ვიდეოებისაკითხავისასარგებლო

G-Power – გააკეთე საუკეთესო შენი მანქანისთვის.

bfa9cbd79eaf

კიდევ ერთხელ მოგესალმებით მეგობრებო და ამ თემაში მოგიყვებით G-Power ის შესახებ. როგორც იცით, ეს ერთ-ერთი გიგანტური ტუნინგ ატელიეა, რომელსაც ეკუთვნის მსოფლიო რეკორდები. მაგალითად მისი დატუნინგებული Bmw M5 E60 გახლავთ მსოფლიოს უსწრაფესი სედანი. მისი დატუნინგებული Bmw M5 E60 (ჰეჩბეკი) გახლავთ მსოფლიოს ყველაზე სწრაფი უნივერსალი. ასე რომ მსოფლიო ბაზარზე ეს ფირმა ანგარიშ გასაწევი ძალაა და ნებისმიერი ავტო მოყვრულის გულში სიმაპატიას უნდა იწვევდეს. დღეს შემოგთავაზებთ მის ერთ ძალიან საინტერესო აქციას. ველი შეფასებებს.

6eb8fcc6672f

G-Power L6 წარმოგვიდგენს supercharger-ს მხოლოდ და მხოლოდ Bmw ს 3.0 6 ცილინდრიან ძრავებზე. სხვათა შორის ესეთი ძრავების მქონე ავტომობილები სავსეა საქართველოში მაგალითად. E46 3.0 L6 ან Z4 3.0 L6. ან E39 3.0 L6. სხვათა შორის მეც მყავდა. ძალიან სტაბილური და მუშა ძრავია თან ახალი თაობისა რომელიც 2000 წლის ზევით გამოვიდა და მე პირადად კმაყოფილი ვარ. მაშასადამე დაიმახსოვრეთ ეს ჩარჯერი მხოლოდ და ხმოლოდ Bmw არის განკუთნილი. ამ ძრავს სტოკ ვერსიაზე გააჩნია 231 HP ხოლო ეს supercharger რომელსაც G-Power გვთავაზობს ამ ძრავიდან ამოიღებს 75 hp და 60 Nm. ანუ თქვენ 231 ცხენის ნაცვლად გექნებათ 306 hp/360 Nm რაც დამეთანხმებით ძალიან დიდი დანამატია. რაც ყველაზე მთავარია თქვენ არ მოგიწევთ ძრავზე ხელის მოკიდება და ათასი უმსგავსო მოდიფიკაცის გაკეთება. ჩარჯერი მიდის პირდაპირ არ საჭიროებს არანაირ სხვაგვარ მოდიფიკაციას. ჩარჯერს მოყვება ყველაფერი აბსოლიტურად. დაიმახსოვრეთ რომ ეს მხოლოდ სტანდარტული ჩარჯერია მიდის მხოლოდ და მხოლოდ ამ 3.0 ზე.

e17bc591bf60

მოყვება თავისი ეგრედ წოდებული.Chip Ecu ანუ მანქანის კომპიუტერისთვის. მოყვება ყველანაირი შლანგი და ყველა ის დეტალი რაც დაგჭირდებათ. რაც მთავარია მოყვება დაყენების ინსტრუქცია ყველაფერი მითითებულია ნებისმიერი ელექტრიკი დააყენებს ჩიპს კომპიუტერში მითითებული ის ადგილი სადაც ჩიპი უნდა მოთავსდეს. ელემენტარულად მხოლოდ პაიანიკია საჭირო. მოყვება თვითონ ჩარჯერის დაყენების ინსტრუქცია და თავისი რემენი ნებისმიერი მატორისტი დააყენებს. და ასევე მოყვება თავისი დისკი ამ ყველაფრის დაყენების შემდეგ მხოლოდ უნდა მივიყვანოთ BMW ცენტრში შევაერთოდ კომპიუტერზე და ჩვენ თვითონ გაუკეთებთ ნასტროიკას. წყაროში წერია რომ ყველაფერი გასაგებ ენაზე წერია და ნებისმიერი ადამიანი დააყენებს. დაიმახსოვრეთ რომ მხოლოდ M54 ძრავზე ანუ 3.0 L6 ყენდება. და ითვალისწინებს მხოლოდ 0,3 bar მუშაობას. ანუ თქვენ შეაერთებთ კომპიუტერში დააყენებთ და მორჩა 75 ცხენი თქვენია. როგორც იცით მსგავსი L6 ებს ბი ტურბოებს გააჩნით 306 ცხენი ყველანაირი მოდის გარეშე და სწორედ ეს გააკეთა G-Power და მისცა ყველას საშვალება რომ მსგავსად ბი ტურბოსი შეეძლოს 306 ცხენის ამოღება.

3e0696e2d0b6

მგონი საინტერესოა ხომ ? ჯერ სად ხართ ჯერ ფასი არ მითქვამს. სანამ ფას ვიტყოდე მინდა გახსოვდეთ რომ ეს გახლავთ ხარისხი რომელიც არ არის ჩინური რომელიც იძლევა გარანტიებს რომელსაც გააჩნია უდიდესი გამოცდილება, ფლობს უდიდეს რეპუტაციას. G-Power კომპანია რომელიც ბეემვეს სულად და გულად არის ქცეული. იმ ფასში რასაც კომპანია გვეუბნება ჩვენ ვერაფერს შევძლებთ მეტს ჩვენი ხელით რომ გავაკეთოთ რაღაცები და ვიწვალოთ. ყოველ შემთხვევაში ესეთ ხარისხს ვერ მივიღებთ. პლიუს ამ ყველაფერს გვექნება 2 წლიანი გარანტია და თამამად ვიქნებით. მოკლედ რომ არ გავაჯანჯლო: და ყველაზე მთავარი: მისი ფასია მხოლოდ და მხოლოდ 4.000 დოლარი. ძალიან იაფი, ხარისხიანი, და შედეგიანი. ყველაფერი მარტივადა მხოლოდ და მხოლოდ გვინდა 4 ათასი დოლარი და ჩვენ გვექნება ჩარჯერი რომლის საშვალებითაც ბევრს აუწვავთ ერთ ადგილს მე პირადად აღფრთოვანებული ვარ და თუ თავში გადამიტრიალდა მყიდველიც ვარ. სულ ეს იყო დიდი მადლობა. თუ ყიდვა გნებავთ მიმართეთ G-Power ის კომპანიას. ნახვა არ გაგიჭირდებათ. ეხლა კი ბონუსი: G-Power პროდუქტის ვიდეოები ზოგადად….

მსგავსი ამბები

Back to top button