გასართობისაკითხავიუცნაური

ადამიანთა ნაამბობი


ორი ადამიანი თავისი ცხოვრების დეტალებს გაგვიზიარებს. ორივეს მძიმე წუთების გადატანა მოუხდა, მაგრამ საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დასრულდა

ჯეიმს ბული – კაცი,რომელიც 6000 მეტრის სიმაღლიდან გადმოხტა და გადარჩა

პირველ რიგში გეტყვით,რომ ჯეიმსი პარაშუტისტი და ექსტრემალია. იგი თავად მოგვიყვება საოცარ ამბავს,რომელიც თავს გადახდა.

რა კუთხითაც არ უნდა შევხედოთ, ადამიანი, რომელიც თვითმფრინავიდან ხტება ან თავზეხელაღებულია, ან სუიციდთან გვაქვს საქმე. ხოლო ადამიანები,რომლებიც ხტებიან ვერტმფრენიდან და ვულკანების თავზე დაფრინავენ, ალბათ მათი შველა შეუძლებელია.. ასეა თუ ისე სწორედ ეს იყო ჩვენი იმდღევანდელი გეგმა.
მე დოკუმენტურ ფილმში ვმონაწილეობდი, რომელსაც კამჩატკაზე ვიღებდით სპორტსმენ პარაშუტისტებზე. გაგიგიათ ალბათ კამჩატკის ზედმეტსახელი, მას ,,ცეცხლისა და ყინულის მიწას” უწოდებენ. 40-მდე მოქმედი ვულკანი მაინცაა ამ მხარეში, 9 თვის განმავლობაში კი ყველაფერი თოვლის საფარითაა დაფარული.
იმდღევანდელი ჩვენი სამუშაო იყო, რომ უნდა გადაგვეღო კადრები, სადაც ,,ვიფრენდით” ორთქლზე (მთებშუ ღრუბელივით რომაა ჩამოწოლილი).
ამ სპორტს 12 წლია მივსდევ და უკვე 2500 ხტომა მაინც მაქვს შესრულებული. კვირაში ოთხჯერ ან ხუთჯერ მაინც ვასრულებ ხოლმე. გეგმა ასეთი იყო, რომ 6000 მეტრზე უნდა ავსულიყავით ვერტმფრენით, ისე რომ ორთქლს თავზე მოვქცეოდით, შემდეგ კი იქიდან გადმოვხტებოდით და 150-200 მეტრზე უნდა გაგვეხსნა პარაშუტი. მაგრამ ყველაფერი ისე არ წარიმართა როგორც გვინდოდა.
ფოკუსირებული ვიყავი ვიდეოს გადაღებაზე, მარცხენა თვალზე ხედმძებნი მეკეთა. დისტანციის შესაგრძნობად ორივე თვალია საჭირო, თანაც იმის გამო, რომ ვულკანი მთლიანად თოვლით იყო დაფარული, რთული აღმოჩნდა სიმაღლის შეგრძნება- ერთადერთი რისი დანახვაც შემეძლო უკიდეგანო სითეთრე იყო.
სრულიად მოულოდნელად თოვლისა და ყინულის ტექსტურა უფრო გარკვევით დავინახე, რაც იმის მაუწყებელი იყო, რომ 2-3 წამი მქონდა მიწაზე დახეთქებამდე. შიშმა მოიცვა მთელი ჩემი სხეული და შემდეგ სიბნელემ. მაშინ ჩემი ცოლი და 3 თვის შვილი გამახსენდა, საშინელი სევდა დამეუფლა და პარაშუტის გახსნა ვცადე ინსტიქტურად, აი დაახლოებით ისე, ბოლო მომენტში მანქანის მუხრუჭებს რომ დაარტყამ.
პარაშუტი ოდნავ გაიხსნა, შემდეგ კი მიწა სატვირთო მანქანასავით მთელი ძალით დამეჯახა ზურგის მხრიდან.
დარტყმამ რამდენიმე წამი უგონო მდგომარეობაში ჩამაგდო. როცა თვალები გავახილე ორი გრძნობის მოზღვავება ვიგრძენი, პირველი სიხარული იყო, გადარჩენის სიხარული, ხოლო მეორე კი შიში. დარწმუნებული ვიყავი ზურგი საშინლად დაზიანებული მექნებოდა, რადგანაც წარმოუდგენელ ტკივილს ვგრძნობდი. ეკიპაჟი საჭირო რაოდენობით გვყავდა წაყვანილი, მათ შორის სამთო გიდებიც და ჯალამბერიც, მაგრამ ვერტმფრენს გარკვეული დრო დასჭირდა უსაფრთხო ადგილის მოსაძებნად, სადაც დაჯდომას შესძლებდა, შემდგომ სანამ ჩემამდე მოაღწიეს.. მე კარგა გვარიანად ვიყავი თოვლში ჩაფლული, იმ მეორე სპორტსმენმა,ვინც ჩემთან ერთად დაეშვა, მშვიდობიანი ფრენა შეასრულა.

