საკითხავისასარგებლოუცნაური

უცნაური რელიგიები

a8je5

ისეთი რელიგიების გვერდით, რომლებიც რამდენიმე საუკუნეს ითვლიან და ასეულობით მილიონი მიმდევარი ჰყავთ, არიან “ახალგაზრდა”, უცნაური და შეიძლება ითქვას, არაფრის მომცემი რელიგიური მიმდინარეობებიც.


სამყაროს ხალხი. იგივე “სინათლის ძალის კოსმოსური ხალხი” – ეს არის ჩეხურ-სლოვაკური რელიგიური მოძრაობა, რომელიც 90-იანებში დაარსდა ივო ბენდას მიერ, მედიის ყურადღება კი მიიპყრეს 1997 წელს. მიმდინარეობის მოძღვრების მთავარი ღერძია აზრი, რომ სამყაროში არსებობენ ცივილიზაციები, რომლებიც ეკონტაქტებიან ბენდასა და რამდენიმე წევრს ტელეპატიურად, ბოლო წლებში კი პირდაპირი კონტაქტის შემთხვევებიც იყო. მათ მიაჩნიათ, რომ უცხოპლანეტელები არჩევენ კარგ ხალხს, რათა თავისთან წაიყვანონ, უკეთეს გარემოში. მოძღვრებაში აღებულია ელემენტები უფოლოგიიდან, ქრისტიანობიდან და შეთქმულების თეორიებიდან.
ოფიციალური საიტი.

f1vkv
ჯედაიზმი. ჯედაიზმის ეკლესიაში მიიჩნევენ, რომ სამყაროს ძალები მართავენ, მორალი კი ადამიანს თანდაყოლილად აქვს. ემოციები ადამიანს ხელს უშლის, ამიტომ მათი დაძლევით მიაღწევს სიმშვიდეს. დასაბამი, რა თქმა უნდა, ჯორჯ ლუკასის Star Wars-იდან აიღო. ჰყავთ შეგირდები, რაინდები, მეთაურები, სწავლულები, ოსტატები და კანცლერებისგან შემდგარი საბჭო. მსგავსების მიხედვით შესაძლებელია პარალელის გავლება ინდუიზმთან, კონფუციანიზმთან, ბუდიზმთან, გნოსტიციზმთან, კათოლიციზმთან, ტაოიზმთან, შინტოსთან, თანამედროვე მისტიციზმთან, შაოლინის სკოლასთან, შუა საუკუნეების რაინდებთან და სამურაებთან. 2001 წლის მონაცემით, დიდ ბრიტანეთში ჯედაიზმს 390 000 მიმდევარი ჰყავდა, რითაც მოსახლეობის 0.7% შეადგინა. ჯედაიზმის მიმდევრები ხშირად გახვეულან სკანდალში, მათ ერთ-ერთ ყველაზე აგრესიულ მიმდინარეობად მიიჩნევენ.
ოფიციალური საიტი.

c8t4l
საიენტოლოგია. ეს რელიგია, რომელიც ბევრ ქვეყანაში კანონით აკრძალულია, განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ჰოლივუდის ვარსკვლავებს შორის. საიენტოლოგიის მიხედვით, 75 მილიონი წლის წინ ჩვენს გალაქტიკაში 76 პლანეტას მართავდა ვინმე ქსენუ. მათ შორის იყო დედამიწაც, მას იმ პერიოდში ტიგიაკი ერქვა. როცა მოსახლეობა უკიდურესად გაიზარდა, ქსენუმ შეკრიბა მათი დიდი ნაწილი, გაყინა და ჰავაისა და კანარის კუნძულებში ვულკანებში ჩაყარა. შემდეგ კი წყალბადის ბომბები დაუშინეს და გაანადგურეს. ტიგიაკის ატმოსფერო ისე შეცვალეს, რომ დახოცილთა სულები სამუდამოდ ამ პლანეტაზე დარჩენილიყვნენ. მათმა რაოდენობამ 13.5 ტრილიონი შეადგინა. სულები ადამიანთა სხეულებში ჩასახლდნენ და მათთან ერთად ცხოვრება დაიწყეს. მსოფლიოს 107 ქვეყანაში მოქმედებს საიენტოლოგიის 3100 “ეკლესია”, მიმდევრები 8 მილიონამდე არიან.
ოფიციალური საიტი.


