მიზანი? ამერიკული ბიზონების განადგურება!
ადამიანი ახალი მიწების ათვისების მიზნით ბუნების წინააღმდეგ დაუნდობელ ბრძოლას იწყებს.ასეთ ბრძოლებს ეწირება დედამიწის ბუნებრივი საფარი და ცხოველთა სამყარო.და სანამ დღევანდელი კატაკლიზმების შედეგების ახსნას სხვადასხვა ფაქტებით – ხან ციური სხეულების გადაადგილებით,ნოსტრადამუსის,ვანგას და მაიას ტომის “წინასწარმეტყველებით” ვხსნით ჯობს რეალობას გავუსწოროთ თვალი… მიზეზთა ამ კასკადის შემდეგ ყველას ავიწყდება,რომ ყველაფერი გამოწვეულია ადამიანთა ტირანიით,ტირანიით რომლის მსხვერპლი ჩვენი საცხოვრებელი გარემოა… ვანადგურებთ გარემოს ხანმოკლე იდილიისთვის და ვრჩებით გამონაბოლქვით,მომწამლველი აირებითა და მომატებული რადიაციული ფონით გაჯერებულ გარემოში.
ეს ხანმოკლე შესავალი აუცილებელია იმისათვის,რომ მოკლე წარმოდგენა შეგექმნათ თუ რაზე იქნება ამ სტატიაში საუბარი.სტატია არის ადამიანის იმ ქმედებების წარმოჩენაზე რასაც მოჰყვა წყვილჩლიქოსანი ძუძუმწოვრის,ამერიკული ბიზონის გადაშენების პირას მიყვანა.შედარებისთვის გეტყვით ერთს-სანამ ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე დაიწყებოდა თეთრკანიანთა მასიური მიგრაცია “ბებერი” ევროპიდან,ბიზონთა რაოდენობა 75 მილიონს აღემატებოდა,ხოლო შემდეგ იწყება მასიური ხოცვა-ჟლეტა და საბოლოოდ ვიღებთ გაუკაცრიელებულ ტრამალებს,სადაც იშვიათად თუ შეხვდებით ამ ძუძუმწოვარს.განვიხილოთ ყოველივე ეს უფრო დეტალურად.
ამერიკული ბიზონი(ამერიკელები მას ბუფალოსაც უწოდებენ) წარმოადგენს წყვილჩლიქოსან ძუძუმწოვარს,რომელიც ეკუთვნის ძროხისებრთა ოჯახს.ისინი საკმაოდ დიდი ზომის არიან,სიგრძით 2.5-3 მეტრი,სიმაღლით 2 მეტრამდე,იწონის 1 ტონაზე მეტს.ცხოვრობენ დაახლოებით 14 წელს.მათი გავრცელების არეალი მოიცავს ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტის ველებს,იშვიათად ტყეებს.დღეისათვის მათი რაოდენობა რამდენიმე ათეული ათასია და ისინი დაცულნი არიან იელოვსტოუნისა და ვუდლ–ბუფალოს ნაკრძალში.
კოლუმბის აღმოჩენების შემდეგ როგორც ვიცით ამერიკის კონტინენტს მოაწყდა უწყვეტი ნაკადი ევროპელებისა,ისინი მოემართებოდნენ “ახალი მიწისაკენ” თავიანთი მადის დასაკმაყოფილებლად.ჩნდებოდა თეთრკანიანთა ახალი დასახლებები და პარალელურ რეჟიმში ხდებოდა აბორიგენი მოსახლეობის(ინდიელების) მასობრივი განადგურება.ინდიელთა საწინააღმდეგო ღონისძიებების შედეგი იყო რამდენიმე მილიონი ინდიელის სიკვდილი,ტომების სისხლისგან დაცლა.ამის ახსნა ერთი სიტყვით შეიძლება–გენოციდი.იხილეთ ამ თემაზე ჩემი სტატია
ამერიკის კონტინენტის “ახალ მოსახლეები” მალელე მიხვდნენ თუ რა “ელდორადო” აღმოაჩინეს.დაიწყო გადინება სიმდიდრის,ბუნების განადგურება.ტეხასისა თუ არიზონის ველებზე გავლისას ყოველივე განცვიფრებით გაჰყურებდა ჰორიზონტზე შავი ზოლის გადაადგილებას,რომელიც უწყვეტი ნაკადით გადაადგილდებოდა.ეს შავი ზოლი თანდათან ახლოვდებოდა და გადაიქცა ამერიკულ ბიზონთა ჯოგად.მათი რაოდენოდა იმდენად დიდი იყო,რომ “ყველაფრის მნახველი” დამპყრობელიც კი აღტაცებული დარჩა.სწორედ ამ დროს ყალიბდებოდა ალბათ მათ გონებაში,რომ ეს იყო მათი სიმდიდრის,გართობის ახალი წყარო ან ყველაზე უარესი–ინდიელთა საწინააღმდეგო ღონისძიება.
