არქივი

Brabus – ყველაფერი ამ ტუნინგ ატელიეზე.

507535011cf5
ბევრი ითხოვდა და მეც გადავწყვიტე თხოვნები შემესრულებინა და მესაუბრა ამ ტუნინგ ატელიეზე და მეთქვა ყველაფერი მის შესახებ. იმედია მოგეწონებათ. სანამ თემაზე გადავიდოდეთ კი მინდა გითხრათ:
მთავარია იცოდეთ, რომ ბრაბუსი ძირითადად მუშაობს მერსედესის მოდელებზე. ისიც უნდა იცოდეთ რომ არანორმალურად ძვირია და სწორედ ამიტომაც დედამიწის ზურგზე ძალიან ცოტა იყიდება. ერთგვარი ფუფუნების საგანია. შემობრძანდით სრულიადში და გაიგეთ ყველაფერი ბრაბუსის შესახებ, და მის ყველაზე ცნობილ პროექტზე Mercedes Benz CLS Brabus Rocket ზე. მაინტერესებს თქვენი აზრი ამ კომპანიაზე და ზოგადად მის მოდელებზე. გელოდებით ყველას.

74667f4800b2

ისტორია: ოფიციალურად ეს კომპანია ჩამოყალიბდა 1977 წელს გერმანიაში. მისი დამფუძნებლები არიან: Klaus Brackmann და რა საკვირველია Bodo Buschmann. დიდი პოპულარობა ამ კომპანიამ მოიპოვა 1990 წლის მიწურულს და მთავარი კონკურენტია Lorinser, Carlsson, Kleemann, ისთვის რომლებიც ძირითადად მერსედესზე მუშაობენ. არიან სხვა მანქანებიც თუმცა მაინც მერსედესის ტუნერებად ითვლებიან. ბრაბუსის მთავარი პლიუსი არის ხელშეკრულება მერსედესთან, თუ თქვენ დარეკავთ ბრაბუსის კომპანიაში და შეუკვეთავთ მანქანას ისინი უკვეთავენ კონკრეტულ კუზაოს მერსედეს, ყიდულობენ და შმედეგ თავაინთ სახელოსნოში უკეთებენ მოდიფიკაციას როგორც ძრავზე ასევე ვიზუალურადაც. თუ თქვენ გაგაჩნიათ მერსედესი და გსურთ რომ ბრაბუსის მოდიფიკაციებით იყოს შეგიძლიათ მიიყვანოთ ბრაბუსის ატელიეში და პრობლემის გარეშე გაუკეთებენ ნებისმიერ აფდეითს რასაც შეუკვეთავთ. ასევე იყიდება მისი ნაწილები ცალ ცალკე მაგალითად, ბლოკირებული სპორტული დიფერენციალი, სპილერები, სამუხრუჭე სისტემები, ვიხლოპები და ასე შემდეგ. ბევრს ძალიან დიდი ილუზია აქვს შექმნილი ამ მანქანაზე და ეხლა იმედებს გაუცრუებ. ბრაბუსი არის ტუნინგ ატელიე რომელიც ძრავებს არ აწყობს თვითონ არამედ ყიდულობს AMG ს ძრავებს და უკეთებს მცირე ოდენ მოდიფიკაციას ზოგჯერ იმდენად მცირეა ეს მოდიფიკაცია და იმხელა ფასი აქვს რომ ბევრად ჯობია AMG იყიდო და მიიღო იგივენაირი მანქანა ვიდრე იყიდო უაზრო ბრაბუსი რომელიც ფულს აკეთებს ჩვენი მეშვეობით. სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი რის გულისთვისაც ბრაბუს ყოველთვის აჯობებს AMG, ბოლოს და ბოლოს სტოკ ვერსია AMG და ნამაიმუნარი არ არის. მაგრამ არიან გამონაკლისებიც რისთვისაც ბრაბუსი დიდ ენერგიას ხარჯავს და ძრავი აყავთ თავის მაქსიმუმამდე.

