არქივი

10 ყველაზე საშიში ცხოველი

dc87baea025c

ჩემს რიგით მეორე პოსტში წარმოგიდგენთ ადამიანისთვის ათ ყველაზე სახიფათო ცხოველს დედამიწაზე. ოფიციალურ სიაში მოხვედრილი არსებები გამოირჩევიან ადამიანისადმი მიყენებული ზიანით.

10. დათვი

ეს ცხოველი ერთი შეხედვით საყვარელია. შეხედვისთანავე გინდა ჩაეხუტო და მოეფერო, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სინამდვილეში ისინი ძალიან საშიში არსებები არიან , რის გამოც ამ სიაში მეათე ადგილი დაიმკვიდრეს.

მსხვერპლი წელიწადში : 5-10

64af110a726c

9. ზვიგენი

დარწმუნებული ვარ , ზვიგენის შესახებ ყველას გვაქვს ნანახი უამრავი საშინელებათა ფილმი. მის მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას გვიჩენს მისი უზარმაზარი სისხლიანი კბილები. ფილმებში ამ არსებას გაზვიადებულად აჩვენებენ , თუმცა ზვიგენები ნამდვილად საზიზღარი მკვლელები არიან.

მსხვერპლი წელიწადში : 100 (დაახლოებით)

2ccbbdc0d8e6

8. მედუზა

მედუზა საინტერესო მაგრამ ექსტრემალურად საზარელი არსებაა. როგორც დიდ , ასევე პატარა ზომის მედუზებებთან კონტაქტი ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის, რადგან მის საცეცებს გააჩნიათ პარალიზების უნარი.

მსხვერპლი წელიწადში : 100 (დაახლოებით)

c1272512c0bb

7. ჰიპოპოტამი

ჰიპოპოტამებს ძირითადად აფრიკაში ვხვდებით. მათი საცხოვრებელი ადგილია ისევე როგორც ხმელეთი, ასევე წყალი. ამ არსებას პირის გაღება 1.2 მეტრზე შეუძლია. მათ პირს დაკეტვისას ისეთი ძალა აქვს , როგორც უროს ამიტომ ჰიპოპოტამები ღირსეულად იკავებენ მეშვიდე ადგილს.

მსხვერპლი წელიწადში : 100 – 150

1161a62d1e69

6. სპილო

მიუხედავად ჭკუისა და მეგობრული ხასიათისა , სპილოს შეუძლია მსხვერპლს უზარმაზარი ზიანი მიაყენოს. ის შეტევაზე გადადის გაუფრთხილებლად, რაც მას უფრო სახიფათოს ხდის. სპილოს ზომის , ძალისა და ეშვების შემხედვარე ალბათ არ გაგიკვირდათ ის , რომ მან მეექვსე ადგილი დაიკავა.

მსხვერპლი წელიწადში : 300 – 500

4bba76fe8b4d

5. ნიანგი

ნიანგი არის ერთ-ერთი ყველაზე სასიკვდილო ცხოველი. შეცდომაში არ შეგიყვანოთ მისმა ტანის აგებულებამ , რადგან ბევრს ის მოუქნელი და ნელი გონია , სინამდვილეში კი ძალიან სწრაფი და ძლიერია. მისი ყბა მსხვერპლს ისეთი ძალით აწვება , რომ ძვლებს ფშვნის.

მსხვერპლი წელიწადში : 600 – 800

324439be79e2

4. ე.წ. “დიდი კატები”

ცხოველები როგორებიც არიან ლომი , ვეფხვი , ავაზა , იაგუარი .. იკავებენ მეოთხე ადგილს. თუ ამ არსებებიდან რომელიმემ შეტევა გადაწყვიტა ნუ შეწუხდებით იმაზე ფიქრით , თუ როგორ დააღწიოთ მათ თავი … დიდ კატებს აქვთ საოცარი სისწრაფე, ძალა და მოქნილობა რაც მათ საუკეთესო მონადირედ ხდის.

მსხვერპლი წელიწადში : 800 (დაახლოებით)

bcd2a989277d

3.  მორიელი

მორიელი მიუხედავად მცირე ზომისა , ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო არსებად ითვლება. მას არ უჭირს ადამიანის მოკვლა , რადგან მორიელის ნესტარი შეიცავს საოცრად ძლიერ შხამს.

მსხვერპლი წელიწადში : 800 – 2000

0512d08223ac

2. შხამიანი გველები

არსებობს 450 შხამიანი გველის სახეობა , აქედან 250 სახეობის შხამი სასიკვდილოა ადამიანისთვის . შხამიანი გველები გავრცელებულნი არიან აფრიკაში, აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში.  როდესაც შხამით ინფექცირდება სისხლი , ის მოედება მთელ თქვენ სხეულს.

მსხვერპლი წელიწადში : 50 – 125 , 000

f329cd16462d

და მომენტი , რომელსაც ყველა ველოდებოდით :

1. კოღო

თქვენ ( ისევე როგორც მე ) ალბათ რაღაც საშინელ , დიდ და დაუნდობელ მკვლელს ელოდით , მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება – სწორედ ეს მკვლელი არის კოღო. როგორ დაიკავა მან პირველი ადგილი ? მისი ნაკბენი ერთი შეხედვით უმნიშვნელოა და არ წარმოადგენს საფრთხეს ადამიანისთვის , მაგრამ ეს ასე არ არის . ამ ნაკბენით საუკეთესოდ ვრცელდება ისეთი დაავადებები , როგორიცაა მალარია(ციებ-ცხელება) , სპილოს ავადმყოფობა, ყვითელი ციება და “ნილოსის ვირუსი”.

მსხვერპლი წელიწადში : 2-3 მილიონი :|

100f49067f48

იმედია მოგეწონათ :)

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button