ბიზონების განადგურების პერიოდი შეიძლება ორ ფაზად დაიყოს.პირველი ფაზა (1730-1830 წ.წ.) ანუ “მოსამზადებელი” პერიოდი.ამ დროს ხდება ადამიანის განსახლება ბიზონის საცხოვრებელ არეალში,ხდება პირველი”კონტაქტი”,რის შედეგადაც აღმოჩნდა რომ ბიზონის ტყავი საკმაოდ ძვირფასი და თბილი იყო,ხოლო ხორციც საკმაოდ გემრიელი.
მეორე ფაზა იწყება 1830 წლიდან და უკვე მიზანი სულ სხვა იყო-ამერიკული ბიზონის სულობრივი განადგურება,სწორედ ამ მიზნით ამერიკის ხელისუფლების მიერ სანქცირებულ იქნა ბიზონებზე ნადირობა.სწორედ ამ სანქცირებას მოჰყვა მასობრივი ხოცვა-ჟლეტა.ამერიკელმა გენერალმა ფილიპ შერიდანმა განაცხადა:“ბიზონებზე მონადირეებმა ბოლო 2 წლის განმავლობაში უფრო მეტი გაკეთეს ინდიელთა საკითხის გადაწყვეტის მხრივ,ვიდრე არმიამ 30 წლის მანძილზე.ისინი ანადგურებენ ინდიელთა მატერიალურ ბაზებს.მოამარაგეთ მონადირეები ტყვია-წამლით და ნება დართეთ ბიზონთა დახოცვის სანამ არ მოხდება მათი სრული განადგურება”. მან აშშ_ს კონგრესს შესთავაზა,რომ მონადირეებისთვის ჯილდოც დაეწესებინათ.
შერიდანს მხარი აუბა პოლკოვნიკმა რიჩარდ დოჯმა და განაცხადა-“თითოეული ბიზონის სიკვდილი ნაბიჯია ინდიელთა განადგურებისკენ”.
შერიდანისა და დოჯის ამ განაცხადში ნათლად ჩანს,რომ ბიზონთა განადგურების ძირითადი მიზანი იყო ინდიელთა გადაშენებისათვის ხელის შეწყობა.სხვა ვერაფერს ვიტყვით,რადგან ინდიელებისთვის ამ ძუძუმწოვარს საკმაოდ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა,ისინი მათ საკვებათ იყენებდნენ და ტყავს კი ტანისამოსისათვის,ვიგვამების მოსართავად,ცხენის აღკაზმულობისათვის.შერიდანი და სხვები მიიჩნევდნენ,რომ ამერიკული ბიზონის განადგურების შემდეგ ინდიელებს შიმშილით სიკვდილი ელოდათ და არც ცდებოდა.
ამ ყველაფრის შემდეგ მონადირეთა,თავგადასავლების მოყვარულთა,”განსლინგერთა” და ველური დასავლეთის გმირთა მობილიზება.ამერიკულ ბიზონებს კლავდნენ ყველგან,მატარებლის ვაგონებიდანაც კი ესროდნენ მათ.მათი რაოდენობა კატასტროფულად იკლებდა.მონადირეები ხოცავდნენ მათ და ჯილდოს სახით ენას იტოვებდნენ,რომელიც დეიკატესად ითვლდებოდა.ხოლო დანარჩენ ნაწილებს ხელშეუხებელს ტოვებდნენ.მალე ბრძოლაში სამხედრო დანაყოფებიც ჩაერთვნენ.1870 წლის განმავლობაში დაახლოებით 200 ათასი ბიზონი გამოასალმეს სიცოცხლეს,ხოლო 1871-1875 წლის განმავლობაში დაახლოებით 6 მილიონი ბიზონი მოკლეს.შტატების ველები აივსო მათი ძვლებით,მალევე მონახეს გამოსავალი და დაიწყეს ძვლების გადამუშავება და მათი გამოყენება სასუქად.1872-1874 წლებში ცნობილია,რომ სატვირთო მატარებლის საშუალებით გადატანილ იქნა დაახლოებით 4.5 მლნ კილოგრამი ბიზონის ძვალი.
