გასართობისაკითხავისასარგებლო

ცოტა რამ პირწიგნაკის დამაარსებელზე

facebook

რატომღაც გამიჩნდა სურვილი, გამეკეთებინა პოსტი საიტის დამფუძნებელზე, რომელმაც მთელი მსოფლიო და საქართველო ჩაითრია თავის ქსელში

 
მარკ ელიოტ ცუკერბერგი (დ. 14 მაისი 1984) არის მსოფლიოში ყველაზე ცნობილი სოციალური ვებ-გვერდის Facebook – ის დამფუძნებელი და ბიზნესმენი, რომელიც ფორბსის 2010 წლის მონაცემებით $4 მილიარდის მფლობელია. ცუკერბერგმა Facebook შექმნა თანაკურსელებთან ერთად ჰარვარდში სწავლის პერიოდში. ესენი იყვნენ: დასტინ მოსკოვიჩი, ედუარდ სევერინი და კრის ჰაგისი.

 

ადრეული წლები

ცუკერბერგი დაიბადა უაით ფლეინსში ნიუ-იორკის შტატში ებრაელების ოჯახში 1984 წელს. მან პროგრამირება დაიწყო, როცა ის საშუალო სკოლის მოსწავლე იყო. თავდაპირველად მას იტაცებდა კომპიუტერული პროგრამების განვითარება. მეცხრე კლასელმა იმ დროისათვის პოპულარული სამაგიდო თამაშის “რისკის” კომპიუტერული ვარიანტი შექმნა. აგრეთვე სკოლის ასაკში დაწერა პროგრამა MP3-player Winamp, რომელსაც მომხმარებლის მუსიკალური გემოვნების გაანალიზება შეეძლო. როცა ეს პროგრამა ინტერნეტში გამოჩნდა, Microsoft მზად იყო მის სანაცვლოდ 2 მილიონი დოლარი გადაეხადა და ახალგაზრდა ცუკერბერგი თავიანთ კომპანიაში მიეწვიათ, მაგრამ მარკმა უარი განაცხადა და ჰარვარდის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიურ ფაკულტეტზე ჩაბარება გადაწყვიტა.

Facebook

მარკ ცუკერბერგმა თავისი პროდუქტი მსოფლიო ქსელში გაუშვა 2004 წლის 4 თებერვალს, ჰარვარდის ერთი პატარა ოთახიდან. მარკს ამ საიტის შექმნის იდეა დაებადა მას შემდეგ, რაც იხილა Phillips Exeter Academy – ში ყოფნის დროს ტრადიცია, რომელსაც სხვა სასწავლებლებშიც იყენებდნენ. ყოველწლიურად ქვეყნდებოდა სახელმძღვანელო, სადაც მოცემული იყო სტუდენტების მონაცემები და ფოტო. ამ სახელმძღვანელოს პირწიგნაკი ერქვა, საიდანაც შემდგომში მისმა შექმნილმა სოციალურმა საიტმა მიიღო სახელწოდება Facebook. პირველი პირწიგნაკი მან ჰარვარდის უნივერსიტეტისთვის შექმნა, რისთვისაც მან უნივერსიტეტის მონაცემთა ბაზა გატეხა და ამის გამო მისი უნივერსიტეტიდან გარიცხვის საკითხიც დადგა, მაგრამ ჰარვარდის სტუდენტების მოთხოვნით მარკმა ისევ აღადგინა ეს სერვისი და ცოტა ხანში თითქმის სტუდენტების ნახევარი დარეგისტრირდა, მათ ამ საიტზე ჯგუფების თვითორგანიზებაც შეეძლოთ და თანდათან ეს საიტი პოპულარული ხდებოდა სტუდენტებში. რამდენიმე თვეში მარკს ანალოგიური საიტის შექმნის თხოვნით მიმართეს სტენფორდის, კოლუმბიისა და იელის უნივერსიტეტიდან. ცუკერბერგმა გადაწყვიტა დასახმარებლად მიემართა თავისი მეგობრისთვის დასტინ მოსკოვიჩისთვის, რომელთანაც ჰარვარდში ერთ ოთახში ცხოვრობდა.

 

