გართობა

ჩემი პროექტი

65baf6f7c069

კიდევ ერთხელ მოგესალმებით. მინდა მოგიყვეთ ჩემ პროექტზე, ჩემ გამოცდილებაზე რავიცი რაც გინდათ დაარქვით. როგორც უკვე მიხვდებოდით ავტო მოყვარული ვარ და დაინტერესებული ვარ ამ სფეროთი. ჩემი დაინტერესება შორეულ წარსულში დაიწყო. ამ თემაში მინდა გიამბოთ ჩემ ყოფილ პროექტზე რომელიც მთლად ბოლომდე ვერ განვახორციელე მაგრამ გარკვეულად დავამთავრე. მართალა ეს მანქანა ბოლოს გავყიდე მაგრამ, უდიდესი გამოცდილება შევიძინე და მინდა გაგიზიაროთ მგონი საინტერესო იქნება. აბა დავიწყოთ ყველანი სრულიადში.

7e3ed2ad64b5

2010 წლის სექტემბერში შევიძინე Bmw E34, რომელიც ადრე იყო M5.. მაგრამ ძრავი გარდაიცვალა და მანქანაში ჩადგეს 3.5 (M30B35). რაც შეეხება კუზაოს კუზაო მთლიანად M ის იყო დატოვებული და ძალიან მომეწონა. შესაბამისად შევიძინე ესე ვთქვათ საცდელად. ბევრი Bmw მყოლია თუ დავკონკრეტდებით 9 მყავდა და ფავორიტად E34 მყავს ზლაინ მომწონს ეს კუზაო და მინდოდა ჩმეი ხელით ამეწყო. პირველ რიგში უნდა ამომეღო ძრავი რა საკვირველია და უნდა მეზრუნა ახალ ძრავზე. ჩემთვის მთავარი არ იყო ის თუ როგორი იქნებოდა მანქანა დრაგზე, ძირითადად დრიფტით ვარ გატაცებული და უბრალოდ მინდოდა კარგი სამაიმუნო მანქანა გამოსულიყო. რა სკავირველია სანამ დავიწყებ მინდა გითხრათ რომ მანქანა სრულიად M იყო მხოლოდ ძრავი იქნა შეცვლილი.

2aa8b46fa0d4

მოკლედ და კონკრეტულად 6 სექტემბერს თუ არ ვცდები ღამე 1 საათზე დავიწყე მანქანის დაშლა ჩემი ხელით, მოვიმარჯვე საკმაოდ ბევირ ინსტრუმენტი და შეუდექი დაშლას. (ძრავის). ძრავი თავიდანვე ნათელი იყო რომ სავალალო მდგომარეობაში იყო და ჩემი მიზანი იყო ამომეღო და გადამეგდო სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. პირველი რაც შევამჩნიე როდესაც მოვხსენი გალოვკის კრიშკა ეს იყო ტალკატელები რომლებიც დამტვრეული იყო ფაქტიურად. 1 ცალი მთლიანად მოგლეჯილი იყო და მანქანის ერთი ცილინდრი მინიმუმ არ მუშაობდა. შემდეგ მივადექი გამშვებ კოლექტორებსაც კოლექტორები რომ მოვხსენი მისი პრაკლადკები საშინელ მდგომარეობაში იყო დამწვარი გაუბედურებული, ყველა მხრიდან აპარებდა.

cfc41039af09

მივადექი წყლის სისტემას, და ჰაერის სისტემას მოვხსენი ყველაფერი, რადიატორი, გამანაწილებელი ბაჩოკი, ასევე მოვხსენი ვოზდუხა მერი, რომელიც ჩმედა გასაკვირად კარგ მდგომარეობაში იყო. მოვხსენი ფილტრიც და დროსელიც მოკლედ ყველაფერი რაც წყლის სიტემას შეეხება. პომპის და თერმოსტატის გარდა. რაც ჰაერის სისტემას შეეხება ყველაფერი მოვხსენი მხოლოდ შემშვები იყო დარჩენილი. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს რადიატორიც კარგი იყო, მუფტაც მუშაობდა და ყველაფერი მწყობრში იყო. რა საკვირველია ეს ყველაფერი დავალაგე გარაჟში მიუჩინე თავისი ადგილი და გავაგრზელე საქმის კეთერბა….

