კულტურა

აგვისტოს ომი,ქართველი მებრძოლები #2

758781ccd11e
წინა პოსტის გაგრძელება,სადაც შემოგთავაზებთ აგვისტოს ომის მონაწილეების კომენტარებს, რომელიც იმედის ეთერში გავიდა ადრე(ომის გმირები)

რუსების კოლონა

1a2d86564bea

33907981125b

მალხაზ კურტანიძე “პირველი სატანკო ბრიგადის” კაპიტანი:
-მათი თვალთუწვდენელი კოლონა პირდაპირ მოემართებოდა ჩვენი ქვეითებისკენ,არტილერიამ საშვალება მოგვვცა გავეჩერებინა მტრის კოლონა,გაგვენადგურებინა მათი გარკვეული ნაწილი,გადარჩენილები კი გაგვეფანტა,რათა საშვალება მიგვეცა ჩვენი ქვეითებისთვის კონტრიერიში წამოეწყოთ.

რმ-70 ამ საარტილერიო დანადგარებით ესროდნენ რუსების ტანკებს ზალპურ ცეცხლს
6148856340d5

შალვა მისირიელი “პირველი საარტილერიო ბრიგადა”:
-ჩვენი თვალით ვუყურებდით როგორ ნადგურდებოდა მათი D-20-ები,ტანკები და მინამიოტის ბატარიები. საათნახევრის განმავლობაში 12 დან 2ის ნახევრამდე შემოფრინდა 40 ერთეული მტრის ავიაცია და დაბომბვა დაიწყო ცხინვალის გარშემო.

“ეს რუსული დე-20 ჰაუბიცა,152 მმ სროლის ტემპი წუთში 5 გასროლა,მოქმედების მანძილი 15 კილომეტრამდე”
e334e469a79a

ეს კიდე რუსული ავიაცია
da25ed5238ce

ზოია კურტანიძე, “ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა”:
-გოგოები ომში ისე ვიქცეოდით როგორც ბიჭები,როცა გაცვია ფორმა და როცა ხარ სამხედრო, არ აქვს მნიშვნელობა გოგო ხარ თუ ბიჭი, ემსახურები საქართველოს! როგორც წესი და რიგია, მივდიოდით, პოზიციებზე ვდგებოდით, ვშლიდით მანქანას და როცა საფრენი აპარატი დაარღვევდა ჩვენს საჰაერო სივრცეს ვემზადებოდით საფრენი აპარატის დასაზიანებლად ან გასანადგურებლად.ხდებოდა ჩაჭერა და ბრძანების მიცემის შემდეგ რაკეტის გასროლა.დღის რვა სათიდან დაიწყო უამრავი რაოდენობის რუსული ტექნიკის საფრენი აპარატის შემოსვლა და ბრძანება გაიცა რომ ჩამოგვეგდო! თვითონ უშვუალოდ ჩვენმა დივიზიონმა 7 საფრენი აპარატი ჩამოაგდო. ეს იყო ძალიან დიდი სიხარულის შეგრძნება,ეს იყო უზრმაზარი სიხარული.

ეს ჩვენი ბიჭები არიან ბე-ემ-პეზე(რუსებში არ შეგეშალოთ)
ab73784a9264

იმედა მჟავანაძე “42-ე ქვეითი ბატალიონის დაზვერვის ოცეულის მეთაური:
-ჩვენი მეთაურობის ხელმძღვანელობით გადავაადგილდით ქალაქ ცხინვალის მიმართულებით,შევედით ქალაქში,მოვახდინეთ კორპუსების აღება და გაწმენდა,ასევე ბაგაბაღის აღება. პოზიციების გამაგრება. თანდათან მივიწეოდით წინ დანიშნულების წერტილში მოწინააღმდეგის გასანადგურებლად და მოგვივიდა ბრძანება რომ ჩვენი მოძმეების ერთი ოცეული ჩავარდნილა ალყაში,ტყვია წამალი უთავდებოდათ და უნდა მივხმარებოდით საჩქაროდ. ერთი კორპუსი იყო მარცხენა მხარეს სადაც ჩვენი ბიჭები იმყოფებოდნენ,მოყვნენ ჩასაფრებაში,ჩვენები კი კორპუსში გამაგრდნენ რომელსაც წრიული ჩასაფრება მოუწყვეს,მასიურად ესროდნენ მსხვილ კალიბრიანებს,კორპუს კი ცეცხლი ქონდა მოკიდებული.

