არქივი

სერიული მკვლელები. ჯერალდ სტანო (+16)

07181e4a46cf

სერიული მკვლელები, ნაწილი IV

წინა ნაწილები: ანდრეი ჩიკატილო, ჯონ გეისი, ანატოლი სლივკო.

ამერიკული კრიმინალისტიკური სტატისტიკის თანახმად, სერიული მკვლელების 16% იზრდება ბავშვთა სახლებში ან არიან გაშვილებულნი და არ იცნობენ ბიოლოგიურ მშობლებს. იგივე სტატისტიკის თანახმად, ყველაზე სისხლიან სერიულ მკვლელთა 68%-ი ბავშვობის ასაკიდან იტანჯება შარდშეუკავებლობით. ამის ცოცხალი მაგალითი არის 1951 წლის 12 სექტემბერს ნიუ იორკის შტატში დაბადებული ჯერალდ სტანო. იგი ბიოლოგიურმა დედამ მიატოვა და იზრდებოდა ბავშვთა სახლში პოლის სახელით, სანამ ჩეტა სტანომ არ იშვილა. გავრცელებული აზრით სტანოს დედა იყო 14 წლის მოზარდი რომელიც მოძალადის მსხვერპლი გახდა. მშობლებმა გადაწყვიტეს რომ უკეთესი იქნებოდა თუ ჯერალდს საერთო არაფერი ექნებოდა მის მწარე წარსულთან და ამიტომ მას შეუცვალეს სახელი და დაარქვეს ჯერალდი. ჯერალდი იშვილა შეძლებულმა ოჯახმა, რის გამოც იგი მიეჩვია რომ არაფერზე უარს არ ეუბნებოდნენ.

 

მიუხედავად წარმატებული ფინანსური მდგომარეობისა სტანოს ქონდა პრობლემები. მას უძნელდებოდა სწავლა რის გამოც სამჯერ ჩარჩა კლასში. მამის საფულის და რეპეტიტორების დახმარებით ბოლოს და ბოლოს იღებს სტანო ატესტატს. სწავლის გარდა კოლეჯში “სუსტ ბავშვს” არ აქვს წარმატება არც სპორტში, რის გამოც მას ხშირად დასცინიან. მაგრამ ეს სტანოსთვის არაა პრობლემა, ერთხელ სტანომ მამის ფულით მოისყიდა კოლეჯის ჩემპიონატში მონაწილე 10 მონაწილე, რის დახმარებითაც ფინიშამდე პირველი მივიდა და გაიმარჯვა კიდეც. თანატოლებს არ მოწონთ სათვალიანი თანაკლასელი რომელსაც შეიძლება დაფასთან დგომის დროს შარვალში გაეპაროს.

სკოლის დამთავრების შემდეგ მშობლები აიძულებენ სტანოს ფული თვითონ გამოიმუშაოს. სტანო ემშვიდეობება “მამის სქელ საფულეს”. და სწორედ ამ დროს აშკარა ხდება რომ დეფექტურად განვითარებულ სტანოს სრულიად არ იზიდავს ქალები.

75221e13a1e5

1980 წლის 17 თებერვალს ორმა გეიმ, გადაწყვიტა აეროპოტრ დაიტონ-ბიჩის მახლობლად მდებარე ბუჩქებში სექსით დაკავებულიყვნენ, სადაც მათ აღმოაჩინეს ახალგაზრდა გოგონას გვამი. გამომძებიელი, რომელიც შეყვარებულმა წყვილმა გამოიძახა, მიდის დასკვნამდე: მკვლელი რომელმაც 20 წლის მერი კეროლ მაიერ ტანსაცმელი გახადა, სიბრაზისგან საკუთარ თავს ვერ აკონტროლებდა. ახალგაზრდა გოგონას მოკვლის შემდეგ, მკვლელმა მას დანით 30-ზე მეტი ჭრილობა მიაყენა. და თვითონ სხეული დანაწევრების მეთოდიც მიუთითებს რომ, მკვლელი არ ცდილობდა კვალის დაფარვას. ხოლო სხეულის დანაწევრების დროს მკვლელი იყო აფექტის მდგომარეობაში.