ბიზნესის წამოწყება

ძალიან მალე მისი შექმნილი საიტი იმდენად პოპულარული გახდა, რომ მან გადაწყვიტა თავისი პროდუქტისგან ბიზნესი წამოეწყო. მარკმა თავისი ბიზნესის განვითარებისათვის მთელი დანაზოგი დახარჯა და როცა მიხვდა, რომ დამატებით დაფინანსება სჭირდებოდა, სწავლა მიატოვა და რამოდენიმე მეგობართან ერთად გაემგზავრა კალიფორნიაში, პალო ალტოში, ინოვაციური კომპანიების სამშობლოში. მათ იჯარით აიღეს პატარა სახლი, რომელიც ოფისად გამოიყენეს. 2004 წლის ზაფხულის მიწურულს ცუკერბერგმა გაიცნო ანგარიშსწორების სისტემა PayPal-ის ერთ-ერთი დამაარსებელი პიტერ ტილი, რომელმაც მოლაპარაკებიდან ოთხი საათის შემდეგ ცუკერბერგის კომპანიაში ნახევარ მილიონიანი ინვესტიცია განახორციელა. ეს არ იყო დიდი ინვესტიცია, მაგრამ ცუკერბერგმა მისი გონივრულად გამოყენება მოახერხა და Facebook გააფართოვა. მან პალო-ალტოში ოფისი დაიქირავა და გარს რამდენიმე თანამოაზრე შემოიკრიბა. ცუკერბერგი აპირებდა ჰარვარდში დაბრუნებას, რადგან თავდაპირველად საქმე წარმატებით არ მიდიოდა, მაგრამ საბოლოოდ მან გადაწყვიტა კალიფორნიაში დარჩენა და დღემდე არ დაბრუნებულა ჰარვარდში როგორც სტუდენტი. 2004 წლის ნოემბერში Facebook-ის მომხმარებელთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა.ცოტა ხანში ისევ პიტერ ტილის დახმარებით ცუკერბერგმა Accel Partners-ისაგან $12,7 მილიონის ინვესტიცია მიიღო. 2005 წლის შემოდგომაზე Facebook-ით უკვე 5 მილიონი ადამიანი აქტიურად სარგებლობდა და იგი ინტერნეტ-სივრცის ერთ-ერთი ლიდერი იყო. აღსანიშნავია, რომ მარკი ძალიან გონივრულად მოიქცა, როცა Google-დან გამოცდილი მენეჯერი შერილ სენდბერგი მოიწვია, რომელსაც ინტერნეტ ბიზნესში სერიოზული გამოცდილება გააჩნდა. 2006 წელს Facebook – მა სერიოზული ნოვაცია დანერგა. კომპანიის მიერ გაიხსნა სერვისი პროფესიული საზოგადოებისთვის და ცუკერბერგის პირველი კლიენტები „მაკდონალდსი“ და „ცეერუ“ გახდნენ. აღსანიშნავი ფაქტია, რომ 2006 წელს მარკ ცუკერბერგმა სცადა გაეყიდა თავისი საიტი. კომპანია Yahoo ერთ მილიარდ დოლარს სთავაზობდა მარკს, მაგრამ ბოლო მომენტში მან ეს გადაწყვეტილება არ მიიღო. კომპანიის შტაბბინა დღესაც პალო ალტოშია განთავსებული, ხოლო ფილიალები – მსოფლიოს თითქმის ყველა დიდ ქალაქში: ნიუ-იორკში, ლონდონში, მოსკოვში, ტოკიოში…

ქონება

25 წლის ბიზნესმენი მარკ ცუკერბერგი Facebook -ის წყალობით მილიარდელი გახდა, იგი ამ კომპანიის საკონტროლო პაკეტის 27 პროცენტს ფლობს. ფორბსის 2010 წლის მონაცემებით ის $4 მილიარდის მფლობელია და მსოფლიო მილიარდელების სიაში 212-ე ადგილს იკავებს, თუმცა ყველაზე ახალგაზრდა მილიარდელია. რაც შეეხება მისი კომპანიის, Facebook Inc – ის ღირებულების ზუსტი შეფასება რთულია, რადგან მარკი არ ჩქარობს მისი კომპანიის აქციების გამოშვებას და ბირჟაზე გამოტანას. მარკმა უარი უთხრა თავისი კომპანიის წილის მიყიდვაზე Google-ს, მაგრამ შემდეგ 1.6 % მიჰყიდა Microsoft-ს $240 მილიონად. აქიდან გამომდინარე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ კომპანიის მთლიანი ღირებულება $15 მილიარდია, მაგრამ ზუსტი ღირებულება ცნობილი გახდება, როცა ახალგაზრდა ბიზნესმენი თავისი კომპანიის აქციებს ბირჟაზე განათავსებს.

 

ფილმი ცუკერბერგზე

აშშ-ში 2010 წლის 15 ოქტომბერს მარკ ცუკერბერგზე და Facebook-ის შექმნაზე გამოვიდა ფილმი The Social Network, რომელშიც მთავარი როლი ენდრიუ გარფილდმა და ჯესი ეიზენბერგმა ითამაშეს. ფილმი არის კომედიური დრამის ჟანრში და ეკუთვნის Columbia Pictures – ს. ფილმის ბიუჯეტი შეადგენს $47 მილიონს.

 

რესურსები ინტერნეტში

What We Learned About Mark Zuckerberg This Week

Facebook Tries to Fend Off Copyright-Infringement Claim

პროფილი Facebook-ზე

სტატისტიკა პირწიგნაკის

სრული სტატისტიკა იხ.სურ

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close