კულტურა

აგვისტოს ომი,ქართველი მებრძოლები #1

0b35ad9ec341

აგვისტოს ომის ისტორიები,ამ პოსტში გაიგებთ ნამდვილ ისტორიებს, რომელსაც ქართველი სამხედროები გვიამბობენ,რაც საკუთარი თვალით იხილეს.შედით საინტერესო პოსტია.

მეოთხე ბრიგადა ომამდე
72408d30a385

869d8c41aac9

ომის დასაწყისი:
მალხაზ კურტანიძე “პირველი სატანკო ბრიგადის” კაპიტანი
-ჩვეულებრივი დილა გათენდა სამხედრო ნაწილში,
როგორც ყოველთვის,პირადი შემადგენლობის გარკვეული რაოდენობა სვებულებაში იმყოფებოდა გარკვეული რაოდენობა
კი ასრულებდა იმ დგის განრიგს რაც ბრიგადაში მოქმედებდა.

ესენი 4 ბრიგადის ბიჭები არიან მგონი
feb604890b1c

ზოია კურტანიძე “ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა”
-სახლში ვისვენებდი,გამის 3 საათი იყო როდესაც დამირეკეს და განგაშიაო, ვიფიქრე სასწავლო განგაში იქნებოდა და გვამოწმებდნენ ვითომ.როდესაც მივედით დანიშნულების ადგილას სადაც ჩვენი დივიზიონი იყო,
იქიდან გვითხრეს რომ უნდა წავსულიყავით გორში,იქაც რომ მივედით მაინც არ მჯეროდა რომ ომი იწყებოდა,
ეს მაშინ დავიჯერე როცა პირველი თვითმფრინავი ჩამოვარდა(ალბათ რუსების,რადგან თვითონ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სპეციალისტი იყო)

1136c54fa36c

დავით გამზდელიანი “მე-4 ბრიგადის 42-ე ქვეითი ბატალიონის სერჟანტი”
-ძირითადათ მთლიანი ბატალიონი იყო სწავლების რეჟიმში გადასული,კარკვეული ნაწილი ისვენებდა,
დილას საბრძოლო განგაში იყო გამოცხადებული.
ჩვენი გადაადგილება 3 საათზე მოხდა ცხინვალის მიმართულებით,
ნუ იყო ათასი ვარაუდი,ერთ-ერთი ვარაუდი იყო ის რომ უკან დაგვაბრუნებდნენ და ბრძოლა არ მოხდებოდა და იყო კიდევ ის ვარიანტი,
რომ აუცილებლად უნდა გვებრძოლა და ჩვენი საქმე ბოლომდე უნდა მიგვეყვანა .
დააახლოებით ღამის 5 სათი იქნებოდა,დავიწყეთ გადაადგილება სოფელ ხეთაგუროვას მიმართულებით ორი ასეულით,მე პირადად ბრავო ასეულს ვახლდი,
დაახლოებით 6 სააათზე შევუტიეთ სოფელს.შემდეგ გადაავდგილდით სოფელ ტბეტის მიმართულებით,რათქმა უნდა გზაში იყო წინააღმდეგობა.
გზადაგზა ვხვდებოდით გაქცეულებს და დაყრილ იარაღებს და ასე შემდეგ.მივედით თამარაშენში,სადაც ძირითადი შეტევა უდნა გაგვენხორციელებინა
ცხინვალზე,შემდეგ შევივსეთ ტყვია წამლის მარაგი.

7685a68a5b32

ამირან ცერცვაძის სურათი

6a68ebdbcdb9

ამირან ცერცვაძე “მე-4 ბრიგადის 42-ე ქვეითი ბატალიონის მეთაური”
-იმ საღამოს უკვე ვიყავით ცხინვალის რეგიონში,მეთაურის ბრძანების მიღების შემდეგ დავიწყეთ ცხინვალში შესვლა, ცხინვალში შევედით გზით,მარჯვენა და მარცხენა სექტორების კონტროლით კოლონაში,
მე ვიმყოფებოდი გადაადგილების დროს კოლონაში მარჯვნივ და დაახლოებით ორას მეტრის შემდეგ
ცხრასართულიანი კორპუსიდან გაიხსნა ცეცხლი,მარჯვნიდან.მარჯვენა მხარეს ჩვენ გვფარავდა რკინა-ბეტონის ღობე.

