გასართობისაკითხავი

ფაქტები (ნაწილი 2)

საინტერესო ფაქტები, მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

***
რომის იმპერატორი კალიგულა და მსახიობი აპელესი იუპიტერის ქანდაკებასთან იდგნენ. კალიგულამ ჰკითხა აპელესს: “ვინ უფრო მაღალია, მე თუ ღმერთი?” წამიერი დაფიქრების შემდეგ მსახიობმა უპასუხა: “რა თქმა უნდა, თქვენ, იმპერატორო!” კალიგულამ აპელესისათვის თავის მოკვეთა ბრძანა და იცით, რატომ?.. წამიერი ჩაფიქრებისათვის.

***
ლუდოვიკო XI-მ კარის ასტროლოგის სიკვდილით დასჯა გადაწყვიტა, რადგან მისი წინასწარმეტყველება ახდა და მეფის ფავორიტი ქალი მოწამლეს. მან ასტროლოგი და ჯალათი ერთდროულად გამოიძახა, უკანასკნელ წუთს კი ასტროლოგს ირონიულად ჰკითხა: – ყველას ბედს რომ წინასწარმეტყველებ, თვითონ რამდენი ხნის სიცოცხლე დაგრჩაო. ასტროლოგმა უპასუხა: მე თქვენზე სამი დღით ადრე მოვკვდებიო, რამაც ის სიკვდილს გადაარჩინა.

***
შუა საუკუნეებში ჩინეთში ჩასულ უცხოელს ადგილობრივი ოსტატები შესაშური სიზუსტით ხატავდნენ უფასოდ. ამ სამუშაოს შესრულებისათვის ხელისუფლება იხდიდა ფულს იმ მიზნით, რომ საჭიროების შემთხვევაში ადვილად ეპოვათ ყველა უცხოელი.

***
სადილის დროს, საფრანგეთის მეფე ლუდოვიკო XIV მიირთმევდა: ოთხ თეფშ სუპს, მთლიან ხოხობს, მწყერს, სალათს, ლორის ორ ნაჭერს, ნიორში დამზადებულ ცხვრის ხორცს, ფუნთუშას, ხილს და მოხარსულ კვერცხს. სიკვდილის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მეფე ლუდოვიკოს ორჯერ უფრო დიდი კუჭი ქონდა ვიდრე ჩვეულებრივ ადამიანს.

***
ნაციზმის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი იოზეფ გებელსი ოთხი წლის ასაკში პოლიომიელიტით დაავადდა და ოპერაციის შედეგად ცალი ფეხი 10სმ-ით დაუმოკლდა, თუმცა თავად გებელსი ყველგან, განსაკუთრებით კი ქალთა გარემოცვაში, ამტკიცებდა, ფეხი ფრონტზე მიღებული ჭრილობის გამო დამისახიჩრდაო.

***
გინესის წიგნის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე დიდი ბილიარდი 9მ სიგრძისაა, რომლის ბურთებიც 2,7 კგ-ს იწონის. საზრიანმა სტივმა საცურაო აუზი ბილიარდის მაგიდად გადააკეთა, რასაც 5 მანქანა ხრეში დასჭირდა. იგი პროპორციებით ზუსტად შეესაბამება ბილიარდის კლასიკურ მაგიდას, ოღონდ მასზე 4-ჯერ დიდია. “ბილიარდის” ბურთებს კი სპეციალური ჯოხის, კიის ნაცვლად, ხელით აგორებენ.

***
გადარჩენის რეკორდი დაამყარა იუგოსლაველმა სტიუარდესამ ვესნე ვულოჩმა, რომელიც 1972 წელს გადმოხტა აფეთქების პირას მყოფ თვითმფრინავიდან, მან იფრინა 9900 მეტრი რის შემდეგაც ის ჩავარდა თოვლში და გადარჩა.

***
1963 წლის ივნისს ბრიტანლემა ტენისისტმა მიხაელ სანგსტერმა, ჩააწოდა ბურთი 247 კმ/სთ სიჩქარით, ეს ჩაწოდება ითვლება ყველაზე სწრაფ და ძლიერ დარტყმად დაფიქსირებულთა შორის.

***
იოსებ სტალინს მარცხენა ხელი დაზიანებული ჰქონდა. მიუხედავად იმისა რომ სტალინს საინტერესო და ყველასათვის ნაცნობი იმიჯი ჰქონდა შექმნილი,ის ჩიბუხს მხოლოდ კონფერენციებზე და ხალხის წინაშე ეწეოდა. ყოველდღიურად ის უბრალო სიგარეტის მომხმარებელი იყო.

***
კონგრესის ბიბლიოთეკის სრული სიგრძე 526 კმ-ია. ყოველდღიურად ბიბლიოთეკაში ბარდება 22.000 წიგნი და ჟურნალი, აქედან რჩეული 10.000 კოლექციაში ინახება. ამჟამად კონგრესის ბიბლიოთეკაში 33.000.000 წიგნი, 3.000.000 აუდიოჩანაწერი, 12.500.000 ფოტოსურათი, 5.300.000 რუქა, 6.000.000 ნოტების ჟურნალი და 6.000.000 ხელნაწერი ინახება.

***
ლუი XIV მეფობის დროს ვერსალში კარზე დაკაკუნება აკრძალული იყო, ამის მაგივრად კართან მდგომი მარცხენა ხელის ცერა თითით პხაჭნიდა კარებს, ამის გამო მოახლეებს უფლება ჰქონდათ მოეზარდათ ცერა თითის ფრჩხილი.

***
ბრეკეტები პირველად გამოყენა ფრანგმა ექიმმა პიერ ფაიჩარდმა 1728 წელს. ბრეკეტი შედგებოდა რკინის თხელი ფირფიტისგან,რომელიც მაგრდებოდა კბილებზე სინის მეშვეობით.

***
პირველი ევროპელი ქალი, რომელიც მოიხმარდა თამბაქოს იყო კატარინა მედიჩი.ის თუთუნს არ ეწეოდა არამედ ისუნთქვდა მას ცხვირში.

***
პირველი ნაწარმოები რომელიც დაიბეჭდა საწრი მანქანით იყო: “ტომ სოიერის თავგადასავალი”. ამისათვის მარკ ტვენმა 1875 წელს გამოიყენა საწერი მანქანა Remington, თუმცა მას არ განუზოგადებია ის ფაქტი, რომ გამოიყენა აპარატი.

წყარო: kvirispalitra.ge

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Linebet
Close
Close