3d82a9045da4

მივადექი გალოვკას რომლის მოხსნაც მთელი წვალება იყო. როგორც იცით გალოვკის მთავარი ბოლტები საკმაოდ გრძელია და რთული მოსახსნელია. ძალიან გაგვიჭირდა, კომპრესორითაც ვერ მოვხსენით. მაგრამ ეგ არაფერი მოვიყვანეთ ჩვენი ტერმინატორი მეგობარი ლევანა და სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით როგორც არაფერი ისე მოხსნა. მართლაია გაოცებას ვერ ვმალავდით 40 წუთის მანძილზე მაგრამ ეს ყველაფერი ამად ნამდვილად ღირდა. ბოლტები ძალიან მაგრათ იყო დაჭერილი მაგრამ არარსებობს ისეთი რამ რასაც ადამიანი ვერ გააკეთებს, ეს ერთგვარი სტიმულიც იყო ჩვენთვის და ჩგავაგრძელეთ საქმის კეთება…..

9d82156ffe31

ცოტა ხანი შევისვენე და რამოდენიმე დღეში გავაგრძელე. ცოტა ფული ვიგდე ხელთ და გავქანდი ნაწილების საყიდლად ელემენტარულების თუმცა საჭირო ნაწილების. ვიყიდე ახალი აკუმლიატორი, ახალი ვასმიორკები, ახალი ბალკის რეზინები, ახალი კალოდკები წინები, უკანები. და ჩემი საყვარელი ნივთი ანგელოზები, ანუ ანგელოზის თვალები. რომლებიც ყენდება ფარებში და რკალისებური ფორმა აქვს. შიეძლება ბევრს არ მოსწონს მაგრამ მე ძალიან მომწონს და დაუყონებლივ შევიძინე თეთრი ფერის. პლიუს ამ ყვლეაფერს ვიყიდე ახალი სანისლე ფარები ეგრედ წოდებული ტუმანიკები, შავი ფერის შეუხამე M5 ის ფერებს რა საკვირველია.

04d04d3f6d42

==================================================

ზევით დამავიწყდა თქმა რომ დროსეილი რომელიც მდებარეობს შემშვებთან ანუ პრისკთან, რომელიც ატარებს ჰაერს, ანუ გაზს რომ დააჭერ ფეხს და იხსნება ეგ იყო საზიზღარ მდგომარეობაში 2 სანტიმეტრის მეტს არ იხსნებოდა არც ხელით. ანუ ფაქტიურად ძრავი უჰაეროდ იყო. კი მეცოდება მაგრამ რას ვიზავთ რეალობა მწარეა. ამ ყველაფრის შემდეგ მივადექი მანქანის ECU ანუ მანქანის ტვინს, კომპიუტერს რაც გინდათ ის დაარქვით. (Engine Control Unit). მოხსნის შედეგად და კოდის შმეოწმების შედეგად დავადგინე რომ მანქანის Engine Control Unit იყო 530 ის და არა 535 ის რამაც გამაკვირვა ძალიან. საერთოდ როგორ დადიოდა ისიც მიკვირს. სხვათაშორის ეხლაც სახში მაქვს ეს Engine Control Unit დ ვისაც უნდა ვაჩუქებ 530 V8 – ის არის ვისაც უნდა წაიღოს. ამ ყველაფრის შემდეგ ხელს მიშლიდა კაპოტი რომელიც საშვალებას არ მაძლევდა ნორმალურად მივდგომოდი ძრავს, როგორც იცით E34 ს სხვანაირად ეხსნება კაპოტი ხოდა მეც მოვხსენი ბოლტებიდან და დავდე ესეც გარაჟში.

