ვიდეოებისაკითხავისასარგებლო

G-Power ურაგანი RR

43e275e6cce6

2008 წლის მსგავსად გთავაზობთ კიდევ ახალ რეკორდებს G-Power ისგან. ამჯერად გთავაზობთ მის RR ვერსიას. ტუნინგ ატელიე რომელიც სტატისტიკის მიხედვით ყველაზე სასურველ ტუნინგად ითვლება მსოფლიოს მაშტაბით. ასევე ეს კომპანია გახლავთ ბრაბუსის კონკურენტი კი არადა ბრაბუს უნდა იყოს ამის კონკურენტი. აქ ჩვენ საუბარი გვექნება ჩარჯერებზე, კომპრესორებზე. მის ცხენის ძალებზე და ყველა იმ საინტერესო დეტალზე რას საჭიროა რომ ვიცოდეთ ამ მანქანის შესახებ. გელოდებით ყველას. გთხოვთ ბოლომდე წაიკითხოთ, ვისაც გაინტერესებთ. ვისაც არ გაინტერესებთ, საერთოდ ნუ წაიკითხავთ, და უაზრო კომენტარს ნუ გააკეთებთ.

bd340e4f3304

G-Power Hurricane RR: წინა ვერსისგან განსხვავებით რომელიც იყო Hurricane RS ვერსია ამჟერად RR გააჩნია უფრო დიდი სუპერჩარჯერები. რა საკვირველია მისი ძრავი გალხავთ მსგავსად სტოკი M5 ისა V ტიპის 10 ცილინდრიანი. ასევე ამ ვერსიაში შეცვლილია პორშინებიც და აყენია MAHLE უმაღლესი ხარისხის პორშინები რომლებიც გახლავთ კოვანი პორშინები, ანუ გამომწვარი პორშინები, რომლის წნეხვაც შემცირებულია და გაუმჯობესებულია მისი მექანიკური სიმყარე. აყენია რკინის ეგრედ წოდებული გალოვკის პრაკლადკა, ეს იმისთვისა საჭირო რომ ძრავში იქმნება უდიდესი წნევა რის შედეგადაც ჩვეულებრივი პრაკლადკა ვერ უძლებს და აპარებს. ხოლო რკინის პრაკლადკა ამ პრობლემას აგვარებს. ეს ძრავი ჯამში 800 HP ეს ანუ ცხენის ძალას 7500 იდან 8000 ბრუნვის მომენტზე. და რა საკვირველია 800 ნიუტონზე.

8b26cd847f5f

RR ვერსია აჩქარებას 0 დან 100 მდე ცოტა მეტ დროს ანდომებს – 4.2 წამი. თუმცა შემდეგ 0 დან 200 მდე ეს ავტომობილი აჩქარებას (აქსელერაციას) ახდენს: 10.9. მისი მაქსიმალური სიჩქარე კი გახლავთ 372.1 კილომეტრი საათში რაც მთელი 21 კილომეტრი საათით მეტია ვიდრე ბრაბუსი. 372 კილომეტრი საათში ამ მანქანის გარდა ჯერ ჯერობით მსოფლიოში არცერთ სედანს არ განუვითარებია. მაშასადამე ეს გახლავთ მსოფლიოს ყველაზე სწრაფი სედანი. ანუ 4 კარიანი ავტომობილი. ასევე იმუშავეს აერო დინამიკაზეც. მისი წინა მორბედი გამოიმუშავებდა 730 HP ეს ხოლო ეს 800 შესაბამისად საჭირო გახდა უკეთესი აერო დინამიკა ამის მისაღწევად დამატებულია უკანა სპოილერი, მანქანის გვერდითა კარის ქვედა კანტები. და ბამპერების ქვედა სპოილერები. კაპოტი, ჭერი, და საბარგული კარბონის გახლავთ რაც ხელს უწყობს წონის კლებას. მანქანაზე აყენია 20 დიუმიანი სილვერსტოუნის დისკები.