ჩვენ ორი ტანკით და ქვეითი ბიჭებით გადაადგილება დავიწყეთ ამ კორპუსის მიმართულებით დასახული ამოცანის ამოსახსნელად,გვქონდა შახმატური განლაგება,უსაფრთხოებას ვუკეთებდიტ ტანკებს რომ მსხვილ კალიბრიანი არ ესროლათ,მაქსიმალურად ვიცავდით თავს შემდეგ მივედით ამ კორპუსთან.

ჩვენი ტანკები
5d3cf5a7bf3e

გაგვიხსნეს მასიური ცეცხლი,ერთი ტანკი აგვიფეთქეს იმ მომენტში.ალყაში მოქცეულ ჩვენ მიჭებს გამოსვლის იმედი აღარ გქვონდა მაგრამ,ჩვენ შეძახილებით გავაგებინეთ რომ იქ ვიყავით და დავეხმარებოდით,გავუკეთეთ უსაფრთხოება ბიჭებს,ცეცხლი გავუხსენით მტერს.ბიჭებთან შევედით კორპუსში,მჭიდებს გვთხოვდნენ უკვე ტყვია წამალი შემოლეული ქონდათ თორე ბრძოლის უნარიანები იყვნენ,აქ არ მოვკვდებითო,ჩვენი გასაკეთებელი უნდა გავაკეთოთო ამბობდნენ. ჩვენც რა თქმა უნდა ჩვენ მივეცით ტყვიაწამალი მათ და რომ გამოვდიოდით სახეზე ღიმილი დაკრავდათ. შემდგომ გავაკეთეთ უკან დახევა და გადავარჩინეთ ჩვენი ბიჭები.
1f67dc77c499

ნანა ცხადაძე
80d3089825b3

ნანა ცხადაძე: “როცა ცხინვალში შესვლის ბრძანება მივიღეთ, ჩემს კოლეგებს სათითაოდ ვუთხარი: ნანა, შენ შვილები გყავს გასაზრდელი! ავთო, შენც 6 წლის ბავშვი გყავს! ზურა, შენ ერთადერთი ვაჟი ჰყავხარ პატრონს და გვარის გამგრძელებელი ხარ, თქვენ დარჩით, მე წავალ, მე ხომ გათხოვილი არ ვარ. ჩემს მშობლებს, ჩემს გარდა, ვაჟიც ჰყავთ და ქალებიც-მეთქი. მაგრამ მარტო არ გამიშვეს, შენ ჯერ რა გინახავსო. ყველანი ჩავსხედით ტანკში და პირდაპირ ცხინვალის ქუჩებში ვეხმარებოდით დაჭრილებს. ძირითადი სახეობა კიდურების ამპუტაცია და ძლიერი სისხლდენა იყო. დახმარების აღმოჩენის შემდეგ ისინი ტყისკენ მიგვყავდა. ლეიტენანტი ბეგიაშვილი ცხინვალში დარჩა. მას შემდეგ ის არავის უნახავს…

დაჭრილების გადასარჩენად აუცილებელი იყო ჰოსპიტალიზაცია. მოვათავსეთ ისინი „ჰაი ლუქსზე“, რომ გორისკენ გამოგვესტუმრებინა. სწორედ ამ დროს ტყეს მტრის თვითმფრინავებმა გადაუარეს და უამრავი ავიაჭურვი ჩამოაგდეს. აფეთქების ტალღამ რამდენიმე მეტრზე გადამისროლა და გონება დავკარგე. აი, თვალი რომ გავახილე და ცნობიერება დამიბრუნდა, ვერ გადმოგცემთ, იქ რა ცოდვა ტრიალებდა: გარშემო უამრავი დასახიჩრებული და დანაწევრებული სხეული ეყარა. ამაზე საუბრის ძალა არ მაქვს. ეს იყო ყველაზე საშინელი წუთები ჩემს ცხოვრებაში. მოხდა ისე, რომ ჩემს ირგვლივ არავინ იყო. ტვინი მუშაობდა უსწრაფესად. იარაღს დავუწყე ძებნა: ახლა ოსები თუ რუსები, რა მნიშვნელობა აქვს, მოვლენ… სადაცაა, გამოჩნდებიან… მე მზად ვარ და… იარაღი მოვიმარჯვე. გათავდა! ჩემი სიცოცხლე ასე უნდა დამთავრებულიყო! მტერს არ ჩავბარდებოდი!!!”

d1e2572bb9e1

როცა ვუყურებ ჩვენს დაკარგულ ტერიტორიებს, სევდასთან ერთად დიდი ენერგიით ვივსები. იცი, რა მინდა გითხრა, რას დავაკვირდი? ვიცი, შენც დაგაინტერესებს. სამშობლოს სიყვარული და მსახურება სამოქალაქო სექტორში და არმიაში მაინც განსხვავდება ერთმანეთისაგან. სამხედრო ფორმით პირდაპირ ეხები შენს მიწას, შენი გული პირდაპირ ეჯაჭვება საზღვრებს. არა, ეს არ არის „ცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველა…“ ეს კიდევ სხვაა. ეს უფრო პასუხისმგებლობაა. მცველი ხარ, გესმის? შენი ქვეყნის მცველი!

