გართობაკულტურა

BRABUS E V12 Black Baron

e19aff6f6825

ავტომობილი რომელსაც ეხლა თქვენ უყურებთ ზოგისთვის შედარების საგანი ზოგისთვის კი უბრალოდ ოცნების ავტომობილი და შავი ფერის მონსტრია. ავტომობილი შექმნილია Mercedes E-Class W 212-ის ბაზაზე და მას Brabus E V12 იგივე Black Baron ჰქვია. ავტომობილს გააჩნია 6,3 ლიტრიანი V ტიპის 12 ცილინდრიანი ძრავი, რომელიც 800 ცხენისძალას და 1420 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. იქიდან გამომდინარე, რომ ავტომობილის ასეთ სიმძლავრეს და მაბრუნებელ მომენტს ვერანაირი კონტროლის სისტემა ვერ აჩერებდა და აკონტროლებდა, ატელიემ გადაწყვიტა ნიუტონმეტრების 1,100-მდე ჩამოყვანა და რომ გითხრათ ამან რაიმე ცვლილება მისცათ მეთქი ნამდვილად მოგატყებთ. Brabus-მა ავტომობილს დაუმატა: სპეციალურად Black Baron-ისთვის შექმნილი Twin-Turbo სისტემა, კარბონის ჰაერის შემწოვი, ტურბოჩარჯერი, 4 ინტერქულერი, ხელთნაკეთი სპორტული და მძლავრი საბოლქვი მილები 4 ჩამხშობით, აალების (აფეთქების) ახალი სპორტული ელექტრო სისტემა, ძრავში საწვავის შეფრქვევის სპეციალური სპორტული სისტემა და სხვა მრავალი დეტალი. იმისათვის რომ 800 ცხენისძალიან მონსტრი ატელიეს გზის საფათან ახლოს დაეკავებინა, ავტომობილს დაუყენეს სპორტული კონტროლირებადი დაკიდების სისტემა, სპორტული სტაბილიზატორები და უმაღლესი დონის სპორტული სამუხრუჭე სისტემა.
21f6d3f2f76d
ალბათ ამ ყველაფრის შემდეგ არავის გაუკვირდება თუ იმასაც გეტყვით, რომ 1,980 კილოგრამი მასის Brabus E V12 0-100 კმ/სთ-მდე (62 Mph): 3.7 წამში, 0-200 კმ/სთ-მდე (124 Mph): 9.9 წამში, 0-300 კმ/სთ-მდე (186 Mph): 23.9 წამში ადის და ავითარებს მაქსიმალურ 370 კმ/სთ-ს, რომელიც ატელიემ უსაფრთხოების მიზნით 350 კმ/სთ-მდე შეზღუდა. ექსტერიერზე მუშაობა ბრაბუსის ინჟინრებმა აიროვან გვირაბში (სადაც ავტომობილის ჰაერში მოძრაობას და ჰაერის გაჭრის პროცესს ამოწმებენ) დაიწყეს და აქედან გამომდინარე მას დაუყენეს სპეციალური ბამპერი, რომელიც ცივ ჰაერს მიაწოდებს სამუხრუჭე დისკებს და რადიატორებს. მთლიანობაში ავტომობილის ექსტერიერი სრულიად შეცვლილია რადგან მას აქვს შეცვლილი ბამპერები, მოლდინგები, გვერდითი ფრთები, კარბონის ჭრილებით, კარბონის სარკეები, სპეციალური საღებავი, შეცვლილი საგაბარიტო შუქები, უკანა საბარგულის კარბონის სპოილერი, ქვედა მხარეს მიმართული განათებები, დამუქებული უკანა ნათურები, უკანა საბურავების სპოილერები (აირწინააღმდეგობის შესამცირებლად, რაც უზრუნველყოფს უკეთეს აეროდინამიკას), ახალი ძრავის საფარობელი, 19 დუიმიანი ბრაბუსის დისკები Pirelli-ს და YOKOHAMA-ს მაღალი სისწრაფის საბურავებით, წარწერა “Brabus” და სხვა დეტალები.
f371d1564664
ყველა მოდიფიკაციის შემდეგ ავტომობილის სიგრძე 4.9 მეტრს, სიგანე 1.9 მეტრს, სიმაღლე 1.4 მეტრს ხოლო საბურავებს შორის დაშორება 2.8 მეტრს შეადგენს. რაც შეეხება ინტერიერს ალბათ ყველაფერი გასაგებია, მაგრამ მაინც გეტყვით, რომ ავტომობილს აქვს ალკანტარას წარმოების სპორტული, ბრაბუსის ლოგოთი აღჭურვილი სავარძლები, კარბონის უამრავი დეტალი, ალუმინის პედლები, სხვა და სხვა ალუმინის დეტალები, შეცვლილი დიზაინის და ხარისხის მქონე კარის შიდა ნაწილი, სიჩქარის მაჩვენებელი რომელზეც ნაჩვენებია 400 კმ/სთ, უამრავი წარწერა ბრაბუსის მანათობელი ლოგოთი და სხვა მრავალი რამ. ალბათ მოგეწონათ ეს ყველაფერი და ყველას გაგიჩნდათ სურვილი გყავდეთ ყველაზე სწრაფი 4 კარიანი ავტომობილი მსოფლიოში, მაგრამ არის ერთი რამ რაც უნდა იცოდეთ. Brabus E V12 Black Baron შეზღუდული რაოდენობით, სულ 10 ცალი გამოვა და მისი ფასი €498,000 (US$730,000) იქნება.

cecb34ca3b6a
0eba4135701f
47c4da03cd31
8f9e65479785


წყარო:news.drive.ge
პ.ს. თხოვნა იყო ბრაბუსზე პოსტი დადევითო და ვფიქრობ ერთ-ერთი საუკეთესო ბრაბუსი შევარჩიე
გთხოვთ ბეემვე ჩამოიხევს აუდი მაგარია და ეგეთი კომენტარებისაგან თავი შევიკაოთ :)

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button