=========================================

5ca6edc939c3

მისი მოდელები: მას დატუნინგებული ყავს მერსედესის ყველა მოდელი მაგალითად: 1 Mercedes-Benz C კლასი 2 Mercedes-Benz CL კლასი 3 Mercedes-Benz CLS კლასი 4 Mercedes-Benz E კლასი 5 Mercedes-Benz G კლასი და ასე შემდეგ მოკლედ ყველა მერსედესის მოდელის ხილვა შეგიძლიათ ბრაბუსის აფდეითებით. მაგრამ არიან გამოკვეთილი მოდელები მაგალითისთვის და ყველაზე ცნობილია Mercedes-Benz CLS რომელიც ერთ დროს ბრბაუსისათვის კარგ დროს იყო ყველაზე სწრაფი სედანი მაგრამ G-Power M5 ის გამოსვლის შემდეგ მას ყველანაირი ილუზია დაემსხვრა და ჩაეშალა. მაგრამ ეს არ არის იმის მიზეზი რომ ცუდათ ჩავთვალოთ. მე პირადად ძალიან მომწონს ეს მოდელი და უდიდეს პატივს ვცემ. საერთოდ CLS ეს ბაზა არის ყველაზე ლამაზი და დახვეწილი მერსედესებს შორის რა საკვირველია ჩემის აზრით. კი მას კლასით S ჯობია თუმცა კაცია და გუნება. ბევრად მირჩევნია მერსედესის ნებისმიერ მოდელს ეს ბაზა (კუზაო). ასევე ყავს SLR ვერისა რომლის შეძენა და დატუნინგება გაუჭირდა რადგანაც ამ კონკრეტული მოდელის ძრავი ეკუთვნის მაკლარენის ფირმას მაკლარენის ფირმაში ძრავებზე კი მუშაობს Bmw. შესაბამისად პრობლემები შეექმნათ მაგრამ დიდი თანხის გადახდის შემდეგ მაინც გააკეთეს ეს მოდელი. დიდი არაფერი არ არის ეს მოდელი და ბევრად მირჩევნია მისი სტოკ ვერსია, მე კი არა უმეტეს ადამიანს. ასევე აღსანიშნავია მისი G კლასიც რომელიც რაღაც არამქვეყნიურად მაგარია და ვიზუალურად საერთოდ ხომ უძლიერესია. მონაცემებით რა სკავირველია არაფრით ჩამორჩება არავის. ეხლა კი მოდით მე მოგიყვებით მის ყველაზე ცნობილს და ერთ დროს ყველაზე სწრაფ სედანს: Mercedes-Benz CLS

=========================================

679bc94ec0f0

Mercedes Benz CLS Brabus Rocket: ამ მანქანაზე შემიძლია დაუსრულებლად ვილაპარაკო. შემიძლია ბევრი ფაქტი გითხრათ. ჩამოგითვალოთ მისი პლიუსები და მინუსები. მისი ყველაზე დიდი პლიუსი გახლავთ აერო დინამიკური გათვლა. როგორც იცით საკმაოდ დიდია გაბარიტებში და მიუხედავად ამისა, შესანიშნავი აერო დინამიკის დახმარებით ძალიან სტაბილურია გზაზე. ასევე გააჩნია მშვენიერი ტექნიკური მონაცემები. არის ძლაიან აგრესიული, დახვეწილი და რაღაცნაირად მცირე ზომით ლორენსერის ვიზუალსაც მაგონებს ხოლმე. ასევე აღსანიშნავია მისი ბი ტურბო რომელიც მერსედესისთვის დიდი ნაბიჯი იყო გატურბირებულ სამყაროში. და ასე ვთქვათ ფეხი აიდგა. რაც რა საკვირველია ბრაბუსის უდიდესი დამსახურება. ამ მანქანის ყველაზე დიდი მინუსი კი გახლავთ ფასი, საშინლად ძვირი უაზროდ ძვირი არარეალური ფასი აქვს უბრალოდ ისეთი ფასი აქვს იმ ფასად მაგაზე ბევრად სწრაფ სუპერ ქარს ვიყიდი თუნდაც ლამბორჯინს ან თუნდაც ფერარს. რატომ ღირს ესეთი ძვირი თქვენ თვითონ განსაზღვრეთ და იფიქრეთ. ამ ფასად შემიძლია 5 CLS ის ყიდვა AMG ვარიანტის რომელიც არაფრით ჩამოუვარდება ამას. როცა პრეტენზია მაქვს სისწრაფეზე მაშინ რომელიც უფრო იაფია და სწრაფია იმას ვიყიდი რა საკვირველია. ეხლა ბევრმა შეიძლება თქვას კომფორტიო და ნუ იტყვით ამას დაგცინებთ. 300 ით როცა მიდიხარ არანაირი კომფორტი არ იგრძნობა მანქანაში მხოლოდ ადრენალინი. ხოლო თუ 100 ით გინდა სიარული მაშინ წადი და იყიდე AMG ვარიანტი ან ჩვეულებრივი თუნდაც არ იყოს AMG რატომ უნდა ვიყიდო ეს და რატომ უნდა გადავიხადო ამ მსუქანა მანქანაში $ $490 000 ამერიკული დოლარი. თქვენ ხვდებით რა უაზრო ფასია ? ასეთI ფასი ისტორიაში პირველად ხდება მანქანა სინამდვილეში ღირს 100 ათასი და ყიდიან 500 ათასად და რატო მიზეზს ვერ ვხვდები. ეხლა კი მოდით მშრალ ციფრებზე გადავიდეთ.