38134cbc3666

სალონმაც განიცადა რეკონსტრუქცია და მიიღო ახალი კარბონის პანელები. კარებებზე, დაშბორდზე, და ასე შემდეგ რაც კიდევ წონის კლება. ავტომობილის რული შეკერილია სპეციალურად ამ მანქანისთვის შეკვეთით რომელიც დაამზადა Kjerba Nappa – ამ. ვიზუალურადაც არის ცვლილებები მანქანას დაყვება ორი ზოლი, და გვერდებზე მანქანის კარებებზე ამოტვიფრულია სახელწოდება ეს იმისთვისა საჭირო რომ ვინმეს არ აერიოს RS ვერსიაში. მისმა წინა მორბედმა HURRICANE RS ვერსიამ 367 კილომეტრ საათი განავითარა. მისი ძრავიც არის V10 მაგრამ გამოიმუშავებს 730 ცხენის ძალას მსგავსად ბრაბუსისა. ბრაბუსის ძრავი არის V12 BI TURBO 730 ცხენით მთელი 2 ცილინდრით დიდია მაგრამ ვერ მიახწიეს 730 მეტს. მისი მაქსიმალური სიჩქარეა 350 კილომეტრი საათში, მთელი 17 კილომეტრ საათით ნაკლები ვიდრე G-Power. ფაქტები თვითონ საუბრობენ ჩემი კომენტარი აღარა საჭირო. როცა დადგა ახალი HURRICANE RR გამოცდის დრო მანქანაზე შეიცვალა დისკები და დაყენდა 19 დიუმიანები მიშელინის ახალი საბურავებით. მანქანა გადაეცათ ტესტ მძღოლებს და იღებდა ყველანაირი კამერა. რათა არ ყოფილიყო რაიმე გაუგებრობა. მანქანამ საბოლოდ აჩვენა 372.1 კილომეტრი საათში. მის სუპერ ჩარჯერებს ან თუნდან ბი კომპრესორებს თუ გსურთ ესე დაუძახეთ დაარქვეს სახელები: ASA T1-313 და ASA T1-316. ორივე მათგანი მუშაობს ღვედის დახმარებით და თითოეულ ცილინდრს აწვდის 25 პროცენტით მეტ ჰაერს.

655f4d943612

თქვენ შეგიძლიათ ნასტროიკის საშუალებით მისი სიმძლავრე გახადოთ 900 ცხენის ძალა თუმცა, შესაბამის სიმძლავრეზე G-Power არ იძლევა არანაირ გარანტიას. თქვენ დაინახავთ ფორთოხლის ფერს ძრავზე ესენი გახლავთ ალუმინის შეცვლილი შემშვები კოლექტორები. რომლებიც დაკავშირებულია ვოზდუხა მერებთან. მისი საშვალებით ავტომობილი იღებს მაქსიმუმ ბრუნვის მომენტს. და ავტომობილს ხდის უფრო სწრაფს და მობილურს. სპეციალური სენსორების საშვალებით ძრავი უმალვე ახდენს რეაგირებას მიწოდებულ ჰაერზე და გმაოიმუშავებს მეტ ბრუნვის მომენტს. ავტომობილიის თითო ცილინდრზე განთავსებულია 4 სარქველი (კლაპანი) რაც კიდევ ერთი პლიუსია ბრაბუსთან შედარებით ბრაბუს 3 გააჩნია. ასევე ამ მოდელზე აყენია შესაბამისად პორშინებისა MAHLE კოლცოები რადგანაც ჩვეულებრივი ძალით კოლცოები ამხელა დატვირთვას ვერ უძლებს. მისი ყველაზე მთავარი რეკორდი შემოვინახე ბოლოსთვის: 0 იდან 300 მდე აჩქარებას ახდენს 25,8 წამში. ასეთ შედეგს ბევრი სუპერქარი ვერ აჩვენებს, სედანზე ხომ საუბარი ზედმეტია.

bde236a6210e

მსგავსი მოდიფიკაცია შესაძლებელია ნებისმიერ ახალი თაობის M5 ებზე და რა საკვირველია M6 ებზე. მისი კოლოფი გახლავთ 7 იჩქარიანი SMG. საბურავები შესაძლებელია იყოს: 255/35 ZR 19 წინები ხოლო უკანები 305/30 ZR 19. ეს საბურავები არის საჭირო იმისთვის რომ განავითაროთ 372 კილომეტრ საათი ხოლო ისე მოყვება 20 დიუმიანი დისკები. წინები: 245/35 ZR 20 უკანები: 285/30 ZR 20. ასევე აღსანიშნავია მისი სამუხრუჭე სისტემა რომელიც უახლოესი ტექნოლოგიებითა შექმნილი და არის რეგულირებადი. ანუ თქვენ შეგიძლიათ დაარეგულიროთ აბს ის ეფექტურობა მაგალითად ქალაქში ჩვენ აუცილებლად გვჭირდება აბს სისტემა რომელიც შეგვიძლია მაქსიმალურად უსაფრთხოდ ვამუშაოთ, მაგალითათ ტრეკზე ჩვენ არ გვინდა აბს გვჭირდება მხოლოდ მცირე ზომით რათა არ მოგვაცუროს ჩვეულებრივმა მუხრუჭმა შეგვიძლია ესეც დავარეგულიროთ. ასევე მანქანაზე აყენია G-Power ის სპორტული დაკიდება რომლებიც მოიცავს როგორც ზამბარებს ასევე ამორტიზატორებს. რომლებიც ასევე რეგულირებადია. ამჟამად გმაოვიდა მისი უნივერსალ ვერსიაც ანუ ფურგუნი ვერსიაც. სულ ეს იყო დიდი მადლობა ყურადღებისათვის.

7cedd3e9cfee

მსგავსი ამბები

Back to top button