ამ პოსტში თქვენ ნახავთ ბევრ გასაოცარ,ყველაზე ფანტასტიკურ და უჩვეულო ღრუბლის სურათებს
ბუნება ყოველთვის იყო შთაგონების წყარო ბევრი მხატვრისთვის,მათ შეუძლიათ მოვლენებს სხვა თვალით შეხედონ.ყველამ ვიცით რომ ხეს ყოველთვის არ აქვს მწვანე ფოთლები,წყალი ყოველთვის არ არის ლურჯი, და ღრუბლები-რა თქმა უნდა ყოველთვის არაა თეთრი და ფუმფულა. ღრუბლების ფორმირება შესანიშნავი მაგალითია იმისა,თუ როგორი რთული და სხვადასხვა ხასიათის ბუნება შეიძლება რომ იყოს.
ყველაზე გავრცელებული ჰიპოთეზა ამტკიცებს რომ ხვრელი ღრუბლებში გამოწვეულია ყინულის კრისტალების ვარდნით. ყინულის კრისტალები შეიძლება ჩამოყალიბდეს უმაღლეს ღრუბლებში ან თვითმფრინავის გამონაბოლქვიდან. თუ ჰაერს აქვს შესაფერისი ტემპერატურა და ტენიანობა, ვარდნილი კრისტალები შთანთქავენ ჰაერში არსებულ წყალს და იზრდებიან. ტენიანობის დაკარგვით იზრდება აორთქლების მაჩვენებელი,რაც იწვევსღრუბლების გაბნევას და ხვრელის ფორმის შექმნას. შედარებით მძიმე ყინულის კრისტალები აგრძელებენ ვარდნას და აყალიბებენ მიმოფანტულ,უსწორმასწორო ღრუბლის ფორმებს.
ასეთი ღრუბლის ფორმას აყალიბებს ქარი რომელიც ეჯახება ბარიერს და იცვლის მიმართულებას.ამ შემთხვევაში ბარიერის როლს ასრულებს ალეუტის კუნძულები.
კიდევ უფრო უცნაური ღრუბლები
გეცოდინებათ ასეთი თამაში:როდესაც ღრუბლებს უყურებ და ამბობ რას გვანან ისინი(ცხვარი,დრაკონი,მორიელი და ა.შ) ხოლო ზოგჯერ ისეთ ფორმას იღებს,რომ ფრიად აღფრთოვანებული რჩები მისი საოცარი ფიგურით. ღრუბლებს არ აქვთ ფანტაზიის საზღვრები და ყოველ ჯერზე ახალ-ახალ გასაოცარ ნამუშევრებს სთავაზობს დამკვირვებელს.
ეს კი უჩვეულო ღრუბელი-ტალღა
ანგელიზს ჰგავს(კარგად უნდა დააკვირდეთ)
შემზარავი ღრუბელი
ცისარტყლის ეფექტი:
ფანტასტიური ღრუბლები
ბუნება არასოდეს წყვეტს ჩვენს აღფრთოვანებას თავის უსაზღვრო ფანტაზიის საშუალებით.ეს უჩვეულო ღრუბლებიც ამას ადასტურებს.