ძრავი: V12
ძრავის ტიპი: Twin Turbo
კლაპნები: 3 Valves per Cylinder ( კდიევ ერთი მინუსი 4 რომ გაეკეთებინათ ბევრა უკეთესი იყო.)
ცხენის ძალა: 544.4 kw / 730 bhp @ 5100 rpm
ბრუნვის მომენტი: 1320 nm / 973.6 ft lbs @ 2100 rpm (შესანიშნავია ვერაფერს ვიტყვი.
კუზაოს ტიპი: რკინა.
წინა საბურავები: 255/35 ZR 19
უკანა საბურავები: 285/30 ZR 19
სამუხრუჭე სისტემა: Ceramic Discs w/12-Piston Calipers
წინა დისკები: F 48.3 x 21.6 cm / 19 x 8.5 in
უკანა დისკები: R 48.3 x 25.4 cm / 19 x 10 in
წონა: 2020 kg / 4453 lbs ( ერთ ერთი ყველაზე დიდი მინუსი, ტიპიური ძროხა)
მაქსიმალური სიჩქარე: 350 kph / 217.5 mph ( 350 კილომეტრი საათში G-Power მა კი განავითარა 372 კილომეტრი საათში)
0 დან 100 მდე აჩქარება: 3.9 წამში. ( ლამბორჯინი გალარდო LP560 ით ავახევ სახეს და გადავიხდი ბევრად ნაკლებს.)

752453042a22

82865d8fce95

3b427973e4d3

ეს არის ჩვენი რკეტი რომელიც რამდენადაც კარგია იმდენად ცუდია. არ მიყვარს კრიტიკა მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. როცა ამხელა ფულზეა ლაპარაკი, მე მანქანისგან ვითხოვ მაქსიმუმს და ამ კონკრეტულიდან მაქსიმუმს ვერ მიიღებთ უბრალოთ ტყვილად დახარჯავთ 300 ათასით მეტს, როდესაც გვერდზე გარაჟში G-Power იდგება და ბევრად ნაკლებიც ეღირება და სადაც გაგიხარდებათ იქ გაგასწრებთ. კონკრეტულად კი ის ეღირება 200 ათასი და ყველაფერში გაჯობებთ. თქვენი ეღირება 500 ათასი და მარტო ერთი პლიუსი გექნებათ მერსედესი ერქმევა მეტი არაფერი. ეხლა კი მოდით ვიდეოებზე გადავიდეთ.

=========================================

აი ეს არის ნამდვილი ბრაბუსი მიყვარს, მიყვარს.

მსგავსი ამბები

Back to top button