ცეცხლის გახსნის თანავე მოვძებნეთ საფარი, უფროს ლეიტენანტმა ნაზარეიშვილმა მოძებნა საფარი მარცხნივ,კაკლის ხესთან.
დაახლოებით 15 მეტრში იყო ავტო გასამართ სადგური და მის წინ იდგა ზილის მარკის სატვირთო ავტომობილი .
რადგან უფროს ლეიტენანტ ნატროშვილს და მის მეკავშირეს იქ არ ქონდათ საფარი,უკან დაიხიეს და ამოეარნენ სატვირთოს.
უფროს ლეიტენანტ ნაზარეიშვილზე მიდიოდა მძიმე ცეცხლი,ვხედავდი ჩემი თვალით როგორ ჩამოუგდეს უფროს ლეიტენანტ ნაზარეიშვილს ხელყუმბარა,
ერგედე 5-ის ტიპის,და კვამლის ავარდნის შემდეგ ნაზარეიშვილი თვალთა ხედვიდან გაქრა…..მაგრამ უცბად რამოდენიმე წამის შემდეგ იგი გამოჩნდა და ხელით გვანიშნა რომ ცოცხალი იყო და გააგრძელა ცეცხლის წარმოება მოწინააღმდეგის მიმართულებით.ნაზარეიშვილი პროფესიით იყო სამხედრო, უბრალოდ დანიშნული იყო იურისტის თანამდებობაზე და თვითონ წინ შეუპოვრად მიდიოდა,უშიშრად და მაგალითს აძლევდა
მასაკით პატარებს,ახალგაზრდებს.სამწუხაროდ შემდეგ ესროლეს ერპეგე 7-ის ტიპის ჭურვი და მის მერე თვალით აღარ მინახია. ამ დროს ავტო გასამართ სადგურთან ამოფარებულ უფროს-ლეიტენანტ ნატვრიშვილს ხელით ვანიშნე რომ გამოეყენებინა ყუმბარმტყორცნი,ამ დროს რადიო სიგნალები ჩახშული იყო.მაგრამ ჩვენდა საუბედუროდ ორი ჭურვი დაეცა სადგურს და დაჭრილი ბიჭები წნევამ გადმოყარა.

c940e3075922

დავით გამზდელიანი “მე-4 ბრიგადის 42-ე ქვეითი ბატალიონის სერჟანტი” -უფროსი ლეიტენანტი სერგო მელია რომელიც ძირითადათ სათავეში ედგა დაჭრილების გამოყვანას,ახდენდა პირადად თვითონ ამ ყველაფერის შესრულებას,გამოყავდა დაჭრილები, გაიხადა ბრონის ჟილეტი,ცაფხუიტი,ყველაფერი რაც მძიმე იყო რადგან გაადვიალებოდა დაჭრილების გამოყვანა.რამდენჯერმე ჩავიდა დაჭრილების გამსოაყვანად,დაახლოებით მეოთხედ

ამ დროს დაიღუპა.

 

dad28423d14d

ნანა ცხადაძე 42-ე ქვეითი ბატალიონის სამედიცინო სამსახურის სერჯანტი
-გვემატებოდა თანდათან დაჭრილების რიცხვი,დაჭრილებს დახმარებას ვუწევდით.

