ყველაზე ძვირადღირებული მანქანები
ამოარჩიეთ სასურველი ავტომობილი სრულიადში
10. 1962 Ferrari 250 LM
სულ წარმოებულია : 32
2008წ აუქციონზე გაიყიდა: 6.9მილიონ დოლარად
ეს მოდელიც, რა თქმა უნდა, შეიქმნა როგორც სარბოლო მანქანა, თუმცა რბოლაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელი იყო 100 ცალის წარმოება, მაგრამ მხოლოდ 32 გამოუშვეს. ამიტომაც ვერ გახდა წარმატებული რბოლებში, მაგრამ კოლექციონერების გულის მოგება მაინც შეძლო.
9: 1965 Shelby Daytona Cobra Coupe
სულ წარმოებულია: 6
2009წ აუქციონზე გაიყიდა : 7.25 მილიონ დოლარად
ერთადერთი ამერიკული მანქანა, რომელმაც შეძლო ფერარის დამარცხება ავტორბოლაში.
8: 1904 Rolls-Royce 10 HP
სულ წარმოებულია: 17
2004 წ აუქციონზე გაიყიდა: 7.4 მილიონ დოლარად
ორი კომპანია, Rolls და Royce, გაერთიანდა, რომ შეექმნათ მთელი 10 ცხენისძალის მქონე მანქანა.
7: 1929 Mercedes-Benz 38/250 SSK
სულ წარმოებულია: 30–35
2004 წ აუქციონზე გაიყიდა: 7.4 მილიონ დოლარად.
ეს არის ბოლო მანქანა, რომელიც შექმნა ფერდინანდ პორშემ მერსედეს–ბენცისთვის. შემდეგ იგი კომპანიიდან წამოვიდა საკუთარი წარმოების გასახსნელად.
6: 1937 Bugatti Type 57SC Atalante
სულ წარმოებულია: 11
2008წ აუქციონზე გაიყიდა: 8 მილიონ დოლარად.
იგი დასახელდა მსოფლიოს პირველ სუპერმანქნად (supercar)
5: 1937 Mercedes-Benz 540K Special Roadster
სულ წარმოებულია : 26
აუქციონზე გაიყიდა: 8.2 მილიონ დოლარად.
პირველმა მფლობელმა შეიძინა 1937 წელს და მას შემდეგ ფარდულში ჰყავდა დამალული მეორე მსოფლიო ომის დამთავრებამდე.
4: 1962 Ferrari 330 TRI/LM
სულ წარმოებულია: 1
აუქციონზე გაიყიდა : 9.3 მილიონ დოლარად.
მან გაიმარჯვა 1962წ ცნობილ ლე მანის რბოლაში. მანქანას მართავდნენ ფილ ჰილი და ოლივერ გენდებენი.
3: 1931 Bugatti Type 41 Royale Kellner
სულ წარმოებულია: 6
1987წ აუქციონზე გაიყიდა: 9.8 მილიონ დოლარად.
მას ჰქონდა ყველაზე დიდი (12.7 ლ რვაცილინდრიანი) ძრავა კერძო მანქანებს შორის.
2: 1961 Ferrari 250 GT SWB California Spyder
სულ წარმოებულია: 50
2008წ აუქციონზე გაიყიდა 10.9მილიონ დოლარად.
ერთ–ერთი მათგანი ბოლომდე დაამტვრიეს ფილმში “Ferris Bueller’s Day Off”
1: 1957 Ferrari 250 Testa Rossa
სულ წარმოებულია: 22
2009წ აუქციონზე გაიყიდა 12.1 მილიონ დოლარად.
სპორტული მანქანების მსოფლიო ჩემპიონატის ექვსი რბოლიდან მან ოთხში გაიმარჯვა.( საჭესთან ვინ იქნებოდა, თუ არა ფილ ჰილი)
გისურვებთ უახლოეს მომავალში რომელიმე მათგანის შეძენას :D