TECH & მეცნიერებაგართობა

ქაღალდის წითელი სამაგრი=სახლი

74a7aaf76598

როგორ უნდა გადავცვალოთ ერთი წითელი ქაღალდის სამაგრი სახლში?  ამ სტატიაში შეიტყობთ თუ როგორ უნდა გააკეთოთ ეს მხოლოდ 14 ბარტერის მეშვეობით.

ვებსაიტი “ქაღალდის წითელი სამაგრი” (One Red Paperclip) კანადელმა ბლოგერმა კაილ მაკდონალდმა შექმნა, რომელმაც ერთადერთი წითელი ქაღალდის სამაგრის სახლში გადაცვლა შეძლო. მაკდონალდი შთააგონა თამაშმა „უფრო დიდი, უკეთესი“.
ბლოგმა მრავალი ადამიანი დააინტერესა. კაილი ამბობს: „ბევრი მეკითხება, როგორ მოვიპოვე ამდენი ყურადღება ამ უბრალო პროექტის მიმართ, ჩემი უბრალო პასუხი კი არის: წარმოდგენა არ მაქვს.“

კაილ მაკდონალდის ბარტერების სერია:

  1.  2005 წლის 14 ივლისს კაილი წავიდა ვანკუვერში და მისი წითელი ფურცლის სამაგრი თევზის ფორმის კალამში გადაცვალა.
    9232eeb08d177366e3162c7e
  2. ამავე დღეს მან ეს კალამი გადაცვალა კარის სახელურში, რომელსაც “Knob-T” უწოდა.e11cb87b1e01
  3. 2005 წლის 25 ივლისს, მაკდონალდმა იმოგზაურა მასაჩუსეტსში მეგობართან ერთად, იმისათვის რომ კარის სახელური „Knob-T” პორტატულ, საწვავით სავსე გაზქურაში გადაეცვალა.
  4. e5493228871d
  5. 2005 წლის 24 სექტემბერს ის წავიდა კალიფორნიაში და ქურა ჰონდას ფირმის გენერატორში გადაცვალა.b1ae8b37fb51
  6. 2005 წლის 16 ნოემბერს მან გენერატორი გადაცვალა ე.წ „instant party”-ზე, რომელიც წარმოადგენდა ცარიელ სათავსოს ცივი ლუდისათვის და ნეონის სანათი ნიშანი „Budweiser”-ის ფირმის ლუდისათვის.072d6b3f227a
  7. 2005 წელს გადაუცვალა ლუდის სათავსო  აეროლში ცნობილ კომიკოსს მიშელ ბარატეს.bf62adb4a3f2
  8. აეროლი გადაცვალა 2-კაციან მოგზაურობაზე იეკში, ბრიტანეთში.
  9. 931ba40f375e
  10. 2-კაციანი მოგზაურობა-სატვირთო მანქანაში.
  11. 30a22b00f01c
  12. სატვირთო მანქანა მისცა ხმის ჩამწერ სტუდია „ Metalworks”-ს კონტრაქტის სანაცვლოდ.
  13.  2006 წელს კაილმა მისცა კონტრაქტი მომღერალ ჯოდი გრანტს, ერთი წლის ქირის სანაცვლოდ ფენიქსში.
  14.  ფენიქსში დარჩენის სანაცვლოდ, კაილმა ეს სახლი მისცა მომღერალ ელის კუპერს, მასთან საღამოს გასატარებლად და მის კონცერტზე დასასწრებად. სადაც მაკდონალდმა სცენაზე ელის კუპერს დააჭერინა გიგანტური, წითელი ქაღალდის სამაგრი.

12. კაილმა საღამო ელის კუპერთან გადაცვალა  “snow globe”-ში წარწერითKISS , რომელიც იყო მუსიკალური და თან ანათებდა.

edc223b1b178

13. მუსიკალური სფერო გადაუცვალა კორბინ ბერნსენ-ს ერთი როლისათვის კინოში.

872655fa6937

14. როლით ნაშოვნი ფულით, მაკდონალდმა იყიდა სახლი მეინ-სტრიტზე, სახლის ყიდვისას მას ახლდა უამრავი გულშემატკივარი.

cb9669ea10c4

ესეც იმ ერთ-ერთი ბედნიერი ადამიანის ისტორიაა, რომელსაც ნამდვილად გაუმართლა და ამავე დროს დიდი მოგებაც ნახა.

მსგავსი ამბები

Back to top button