ed42dad7b306

ბრძოლები მიმდინარეობდა როცა დაიწყო დაბომბვა,ამ დაბომბვის დროს დაიჭრა ჯარის კაცი,გავუწიე დახმარება და უნდა გამომეყვანა იქიდან,როდესაც ბიჭებს ვუთხარი საკაცე მოიტანეთ და გავიყვანოთ,ამ დროს ხმაური გავიგონო,ფეხზე ვიდექი,ცეცხლის ალში გავეხვიეთ,რამდენიმე წამი წნევის ალმა მაჯანჯღარა და შემდეგ სიმძიმე ვიგრძენი აარცხენა მხარიში.რო გამოვიხედე ის ჯარისკაცი თვალებ დახუჭული იყო,რაღაც სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა, აღარავინ აღარ ჩანდა,აღარც სერჟანტი და არც ოფიცერი,ჩემი იქ დარჩენა აღარ შეიძლებოდა,ჩემი ტყვედ ჩავარდნა იქნებოდა დიდი სირცხვილი როგორც ჩემთვის,ასევე ოჯახისთვის და მთელი ერის სირცხვილი,ეს კარგად მქონდა გათვითცნობიერი.
იარაღს დავუწყე ძებნა ……

1fd985eaeed7

მალხაზ კურტანიძე “პირველი სატანკო ბრიგადის” კაპიტანი
-ინტესიური ცეცხლის მერე გახდა აუცილებლობა არტილერია ჩარეულიყო ბრძოლაში და გამოგვეყენებინა ჩვენი საარტილერიო დანადგარები.იმუშავა საარტილერიო ბრიგადამ ყველანაირი დანადგარით რაც გაგვაჩნდა და ალბათ ყველამ ვნახეთ რა ზიანი მიაყენა მოწინააღმდეგეს არტილერიამ!
ესეც ჩვენი საარტილერიო დანადგარები “დანა”

fb04b3c374e7

შალვა მისირელი “პირველი საარტილერიო ბრიგადა”
-ტანკების კოლონა იყო გაჩიმული ალბათ 6 კილომტრზე,მტერი ერედვის მხრიდან ვანათის შემოვლით შემოვიდა ალბათ ტანკების დიდი ბატალიონით,ზემო-ნიქოზის გამოვლით მთელ მინდორს მოედვნენ.
დაჯგუფებულები მოდიოდნენ (ჯგუფში 7 ან 8 ტანკი).ჩვენი მეორე ქვეითი ბრიგადა იდგა ამ დროს შინდისთან.ჩვენმა უფროსმა გადაწყვეტილება მიიღო გამოეძახებინა ისევ პიონერიის ბატარეა (არტილერია).ცეცხლი გაიხსნებოდა თუ არა რუსების შვიდი რვა ტანკი იწვოდა და ფეთქდებოდა,მაგამ ძალიან ბევრნი იყვნენ,ჩვენმა ბიჭებმა გმირულად იმუშავეს და ცოცხალი უკან ცოტა გაუშვეს.

“ჩვენი არტილერია”

1992b0212ba1

გთავაზობთ რუსი ჯარისკაცის კომენტარს რომელიც მან ვიდეოს გადაღების დროს თქვა,ეს რუსი იმ სატანკო ბატალიონის წევრი იყო რომელიც ჩვენებმა არტილერიამ მიწასთან გაასწორა,ესეც კომენტარი:
“აფეთქება,აფეთქებები,ყველაფერი იწვის,დაიწვა,კიდევ ერთი ჭურვი გვესროლეს,ეს არანორმალურები ჩვენს სამიზნეში ამოღებას კიდევ დიდხანს აპირებს?მოფრინდნენ,დაგვხედეს,რაკეტა გაუშვეს და გაფრინდნენ.კოლონა გაგვინადგურეს,ტყვიებიც თითქმის აღარ გვაქვს,მოკლედ უკანასკნელებივით გაგვანადგურეს”

62d46cd867c0

2ac9817694f8

fe6e04dfb6c3

df8bb3803c84

P.S მეორე ნაწილსაც დავწერ,გაგრძელება იქნება,ალბათ ნებისმიერ თქვენგანში გაიღვიძა პატრიოტულმა სულმა,კომენტარებში დაწერეთ თუ როგორ მოგეწონათ ;) წინა პოსტის სანახავად აქ შედით “დაკარგული ტანკის ისტორია”

ესეც ჩემი მეორე პოსტი ;)

წყარო: იმედის ეთერში გავიდა რეპორტაჟი და იმ რეპორტაჟიდან ამოვიწერე, რეპორტაჟი კი იუთუბედან გადმოვიწერე ადრე ;)

მსგავსი ამბები

Back to top button