მეცხრამეტე საუკუნის 70_იანი წლების ბოლოს აშშ_ს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ამერიკული ბიზონი თითქმის გაქრა და მათი გამოჩენა ისეთი იშვიათი იყო როგორც თოვლი აფრიკის კონტინენტზე.ჩრდილოეთ ნაწილში ჯერ კიდეც მრავალრიცხოვანი იყო ბიზონთა რაოდენობა რაც გამოწვეული იყო იმით,რომ მონადირეები ერიდებოდნენ ჩრდილოეთში “ვოიაჟს”(საქმე იმაში იყო,რომ აქ ინდიელები ჯერ კიდევ საფრთხეს უქმნიდნენ თეთრკანიანებს).თუმცა სიტუაცია შეიცვალა 1880 წლის შემდეგ როცა ამოქმედდა სარკინიგზო ხაზი “კანზას პესიფიქ რეილვეი” და ჩრდილოეთ მიწას მოედო თავგადასავლის მაძიებელთა არმია.5 წლის შემდეგ აქაც მინიმუმამდე დავიდა ბიზონთა რაოდენობა.
ამ უთანასწორო ბრძოლაში განსაკუთრებით თავი გამოიჩინა ბუფალო ბილმა.მან რამდენიმე ათასი ბიზონი იმსხვერპლა და ასევე რამდენიმე ათეული ინდიელიც გამოასალმა სიცოცხლეს.და შემდეგ ამ სისასტიკით იწონებდა თავს…
საქმე პრაქტიკულად ბოლომდე აღმოჩნდა მიყვანილი და ამერიკულ ბიზონთა რაოდენობა 75 მილიონიდან რამდენიმე ათასზე ჩამოვიდა.ნადირობას აზრი აღარ ჰქონდა,რადგან ოდესღაც ჰორიზონტზე შავ ზოლად დანახული ჯოგი იქცა უკიდეგანო სივრცეში ეულად მონავარდე გედად… ასევე გამართლდა შერიდანის მსგავსი ადამიანების იმედები და არაერთი ინდიელი შიმშილით დაიღუპა,განსაკუთრებით მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდა სიუს ტომის ინდიელები.
“გარშემო მოჩანს ბიზონთა ნარჩენები,მკვდარი სხეულები.მხოლოდ ამ ბუმბერაზი ძუძუმწოვრის თავის ქალები და ძვლები თბებოდნენ მზის სხივებით.ზოგიერთ ადგილას მოჩანდა ძვლების გორაკი,რომლებსაც მალე გადაიტანდნენ ფაბრიკებში გადასამუშავებლად” ინგლისელი ნატურალისტი უილიამ გრიბი,1887 წელი.
წლების შემდეგ ბევრი “მეცნიერი” გამოჩნდა და ისინი მიიჩნევდნენ,რომ აუცილებელი იყო მათი განადგურება და ფერმერებისთვის ადგილების გათავისუფლება.თუმცა რეალურად შესაძლებელი იყო ბიზონთა და ადამიანთა ერთობლივი თანაცხოვრება… თუმცა ამ პოლემიკებით ვეღარ მოხდება ამერიკულ ბიზონთა რაოდენობის ზრდა…
რეალობა ასეთია-ეს ბუმბერაზი ძუძუმწოვარი შეიქმნა მსხვერპლი გაუმართლებელი სისხლისღვრისა,ადამიანის სიმხეცისა.
სტატიის ბოლოს მცირედ გადახვევას გავაკეთებ და რამდენიმე ფაქტზე გიამბობთ რომლებიც უკავშირდება ამერიკულ ბიზონებს როგორც სიმბოლოს.ისინი არაერთგზის ასახულ იქნენ ამერიკულ ვალუტაზე,სწორედ ბიზონია გამოსახული ვაიომინგისა და კანზასის დროშაზე,ასევე კანადის პროვინცია მანიტობას გერბზე.1898 წელს ასევე ამერიკულ მარკაზეც გამოჩნდა ეს ძუძუმწოვარი.ამერიკული ბიზონის უკვდავი ილუსტრაცია მოახდინა ედვარდ მეიბრიჯმა და შექმნა მოძრავი გამოსახულება,სადაც მოჩანს მორბენალი ბიზონი.
ამერიკული ბიზონი დღეისათვის დაცულია და წითელ წიგნშია შეტანილი.რამდენიმე ათასი ბიზონი ნავარდობს იელოვსტოუნის ულამაზეს ნაკრძალში და ისტორიას მალავს,ტრაგიკულ ისტორიას თუ როგორ განადგურდა ოდესღაც მილიონიანი “ცივილიზაცია”…
Don Mindia