გართობა

ლამბორჯინი – პოსტი ავტომოყვარულთათვის

71a8ff0d0df8

მოგესალმებით მეგობრებო. დღეს შემოგთავაზებთ ძალზედ საინტერესო თემას ლამბორჯინის შესახებ კონკრეტულად კი Lamborghini Gallardo ს შესახებ. ამ თემაში მოგახსენებთ განსხვავებებს მის სხვადა სხვა ვერსიებში. როგორც იცით ლამბორჯინ გალარდოს ბევრი ვერსია არსებობს. დღეს მე გიამბობთ: Stock, LP, Superleggera ზე ამ ყველაზე გავრცელებულ ვერსიებზე. გელოდებით ყველას და ველი თქვენს შეფასებებს, და მოსაზრებებს ამ მანქანის შესახებ.

5d128e82cdb7

1. Lamborghini Gallardo Stock ანუ ბაზავოი მოდელი და პირველი ვერსია ლამბორჯინი გალარდოსი, რომელიც მსოფლიომ იხილა 2003 წელს. ეს მოდელი გათვლილი იყო თანხის მოგებაზე, ანუ შემოსავალზე, თუმცა რა საკვირველია ხარისხის და პრესტიჟის დაკარგვის გარეშე, რაც ლამბორჯინს გმაოუვიდა. ეს მოდელი გახლავთ მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი Super Car, და შესაბამისად ყველაზე პოპულარულიც. მე ვფიქრობ საქართველოშიც ბევრი გულშემატკივარი ეყოლება ამ მოდელს. სხვათაშორის საქართველოშიც დადიოდა ეს მანქანა. ამჟამად დადის თუ არა ვერ გეტყვით. ეხლა კი მშრალ ციფრებზე გადავიდეთ, იმ ციფრებზე რომლებიც ალბათ ყველას უნდა იანტერესებდეს.

აიწყო: იტალიაში.
მანქანის ტიპი: სერიული წარმოება.
ღირებულება: 120 ათასი დოლარი.
ძრავი: Aluminum V10
ძრავის ტიპი: ნატურალი.
ცხენის ძალა: 372.9 kw / 500 bhp @ 7800 rpm
ბრუნვის მომენტი: 510 nm / 376.2 ft lbs @ 4500 rpm
რედ ლაინი: 8100
საბურავები (წინა): Pirelli Pzero 235/35 ZR 19
საბურავები (უკანა): Pirelli Pzero 295/30 ZR 19
დისკები (წინა): F 48.3 x 21.6 cm / 19 x 8.5 in
დისკები (უკანა): R 48.3 x 27.9 cm / 19 x 11 in
წონა: 1470 kg / 3241 lbs
კოლოფი: 6 სიჩქარიანი მექანიკური.
მაქსიმალური სიჩქარე: 309 kph / 192.0 mph
აჩქარება (0 – 60 mph): 4.1 წამი.
აჩქარება (0 – 100 mph): 9.0 წამი.
402 მეტრს ფარავს: 12.2 წამი.

=================================

87ad47c8282e

Lamborghini Gallardo Lp: სანამ LP ვერსია გამოვიდოდა იყო კიდე ბევრი ვარიანტები მაგალითად SE ვერსია, ასევე როდსტერი ანუ კაბრიოლეტი და ასე შემდეგ და შემდეგ გამოვიდა LP ვარიანტი. LP ვარიანტში შეცვლილია თითქმის ყველაფერი მხოლოდ ძირითადი ბაზა დატოვებული თუ სალონის ელემენტებს არ ჩავთვლით. ეს მოდელი უფრო დამრგვალებულია მართალია აერო დინამიკურად ბევრად უკეთესია და ვიზუალურადაც ვერ დავიწუნებთ, თუმცა მე არ მომწონს არა ტექნიკურად არამედ ვიზუალურად. რაც შეეხება თვითონ ავტომობილს ეს გალარდოებს შორის ყველაზე მძლავრი მოდელია, მისი ბევრნაირი ვერსია არსებობს, LP540, LP560 და ასე შემდეგ. ამ კონკრეტულ მომენტში კი მათ შორის ერთერთი ძლიერი LP560 – ს ვიხილავთ. აგრესიული, დახვეწილი და მძლავრი ავტომობილი რომელიც თამამად უწევს მსოფლიოს ნებისმიერ Super Car – ს კონკურენციას და არაფრით ჩამორჩება. მშრალი ციფრები:

აიწყო: იტალია
წარადგინეს: ლოს ანჯელესში
მანქანის ტიპი: სერიული წარმოება
ღირებულება: 160 ათასი ევრო.
ძრავი: V10 w/Dry Sump Lubrication
ძრავის ტიპი: ნატურალი.
ცხენის ზალები: 417.6 kw / 560 bhp @ 8000 rpm
ბრუნვის მომენტი: 540 nm / 398.3 ft lbs @ 6500 rpm
საბურავები (წინა): Pirelli Pzero 235/35 ZR 19
საბურავები (უკანა): Pirelli Pzero 295/30 ZR 19
დისკები (წინა): F 48.3 x 21.6 cm / 19 x 8.5 in
დისკები (უკანა): R 48.3 x 27.9 cm / 19 x 11 in
წონა: 1597 kg / 3517 lbs
მაქსიმალური სიჩქარე: 323.41 kph / 201 mph
აჩქარება (0 – 60 mph): 3.8 წამი.
წვა (ქალაქში): 21 L
წვა (ტრასაზე): 14 L
ბაკი: 80 ლიტრი.

=================================

521526255f94

Lamborghini Gallardo Superleggera: აი გადავედით ჩემს საყვარელ ვერსიაზეც რომელიც ზემოთ ხსენებულს ორივეს მირჩევნია მიუხედავათ იმისა რომ LP ვერსიას ბევრად ჩამორჩება. მომწონს ამ ვერსის ვიზუალური მხარე, ასევე მაკმაყოფილებს მისი ტექნიკური მხარეც. აგრესიულ იელფერს აძლევს მისი ფერი. გაუმჯობესეს მისი აერო დინამიკაც, დახვეწეს წინა მხარეც და უკანაც, შესაბამისად ავტომობილი უფრო მკვეთრად ჭრის მომავალ ჰაერის მასებს და მანქანას უფრო აახლოვებს მიწასთან. უკან შეამჩნევთ სპოილერს, რომელიც მთავარი აერო დინამიკური გათვლა ამ მანქანაში, ასევე შეამჩნევთ რომ ჩვეულებრივი გალარდოსგან განსხვავებით აყენია სხვანაირი შიტოკები რომლებიც ასევე აერო დინამიკურადა გათვლილი. მშრალი ციფრები:

აიწყო: იტალია
მანქანის ტიპი: სერიული სულ 172
ღირებულება: 166 ათასი დოლარი
ძრავი: Aluminum V10
ძრავის ტიპი: ნატურალი.
ცხენის ძალები: 395.2 kw / 530 bhp @ 8000 rpm
საბურავები (წინა): Pirelli Pzero 235/35 ZR 19
საბურავები (უკანა): Pirelli Pzero 295/30 ZR 19
დისკები (წინა): F 48.3 x 21.6 cm / 19 x 11 in
დისკები (უკანა): R 48.3 x 27.9 cm / 19 x 11 in
კოლოფი: 6-Speed Manual w/Optional Robotized E-Gear
მაქსიმალური სიჩქარე: 315.36 kph / 196 mph
აჩქარება (0 – 60 mph): 3.9 წამი.

=================================

ეხლა კი ვიდეოებსაც შემოგთავაზებთ.

პ.ს შეიძლება სხვა ვებ გვერდებზე დაუდევრობის გამო იყოს შეცდომა აჩქარების ციფრებში ზოგან ერთი წამით მეტს წერენ ზოგგან ერთI წამით ნაკლებს. როგორც მიხვდებოდით ლამბორჯინის მოყვარული ვარ და თითოეული ინფორმაცია დაზუსტებული მაქვს ასე რომ შეგიძლიათ ისიამოვნოთ საინტერესო თემით. მადლობა ყურადღებისათვის იმედია მოგეწონებათ.

=================================

ლამბორჯინი გალარდო ბაზავოი ვერსია:

ლამბორჯინი LP ვერსია:

ლამბორჯინი Superleggera ვერსია:

ბონუსი: ლამბორჯინი გალარდო Twin Turbo.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button