მე სულ გადავცივდი, ფილტვები სისხლით მევსებოდა და ვფიქრობდი, რომ სერიოზული შინაგანი სისხლდენა მქონდა. ვთქვი, ალბათ მალე მოვკვდებითქო და გულში ვაწყობდი ჩემი ოჯახისთვის სათქმელ უკანასკნელ სიტყვებს. შემდეგ ეკიპაჟიდან ერთი ავსტრიელი ბიჭი შევარჩიე, ვისაც ყველაზე კარგად ესმოდა ინგლისური. სწორედ მას უნდა გადაეცა ოჯახის წევრებისთვის ჩემი ბოლოსიტყვა.
ერთი საათი დაგვჭირდა ადგილობრივ საავადმყოფომდე მისასვლელად, მაგრამ იქ დიაგნოზი ვერ დამისვეს, შემდგომ 9 საათში ჩავედით მოსკოვში და აქ სკანირებამ დაადასტურა,რომ ხერხემალში მართლაც მქონდა მოტეხილობა, თუმცა ნერვები არ დამზიანებია.
ისევ ბრიტანეთში გადავფრინდი და მკურნალობა განვაგრძე. სპეციალური კორსეტი დამიმზადეს და რამდენიმე კვირაში წამოვდექი ფეხზე. 6 თვე გავიდა და საკმაო დრო მქონდა ჩემს პერსპექტივებზე საფიქრელად. ჩემი მეგობრები, თითქმის ყველანი პარაშუტისტები არიან და მთელი ჩემი ცხოვრება ამ ექსტრემალურ სპორტთანაა კავშირში. ჩემი ცოლიც პარაშუტით მხტომელია.
ერთი თვის შემდგომ, მგონი უკვე საკმარისად გამოვჯანმრთელდები და ხტომას შევძლებ კვლავ. ჩემს თავში ახლა კონფლიქტი მაქვს, თუ როგორ დავიცვა ბალანსი ოჯახის ყოლასა და ჩემს მისწრაფებაზე მიყოლას შორის.

კაცი,რომელიც მგლებთან ცხოვრობდა

როგორც ყველა ბავშვი, მეც მგლების მიმართ შიშით გავიზარდე, ეს მანამ გრძელდებოდა, სანამ ცოტა წამოვიზრდებოდი და ამ არსებებს ზოოპარკში ვნახავდი. ამ დროს კი სრულიად მოულოდნელად გავაანალიზე, რომ გალიაში გამომწყვდეული ეს ცხოველი ძალიან შორს იყო იმ მითიური არსებისაგან, რომელიც მე წიგნებში ან ფილმში მენახა.
ნორფოლკის ერთ პატარა სოფელში გავიზარდე, თავიდანვე დაინტერესებული ვიყავი ბუნებითა და გარეული ცხოველებით. ზრდასთან ერთად, გავაცნობიერე, რომ მათთან მუშაობა მინდოდა. 20 წლის ასაკში წავიკითხე ამერიკელ ბიოლოგზე, ლევი ჰოლტზე, რომელიც მგელთა კვლევის ცენტრში მუშაობდა და გავიფიქრე ეს სწორედ ისაა, რაც მე მინდამეთქი. გავყიდე ყველაფერი რაც მებადა და თვითმფრინავით სამგზავრო ფული ასე შევაგროვე. როცა სასურველ ადგილას აღმოვჩნდი ბიოლოგებმა შემასწავლეს ყველაფერი, რაც მესაჭიროებოდა. გავიგე,როგორ უნდა მეკონტროლებინა მგლები და შემეგროვებინა ინფორმაცია მათზე მათივე დახმარებით.
თუმცა ბიოლოგებიც და სხვა მეცნიერებიც თვლიდნენ,რომ ეს საკმაოდ სახიფათო საქმე გახლდათ. მაგრამ მე მალევე მოვინდომე უფრო ახლოს გავცნობოდი ჩემთვის ერთობ საინტერესო არსებებს, რათა მათს ქცევებს რეალურად დავკვირვებოდი. არ მასვენებდა ფიქრი : ,,შეეძლო კი ადამიანს გამხდარიყო მგლების ოჯახის წევრი?” თუ ამას შევძლებდი, მე ხომ წარმოუდგენლად დიდი მოცულობის ინფორმაციის შეგროვებას შევძლებდი.

