უცნაური

მერსედეს-ბენც კლუბი საქართველო

24926d1ed238

“მერსედეს-ბენც კლუბ საქართველო” ინფორმაცია გაგრძელებაში

კლუბი ოფიციალურად დაფუძნდა 2009 წლის დეკემბერში. მისი იურიდიული ფორმა არის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, ანუ ის არ არის დაფუძნებული როგორც მოგებაზე ორიენტირებული იურიდიული პირი. კლუბი დარეგისტრირებულია საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.
კლუბის მიზანია მოახდინოს მერსედეს-ბენცის (MERCEDES-BENZ), როგორც მსოფლიოში ცნობილი ბრენდის პოპულარიზაცია საქართველოში.

დასახული მიზნის მისაღწევად კლუბი:
1. აწყობს (MERCEDES-BENZ)-ის ბრენდთან დაკავშირებული სხვადასახვა სახის ღონისძიებებს;
2. კლუბის წევრებს და სხვა დაინტერესებულ პირებს უწევს საინფორმაციო და შეძლებისდაგვარად ტექნიკური სახის დახმარებას;
3. უზრუნველყოფს მხოლოდ კლუბის წევრებისთვის (MERCEDES-BENZ)-ის აქსესუარებზე ხელმისაწვდომობას;
4. კლუბის წევრის მიერ ავტომობილის შეძენისას ეხმარება მას ავტომობილის ტექნიკურ დათვალიერებაში და უწევს სათანადო კონსულტაციას;
5. ახდენს (MERCEDES-BENZ)-ის ბრენდის იმიჯის დაცვას;
6. გამოცდილების და ინფორმაციის გაზიარების მიზნით ამყარებს სხვადასხვა ქვეყნის მსგავსი ხასიათის კლუბებთან კონტაქტებს.
აგრეთვე დასახული მიზნის მისაღწევად კლუბი ახორციელებს ნებისმიერი სხვა საქმიანობას, რაც არ არის აკრძალული კანონით.

6dbc31c04ce6

კლუბის წევრობა და წევრად მიღების წესი

კლუბის წევრი შეიძლება გახდეს ნებისმიერი პირი, რომელიც იზიარებს კლუბის მიზნებს და მონაწილეობას მიიღებს მის საქმიანობაში.
კლუბის წევრად მიღების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კლუბის გამგეობა. კლუბში გაწევრიანების მსურველი განცხადებით მიმართავს გამგეობას. გამგეობა, მსურველის კლუბის წევრად მიღების შესახებ, გადაწყვეტილებას იღებს განცხადების მიღებიდან ერთი თვის განმავლობაში რის შემდეგად მსურველი ხდება კანდიდატი. კანდიდატის კლუბში ადაპტაციის შემდგომ (შეკრებებზე სიარული საწევროს გადახდა ) იგი ხდება სრულუფლებიანი კლუბის წევრი და ისარგებლებს ყველა უფლებითა და პრივილეგიით. კლუბის წევრად პირის მიღების შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს კლუბის წევრთა საერთო კრებამაც.

კლუბის წევრს უფლება აქვს:
ა) მონაწილეობა მიიღოს კლუბის საქმიანობასა და საერთო კრების მუშაობაში;
ბ) აირჩიოს და არჩეულ იქნეს კლუბის ხელმძღვანელ ორგანოებში;
გ) კვალიფიკაციისა და შესაძლებლობების შესაბამისად მონაწილეობდეს კლუბის პროგრამებსა და პროექტებში, მათ შემუშავებასა და განხილვაში;
დ) მიიღოს კლუბში არსებული ყოველგვარი ინფორმაცია და ასევე ინფორმაცია კლუბის ხელმძღვანელი ორგანოებისაგან მათი საქმიანობის შესახებ;
ე) ისარგებლოს კლუბის საკუთრებაში არსებული ინფორმაციით და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით;
ვ) თავისი სურვილით გავიდეს კლუბიდან;
ზ) ისარგებლოს კლუბის ემბლემით.

გაწევრიანების შემდეგ

1. გაიცნობ შენი ფავორიტი ავტომარკის მოყვარულთა ფართო საზოგადოებას.
2. კლუბის შეკრებებზე ხდება ავტოსამყაროს სიახლეების და ინფორმაციის ცვლა წევრთა შორის.
3. კლუბის წევრთა შორის თეორიული და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება.
4. მიიღებ მონაწილეობას კლუბის ეგიდით ჩატარებულ ღონისძიებებში და შეჯიბრებში უფასოდ/ფასდაკლებით.
5. გექნება კლუბის წევრისთვის საჭირო ატრიბუტიკა. (მოწმობა,მაისური,სამანქანო სტიკერი და ა.შ.)
6. კლუბის წევრად გახდომის შემდეგ, წევრი იწყებს სარგებლობას ყველა იმ ფასდაკლებით და პრივილეგიებით რომელიც გააჩნია ამ ეტაპზე კლუბს თავის პარტნიორებთან.

f4208d73ec49
c20d07f2710a

http://www.youtube.com/watch?v=DdBn3iCLGKE

http://www.youtube.com/watch?v=F4jCNZVYses

პ.ს. იმედი მაქვს პოსტს პროტესტი არ მოჰყვება რადგან და ვინაიდან სტატია დაწერილია იმ მიზნით,რომ გაგაცნოთ კლუბი და არ გვეგონოს ჩვენი ქვეყანა ჩამორჩენილი ავტოკლუბების მხრივ :)

მსგავსი ამბები

Back to top button