საკითხავისასარგებლოსაქართველო

ქართული საფეხბურთო კლუბები

თვალი გადავავლოთ ქართულ საფეხბურთო კლუბებს..

დინამო თბილისი

სრული სახელი:საფეხბურთო კლუბი დინამო თბილისი
დაარსდა:1925 წელს
სტადიონი:ბორის პაიჭაძის სტადიონი
თბილისი, საქართველო
(ტევადობა: 55,000)
პრეზიდენტი:გიორგი ტყავაძე
ლიგა:უმაღლესი ლიგა

საქართველოს ჩემპიონი
1990, 1991, 1992, 1993, 1994, 1995, 1996, 1997, 1998, 1999, 2003, 2005, 2008
საქართველოს თასის მფლობელი
1992, 1993, 1994, 1995, 1996, 1997, 2003, 2004, 2009
საქართველოს სუპერთასის მფლობელი
1996, 1997, 1999, 2005, 2008
თასების მფლობელთა თასის მფლობელი
1981
სსრკ ჩემპიონი
1964, 1978
სსრკ ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი
1936 (შემოდგომა), 1946, 1947, 1950, 1959, 1962, 1967, 1969, 1971, 1972, 1976 (გაზაფხული), 1976 (შემოდგომა), 1981
სსრკ თასის მფლობელი
1976, 1979
სსრკ თასის ფინალისტი
1936, 1937, 1946, 1960, 1970, 1980
დსთ-ს თასის მფლობელი
2004

ვებსაიტი: www.fcdinamo.ge

ვიტ–ჯორჯია თბილისი

სრული სახელი:საფეხბურთო კლუბი ვიტ ჯორჯია თბილისი
მეტსახელი:ვეტერინარები
დაარსდა:1968 წელს
სტადიონი:არმაზის სტადიონი
მცხეთა, საქართველო
(ტევადობა: 3,000)
პრეზიდენტი:გურამ რუხაძე
მწვრთნელი:გელა გომელაური
ლიგა:უმაღლესი ლიგა

საფეხბურთო კლუბი ვიტ ჯორჯია 1997-98 წლების სეზონის მეორე ეტაპისთვის შეიქმნა. კომპანია ვიტ ჯორჯიამ ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ადგილი იყიდა კლუბ მორკინალისგან. ახლადშექმნილმა ვიტ ჯორჯიამ საქმე ფაქტობრივად ნულიდან დაიწყო და მიუხედავად ამისა, პირველივე სეზონში დადებით შედეგს მიაღწია – მე-10 ადგილზე გავიდა, რითაც უმაღლეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნა.
ვიტ ჯორჯიამ საქართველოს ჩემპიონობა 2004 ,2009 წლებში მოიპოვა.

ვებსაიტი: www.witgeorgia.ge


სიონი ბოლნისი

სრული სახელი:საფეხბურთო კლუბი სიონი ბოლნისი
დაარსდა:1936
სტადიონი:თამაზ სტეფანიას სტადიონი
ბოლნისი, საქართველო
(ტევადობა: 3,000)
პრეზიდენტი: ზვიად კირკიტაძე
მწვრთნელი:გიორგი ყიფშიძე

საფეხბურთო კლუბი სიონი საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში 1995 წლიდან გამოდის.თავდაპირველად საშუალო დონეზე თამაშობდა,მაგრამ 2000-იანი წლების დასაწყისში სიონში ინვესტიციები ჩაიდო და აი 2003 წელს ბოლნისური კლუბი საქრთველოს თასის ფინალში გავიდა,თუმცა გამოცდილებით და კლასით მაღლა მდგომმა დინამო თბილისმა 3;1 დაამარცხა.ვინაიდან დინამო ამ წელს საქართველოს ჩემპიონი გახდა და ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლება მოიპოვა,,სიონმა თასის მფლობელის ეგიდით უეფას თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზა.მაგრამ კლუბი პირველივე ეტაპზე გამოეთიშა ასპარეზობას სლოვაკეთის პუხოვთან.
2004 წელს ბოლნისის სიონს რეალური შანსი ჰქონდა ისტორიაში უმნიშვნელოვანესი ფურცელი ჩაეწერა,თუმცა საქართველოს ჩემპიონატის ოქროს მატჩში ვიტ ჯორჯიასთან სკანდალურად დამარცხდა და ჩამოერთვა მეორე ადგილიც.
მაგრამ 2005-06 წლის სეზონი ყველაზე წარმატებული გამოდგა ბოლნისური კლუბის ისტორიაში:სიონმა საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.ამ დროს კლუბს კახა ცხადაძე წვრთნიდა.ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გუნდმა აზერბაიჯანის ბაკი დაამარცხა და მეორე ეტაპზე გავიდა,მაგრამ ბულგარეთი ლევსკისთან ვერაფერს გახდა და ორი მატჩის ჯამში დამარცხდა.

ტიტულები
საქართველოს ჩემპიონი: 2005-2006

დანარჩენებსაც დავდებ..

წყარო: ვიკიპედია

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close