P.S (ეს ინტერვიუ ვნახე ამ საიტზე, ამიტომ ამ ინტერვიუს წყაროა www.psnews.info)

“დანა” საარტილერიო დანადგარი,ამბობენ რომ კარგად იმუშავაო(ჩვენებს ქონდათ ესეთები ომში)
e373168e298e

ზოია კურტანიძე, “ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა”:
-როგორ მდგომარეობაშიც არის ეხლა ჩვენი სამშობლო,ანუ ის ტერიტორიები რომლებიც უკავიათ რუსებს მე ესეთი საქართველო არ მინდა,მე მინდა ვიმსახურო ერთიან საქართველოსთვის და მზად ვარ სიცოცხლეც კი გავწირო.

დავით გამზრდელიანი:
-საქართველოს გაერთიანების ოცნება ყველას აქვს ვინც კი არის შეიარაღებულ ძალებში,მე ჩემ ბატალიონზე ვიტყვი რომ ბატალიონში სულ ამაზე ფიქრობენ და ოცნებობენ.

შალვა მისირიელი, “პირველი საარტილერიო ბრიგადა””
-სანამ საქართველოს ტერიტორიაზე იქნება რუსი სამხედრო ომი არ დამთავრდება

იმედა მჟავანაძე, “42-ქვეითი ბატალიონი”:
-გვაქვს ერთმანეთის იმედი,ერთმანეთის გვერდში ამოდგომის იმედი და გვაქ მოტივაცია,რომ ხვალ და ზეგ უნდა ვიომოთ,ჩვენთვის ომი არ დამთავრებულა და ჩვენ ამისთვის მზად ვართ.

P.S “რუსებს წინასწარ ქონდათ გათვლილი, ტყუილად კი არ ხდებოდა ბოლო თვეების მანძილზე სამშვიდობოთა ხშირი როტაცია და ოსების ძალოვან სტრუქტურებში რუსი სამხედროების დანიშვნა. იმის თქმა მინდა რომ ოსებსა და რუსებს მთლად დებილი ხალხი არ მეთაურობდა, მათ კარგად იცოდნენ რომ პირისპირ ბრძოლაში ქართულ არმიას წინ ვერ აღუდგებოდნენ. თან ომის პირველ საათებში (სანამ რუსებმა როკის გვირაბი არ გადმოკვეთეს თავიანთი კოლონებით) ჩვენ დიდი უპირატესობა გვქონდა როგორც ცოცხალ ძალაში, ისე ტანკებსა და არტიერიაში. ამიტომაც მათი მხრიდან უაზრობა იქნებოდა ღია პოზიციური ბრძოლების წარმოება ჩვენტთან. მათ უბრალოდ არტილერიის ზუსტი ცეცხლით გავანადგურებდით, ამიტომ დაიხიეს უკან და გამაგრდნენ ძირითადი ძალების მოსვლამდე. ეს ცხადზე ცხადია, ინფორმაცია კი უამრავია (ჯარისკაცთა მონათხრობი, მასმედია, თუნდაც რუსების ინფორმაცია) უბრალოდ მისი გაანალიზება და სწორი დასკვნების გამოტანა უნდა შეგეძლოს”

ჩვენი ბიჭები
0bbb66e7a1c4

fdbfbf8d6617

c266f909724a

cca561e421ab

edb31731c492

354583e75264

c7030e84adf0

f5b887819c41

44ba98ecd251

წინა პოსტები ნახეთ აქ “აგვისტოს ომი,ქართველი მებრძოლები #1”
დაკარგული ტანკის ისტორია (აგვისტო 2008)

წყარო: იმედის ეთერში გავიდა რეპორტაჟი და იმ რეპორტაჟიდან ამოვიწერე, რეპორტაჟი კი იუთუბედან გადმოვიწერე ადრე ;) სურათები კი გუგლიდან :P :)

მსგავსი ამბები

Back to top button