ცენტრში 2 წლიანი მუშაობის შემდგომ კი ველურ ტყეში წავედი. როდესაც პირველად მგელთან ახლოს აღმოვჩნდი, ის დაახლოებით ჩემგან 30 მეტრში იდგა, მთელი შიში რაც აქამდე მქონდა, მყისვე პატივისცემაში გადამეზარდა. დავსახლდი მათ ბუნაგთან ახლოს, ერთ მშვენიერ დღეს კი ერთი ჯგუფი ჩემს მიმართ ნდობით განიმსჭვალა. დღე და ღამ მათთან ვიყავი, იმათმაც ჩამთვალეს ალბათ რიგით წევრად. ვჭამდი იმას, რასაც ისინი მიირთმევდნენ, უმეტესად ირმის ან დომბას უმ ხორცს, ასევე ხილსა და კენკრას. არასოდეს გავმხდარვარ ავად და ჩემმა ორგანიზმმა ადვილად შეითვისა ახალი ,,დიეტა”. ახლანდელი გადმოსახედიდან ადვილია მივიხედო უკან და ვთქვა, რა საზიზღრობას ვჭამდითქო, მაგრამ როცა მთელი კვირის განმავლობაში მშიერი ხარ, დამიჯერეთ ის საჭმელი ძალიან მადისაღმძვრელია.

ნადირობა არ შემეძლო, მაგრამ ხროვაში მაინს სასარგებლო ვიყავი, სანამ უფროსები სანადიროდ იყვნენ წასულები, მე უმცროს მგლებთან ვრჩებოდი, თან თვალს ვადევნებდი მათ ქცევებს, თან ყურადღებას ვაქცევდი რაიმე საფრთხე ხომ არ ემუქრებოდათ.
ასე გავატარე 1 წელი, ამ დროის განმავლობაში ადამიანებთან კონტაქტი არ მქონია.

როცა ძველ ცხოვრებას ვიხსენებ, არ ვიცი მაშინ ეს როგორ გავბედე, არ ვიცოდი რას გავაკეთებდი, როგორ მივაწვდენდი ხმას ადამიანებს, თუკი საფრთხეში აღმოვჩნდებოდი. ყველაზე მეტად კი ორჯერ შემეშინდა. ერთხელ როცა ნადავლის ჭამისას შეცდომით ხორცის სხვა ნაწილი ავიღე. მგლებს იერარქიის მიხედვით განაწილებული აქვთ, ვინ რა ნაწილი უნდა ჭამოს, მე კი ეს წესი დავარღვიე და ერთ-ერთი მათგანი მყისვე გადმოხტა ჩემსკენ, მთელი ჩემი სახე თავის პირში მოაქცია და ხმამაღლა ღრენა დაიწყო. მე მაშინ მივხვდი თუ რამდენად დაუცველი ვიყავი და აქამდე როგორ თავშეკავებულად იქცეოდნენ ისინი ჩემს მიმართ.

მეორედ კი, ნაკადულზე წყლის დასალევად ვიყავი, როცა ერთი მგელი გადმომიხტა და საშინლად მეღრინებოდა, მაშინ ვიფიქრე, მორჩა, ჩემი უკანასკნელი დღე დადგა-მეთქი, ერთი საათის შემდგომ ის დაწყნარდა, სახე ამილოკა და ერთად ჩავედით წყლის დასალევად. ნაკადულთან დათვების ნაკვალევი ვნახე და მივხვდი,რომ მეგობარმა მგელმა თავისი საქციელით დამიცვა და ქვევით არ ჩამიშვა, სადაც უცხო ცხოველები იყვნენ.

საბოლოოდ მე დავტოვე ისინი, დავბრუნდი საზოგადოებაში, რადგანაც წონა საკმაოდ დავკარგე და იმდენად ღონემიხდილი და გამხდარი ვიყავი, რომ მივხვდი სიცოცხლეს ძალიან შევიმოკლებდი, თუკი ასეთ გარემოში გავაგრძელებდი ცხოვრებას. როცა დავბრუნდი, ხალხისთვის ეს შოკისმომგვრელი მოვლენა აღმოჩნდა, მაგრამ ვიცი,რომ ის ცოდნა, რაც შევიძინე, ძალიან დამეხმარება. ახლა ერთ-ერთ ცენტრში ვმუშაობ, რომელიც ველურ და დატყვევებულ მგლებს ეხმარება. მინდა ადამიანებს გავაგებინო, რომ მგლები გაწონასწორებული და საიმედო არსებები არიან.

ვიდეოს სანახავად დააკლიკეთ ცენტრში

…………………………………………………………………………………………………………………..

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close