ვუდიზმი. ოფიციალურ საიტზე შესვლისას პატარა ფანჯარა გამოვარდება, რომელიც გამცნობთ, რომ ვუდიზმის მიმდევრები სრულიად სერიოზულად ეკიდებიან საქმეს.
t4lwnfipuovljzeurnew
ვუდიზმი 1996 წელს შეიქმნა სტივ გალინდოს მიერ. ვუდისტები თავიანთ მხსნელად მიიჩნევენ რეჟისორსა და სცენარისტს, ედვარდ ვუდს. მისი ფილმების ყურებით იღრმავებენ სულიერებას და ივსებიან დადებითი ემოციებით. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ თავიდან ამ მიმდინარეობას სახუმარო სახე ჰქონდა, ხალხმა კი სერიოზულად მიიღო, როგორც ცხოვრების გზა და ხსნის საშუალება. ამჟამად 3000-მდე მიმდევარი ჰყავთ. ვუდიზმი ოფიციალურადაა რეგისტრირებული. მისი წევრები იმოსებიან საპირისპირო სქესის მსგავსად, რადგან ედ ვუდს ტრანსვესტიტები უყვარდა და ხშირად იღებდა ფილმებში. შეკრებებზე ყოველთვის დიდი რაოდენობით ალკოჰოლია. ვარაუდობენ, რომ ორგიებსაც არ იკლებენ.
ოფიციალური საიტი.

fn9lp
შემოქმედებითი მოძრაობა. შეიქმნა 1973 წელს ბენ კლასენის მიერ, მას შემდეგ, რაც გამოუშვა წიგნები: “ბუნების საუკუნო რელიგია”, “თეთრკანიანების ბიბლია” და “ჯანსაღი ცხოვრება”. ლოგოზე ასო W ნიშნავს თეთრს (white), რაც თეთრკანიანების სიმბოლოა. მოძრაობაში სწორედ თეთრკანიანები ითვლებიან ყველაზე აღმატებულ რასად. გვირგვინი ნიშნავს, რომ ისინი არიან ელიტარული, არისტოკრატიული ადამიანები, ბუნების რჩეული ლიდერები. გვირგვინის თავზე ორეოლი აღნიშნავს, რომ აფასებენ იმ საჩუქარს, რაც აქვთ, ანუ რასობრივ უპირატესობას და “თეთრ” გენებს. რელიგიის მიმდევრებს ეწოდებათ შემოქმედები. ისინი სწორედ თეთრ ევროპელებს მიიჩნევენ თანამედროვე მსოფლიო კულტურისა და ცივილიზაციის შექმნელად.
ოფიციალური საიტი.

t730d
მფრინავი სპაგეტის მონსტრის ეკლესია – პასტაფარიანიზმი. დააარსა ფიზიკოსმა ბობი ჰენდერსონმა 2005 წელს. ის შეიქმნა, როგორც პაროდიული რელიგია. სამყაროს შექმნელად ითვლება მფრინავი სპაგეტი, ხოლო ჰენდერსონი წინასწარმეტყველია. ერთ დღეს უხილავი და აღმოუჩენელი ღვთაება მფრინავი სპაგეტი დათვრა და შექმნა ის ყველაფერი, რაც დღეს არსებობს. გამომდინარე იქიდან, რომ მთვრალი იყო, სამყაროს ბევრი ხარვეზი აქვს, როგორიცაა კატაკლიზმები, ომები და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ ეს რამდენიმე ათასი წლის წინ მოხდა, მფრინავმა სპაგეტმა ისე ქნა, რომ სამყარო ჩანს რამდენიმე მილიარდი წლის ისტორიის მქონედ. ნამდვილ პასტაფარიანელებად მიიჩნევიან მეკობრეები და ბოლო პერიოდში გახშირებული უბედური მოვლენების მიზეზად იმას თვლიან, რომ მეკობრეთა რაოდენობა შემცირდა და მათი დევნა დაიწყო. მეკობრეები კარგი ადამიანები არიან, მაგრამ მათზე არასწორი აზრები გაავრცელეს და სახელი შეულახეს.
ოფიციალური საიტი.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close