდუმალი და ტრაგიკულია. ერთ-ერთი ამოუცნობი საიდუმლო კი რომანოვების დაკარგული განძი გახდა. უნდა აღინიშნოს, რომ ოჯახის საგანძურის ძებნა მათი დასჯისთანავე დაიწყო. მაგრამ არავის შეუძლია უპასუხოს კითხვას, თუ სადაა განძი. ცნობილია, რომ 1918 წელს რომანოვებმა სამეფო სოფლიდან მთელი საოჯახო ძვირფასეულობა წაიღეს ციმბირში, ტობოლსკში. აქედან ოჯახი ეკატერინგბურგში წაიყვანეს. მოგვიანებით, დაკითხვაზე, დედოფლის პირადმა მსახურმა ასეთი ჩვენება მისცა: “მე დავინაზე უამრავი ძვირფასეულობა, ბრილიანტები და სამკაულები”. მან აღიარა, რომ ძვირფასეულობის ნაწილი წითელარმიელებმა წაიღეს, ხოლო ნაწილი მსახურებმა დაიტაცეს. თუმცა, საგანძურის დიდი ნაწილის გადარჩენა მოხერხდა.

რომანოვების განძის მოძებნა რამდენიმეჯერ სცადეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა, მაგრამ უშედეგოდ. 6 წლის მანძილზე საბჭოთა რუსეთის აგენტები საიდუმლოდ ატარებდნენ დაკითხვებს, ახორციელებდნენ თვალთვალს და ძიებას, მაგრამ ყველაფერმა ფუჭად ჩაიარა. თუმცა მათი ცნობით, საგანძურის დიდი ნაწილი კვლავ ტობოლსკში იყო. მოგვიანებით, უკვე ჩვენს დროში, ყოფილი ივანოვსკის მონასტრის გათხრებისას აღმოაჩინეს სამეფო ოჯახის ქონების დიდი ნაწილი. მაგრამ გამოკვლევებმა აჩვენა, რომ საგანძურის დიდი ნაწილი ეკატერინბურგში იყო. ძიების მასალები კი ქალაქების ე.წ. “ეფ ეს ბე”-ს არქივებში ინახება. ისტორიული წყაროების მიხედვით, კი, სამეფო ძვირფასეულობა გაიტანეს სახლიდან ნიკოლოს II-ს სიკვდილის შემდეგ.

ძიებამ დაამტკიცა, რომ ქონება რამდენიმე ნაწილად დაყვეს და გაიტანეს. განძის ნაწილი მალე იპოვეს. მკვლევარები ზეიმობდნენ და თან იყვნენ გაოცებულნი. ერთი პატარა თოლიაც კი ნაპოვნი საგანძურიდან ღირდა სამ მილიონ სამეფო ოქროზე მეტი. გარდა ფულისა, აღმოჩენილი იყო არაჩვეულებრივი სილამაზის ქალის სამკაულები, უნიკალური ძვირფასეულობა, მთელს მსოფლიოში ცნობილი – 70 კარატიანი ბრილიანტის ნახევარმთვარე და ბრილიანტის გულსაბნევი – 100 კარატი. თუმცა ეს სულ არ იყო. საგანძურში შედიოდა დედოფლის გვირგვინი, ზარდახშა და სხვა ბრილიანტის მოსართავები.

ყველა ძიებას არ მოყოლია შედეგი. გრძელდებოდა დაკითხვების სერია, თუმცა ნაწილი საგანძურისა ვერ იპოვეს. კიდევ მრავალი წლის მანძილზე აგროვებდნენ სამეფო საგანძურს, გოხრანში. აქ მას ახარისხებდნენ – ოქრო ძვირფასი ქვების გარეშე და ქვებით, ვერცხლი, პლატინა, მარგალიტი და ბრილიანტი. მოგვიანებით, ნაწილი სამკაულებისა გაიყიდა დასავლელ აქციონერებზე, დღემდე კი სამეფო საგანძურის მხოლოდ მცირე ნაწილმა მოაღწია. სად დაიკარგა საგანძურის ნაწილი? საიდუმლო სამუდამოდ დაიმარხა მიწაში მაშინდელი მოვლენების მონაწილეებთან ერთად.

აქ ნახავთ რომანოვების საგანძურში შემავალ ძვირფასეულობას. დატკბით…:)))

პირველი ნაწილის დასასრული. სერია გაგრძელდება სხვა საგანძურებით…:)))

თეგები

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე

Close
Back to top button
Close
Close