იმ დროს როდესაც პოლიცია ამუშავებდა სხვადასხვა ვერსიებს მკვლელობასთან დაკავშირებით, 25 მარტს პოლიციის განყოფილებას მიმართა ახალგაზრდა მეძავმა. მსხვერპლმა პოლიციას უამბო რომ ტრასაზე იგი გაყვა ერთი შეხედვით ნორმალურ, ახალგაზრდა კაცს რომელშიც ჩასახლებული იყო ეშმაკი. მოტელში მისვლის შემდეგ მეძავმა უარი უთხრა სტანოს “სურვილის” შესრულებაზე. რომელიც შემდეგნაირი იყო: მეძავი უნდა დაკავებულიყო ორალური სექსით კლიენტთან და იმავდროულად თავი უნდა ქონოდა ჩადებული უნიტაზში. უარის გაგონებისთანავე სტანომ სპორტული ჩანთიდან ამოიღო სამზარეულოს დანა და დაიწყო მსხვერპლის დასერვა. სასწაულით შეძლო მეძავმა ნომრიდან გამოქცევა და პოლიციის განყოფილებაში მისვლა. სადაც მას დაადეს 27 ნაკერი ზურგზე და გულმკერდის არეში. მეძავმა დაიმახსოვრა არა მხოლოდ მოძალადის მანქანის მარკა, არამედ ნომლერიც. ეს კი სრულიად საკმარისი იყო რომ 1980 წლის 27 მარტს სტანო გამხდარიყო ეჭვმიტანილი.

76fb0df5c436

მკვლელს არ გაუმართლა იმაში რომ, იგი დაკითხა პოლ კროუიმ. პროფესიონალი რომელიც არა მხოლოდ ფლობდა თავის საქმეს არამედ საკმაოდ კარგად ერკვეოდა ფსიქოლოგიაში. უკვე მეორე დაკითხვაზე პოლმა შეისწავლა სტანოს რეაქციები დასმულ კითხვებზე პასუხისას. როდესაც იგი ამბობდა სიმართლეს ყოველთვის წევდა თავს წინ ადამიანისკენ ვინც კითხვას უსვამდა. ხოლო როგორც კი იწყებდა მოტყუებას მაშინვე ეყრდნობოდა სკამის ზურგს.

უკვე პირველ აპრილს სტანო იწყებს თანამშრომლობას გამოძიებასთან და ყველასგან გასაკვირად ის არამარტო აღიარებს ძალადობის ფაქტს არამედ ათობით მკვლელობას. სტანომ პოლიციას აჩვენა ადგილები სად კლავდა მსხვერპლებს ხოლო შემდეგ ანაკუწებდა და თავიდან იშორებდა გვამებს. სიკვდილით დასჯამდე იგი საკანში იჯდა ტედ ბანთან ერთად.

სტანოს მსხვერპლები ხდებოდნენ მეძავები, მიზეზი კი იყო ის რომ ისინი არ თანხმდებოდნენ შეესრულებინათ მისი სურვილები. რასაც სტანო მდგომარეობიდან გამოყავდა და იწყებდა სისხლიან მკვლელობებს.

f67acf86f319

სასამართლო დიდი ხანი გრძელდებოდა და საბოლოოდ, 12 სექტემბერს თავისავე დაბადების დღეზე გამოუტანეს განაჩენი: სიკვდილით დასჯა ელექტრო სკამზე. სასჯელის აღსრულებაც საკმაოდ გაიწელა. გუბერნატორმა სიკვდილით დასჯის დღე ექვსჯერ დანიშნა და ექვსჯერვე გადადო. ამ ყველაფრის ახსნა შეიძლება იმით რომ, როდესაც ფლორიდაში სიკვდილით სჯიდნენ პედრო მედინეს, მოხდა შეცდომა რის გამოც პედრო ცოცხლად დაიწვა ელექტრო სკამზე. საბოლოოდ 1998 წლის 23 მარტს სტანო სიკვდილით დასაჯეს 41 ადამიანის მკვლელობისათვის.

fbdd4f958a01

b619f4fe0ad4

0c435aa0195f

968747980fc8

5d20ff8ee3bd

 

Iuri Sabauri | შექმენი შენი ემბლემა
100000998642158.1456.1892645782

 

მსგავსი ამბები

Back to top button