არქივი

საინტერესო ფაქტები ბრედ პიტზე

39ce021e2077

ჩემს მორიგ პოსტში მინდა შემოგთავაზოთ მორიგი საინტერესო და ფაქტები, ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ და გამოჩენილ ვარსკვლავზე, ბრედ პიტზე.

ბრედ პიტი 1963 წლის 18 დეკემბერს, ოკლაჰომას შტატში ქალაქ, შოუნში დაიბადა

მისი სრული სახელი – უილიამ ბრედ პიტია
a2d0fa8af589
ბრედი ძალიან რელიგიურ და კარგ ოჯახში დაიბადა. მამამისი მენეჯერი იყო, დედა კი – მასწავლებელი. სკოლის დასრულების შემდეგ
ჟურნალისტიკაზე სწავლობდა

მანამ სანამ პიტს სამსახიობო წარმატება ეწვეოდა, ის მძღოლად მუშაობდა ავეჯის გადამზიდად. ასევე რესტორან “El Pollo Loco”-შიც.

ბრედს ჰყავს ძმა (დუგ პიტი) და ასევე დაც (ჯულია პიტი).

ადრეულ ასაკში იგი სპრინგფილდში იზრდებოდა (მისურის შტატი), სადაც მისი ოჯახი ბრედის დაბადების შემდეგ მალევე გადავიდა.

1996 წელს პიტმა კასანდრა პეტერსონს 1,7 მილიონ დოლარად სასახლე უყიდა, რომელიც ვამპირის სტილში იყო გაფორმებული.

1982 წელს კი 19 წლის ბრედმა ჩიფსი, “Pringles”-ის სარეკლამო რგოლში მიიღო მონაწილეობა.

ბრედ პიტმა მისურის უნივერსიტეტი დაამთავრა.

ბრედ პიტი იმ ცნობილი და საკმაოდ წარმატებული მსახიობების სიაში შედის, რომლებსაც თავიანთი სამსახიობო კარიერის მანძილზე უმაღლესი პრემია, ოსკარი მიღებული არ აქვთ.

პიტი მედიის მიერ აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი მამაკაცი და შესულია ჰოლივუდის “ა ლისტში”.

მსახიობს 2000-დან 2005 წლამდე ქორწინება აკავშირებდა ჰოლივუდის ვარსკვლავთან, ჯენიფერ ენისტონთან. ენისტონმა გაყრის შესახებ განცხადება 2005 წლის 25 მარტს შეიტანა, ხოლო 2005 წლის 2 ოქტომბერს ოფიციალურად გაშორდნენ პიტი და ენისტონი ერთმანეთს.

2005 წლიდან დღემდე კი ბრედ პიტის მეუღლე ანჯელინა ჯოლია, წყვილი არაერთხელ არის დასახელებული ჰოლივუდის საუკეთესო წყვილად. ვარსკვლავურ ოჯახში კი პიტს და ჯოლის 6 შვილი ჰყავთ.

მსახიობი 4-ჯერ იყო ნომინირებული ოსკარზე, 1996, 2009 და 2012 (2ჯერ) წლებში.

“ოუშენის თერთმეტი მეგობარი”-ის შესრულებისათვის 2001 წელს, სადაც ბრედ პიტმა რასტი რაიანის როლი შეასრულა ჰონორარის სახით, 30 მილიონი ამერიკული დოლარი მიიღო.

მსახიობი 1994-1997 წლებში გვინეთ პელტროუსაც ხვდებოდა.

1996 წელს ბრედმა “12 მაიმუნი”-ში შესრულებული როლისათვის “ოქროს გლობუსის” პრემია მიიღო. 1995, 2007, 2009 და 2012 წლებში ამავე პრემიაზე იყო ნომინირებული.

ბრედ პიტის სამსახიობო კარიერის განმავლობაში მის აქტივში 37 საერთაშორისო ჯილდო და 64 ნომინაცია შედის.

a869782a006c

2013 წელს Esquire-სთან ინტერვიუში ბრედ პიტმა განაცხადა, რომ იგი პროზოპაგნოზიის მსუბუქ ფორმას განიცდის (ტვინის დაავადება).

წყარო: IMDb.com & Kinopoisk.Ru

Jeremy

“I like repressed characters. That gives me a lot of freedom to make a lot of different choices through subtleties.” - Jeremy Renner “Eu faço música porque eu posso pegar meu violão e cantar, me satisfazer completamente, gratificação instantânea. Eu não preciso de um script, eu não as pessoas, eu não preciso de nada, câmeras, eu só tenho a mim mesmo e o meu violão ou teclado.” - Jeremy Renner

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button