f1e77b5212df

8d45e1381ecc

გალოვკის სახურავი რომ მოვხსენი დავაკვირდი და ასე მომეჩვენა რომ საჭმლის ზეთზეა ნამუშევარი ეს საწყალი ძრავი, რამაც გული დამწყვიტა მაგრამ შემართებით გავაგრძელე მუშაობა. დავხსენი ინჟექტორები და მიუახლოვდი ძრავის პრავოდკას. ძალიან ბევრია მინდა გითხრათ. თუმცა სურათზე თავად ნახავთ. ის ნაწილები რაც შეიძლებოდ დამჭირვებულიყო მომავალში მოვათავსე მანქანის საბარგულში. მივადექი გალოვკას მაგრამ ძალიან რთული მოსახსნელი გახდა რადგანაც გალოვკაზეა მიმაგრებული შმეშვები კოლექტორები რომლებსაც ვერ მოხსნი თუ გალოვკა არ მოხსენი, უბრალოდ ვერ მიუდგები, რომც მიუდგე სხვადა სხვა კლუჩებით იმ დონემდე იყო ესე ვთქვათ ჩაჟანგებული რომ ფაქტიურად შეუძლებელი იყო, მართალია ვიწვალე მაგრამ მაინც მოვხსენი გალოვკა თავისი შმეშვებით. ამ შემშვებ კოლექტორებს საქართველოში ეძახიან პაუჩოკს რადგნააც ობობასავით ფეხები აქვს. კინაღამ მოვკვდი მაგის მოხსნით. როცა გალოვკიანად მოვხსენი მერეც კი გამიჭირდა განცალკევება ერთმანეთისგან.

1b8370aa6de6

d1be5961f78b

როგორც იქნა ჩავიჭყიტე ცილინდრებშიც, ბევრი ლაპარაკი არ უნდა და ბევირ მითქმა მოთქმა საზიზღარ მდგომარეობაში იყო ძრავი. ასევე გადავაძრეთ ცეპიც, რომლის მოხსნაც მთელი კატასტროფაა. ძალიან ძნელია და ძალიან ცუდია როცა არ გაქვს შესაბამისი კლუჩები და გიხდება ათასნაირი მაიმუნობით მოხსნა. მაგრამ დამიჯერეთ და მენდეთ თქვენს მანქანას თქვენზე უკეთესად ვერავინ გააკეთებს, თუ პირობები გაქვთ მითუმეტეს ჯობია იწვალოთ და გულიანად გააკეთოთ ვიდრე ვინმეს ფული მისცეთ. თუ მანქანა გაინტერესებთ ადვილად გაიგებთ ყველაფერს და უცბათ აუღებთ ალღოს. ცოტა გადაუხვიე ეხლა კი მოდით თემას დაუბრუნდეთ. სურათებში ნახავთ ასევე ტუმანიკებს, ძრავის რემნებს, კარტერის რემნებს ახლებს. და ასე შემდეგ…..

1b4fd4d7dea1

45bded1dbf82

639dc3171aa2

ასევე ვიყიდე წინასწარ, კრასკა, ლაკი, და მალიარსაც შეუთანხმდი რადგანაც კრილო, კაპოტი, და კარნიზები შესაღები მქონდა პირველ რიგში. შემდეგ შეიძლებოდა დისკების შეღებვაც. მივადექი სტარტერსაც სტარტერის მოხსნა არ გამჭირვებია თუმცა გამაწვალა ზეთის ფილტრის მოხსნამ ჩასადების მოხსნამ თვითონ ძაან რთულადა გაკეთებული თან ბეემვეს ცუდი ბოლტები აქვს რაღაც მართლაც უცნაური ბოლტები, მაგალითად 16 იანი 19 იანი და ასე შემდეგ ცოტა უცნაური ბოლტებია. მაგრამ მთავარია მოიმარჯვო ხელსაწყოები. რამოდენიმე დღეში მანქანა გმაოვაგორე გარეთ და შევათვალიერე ცოტა დავისვენა, ლუდიც დავლიეთ მე და მეგობრებმა და მზად ვიყავი გამეგრძლებინა. სხვათა შორის ამ ყველაფერს მე და ჩემი 2 მეგობარი ვაკეთებდით და თავს არ ვზოგავდით.

74a5ab3353d4

e224fd1ad184

შემდეგ მოიხსნა დინამო, პომპა, თერმოსტატი და ასე შემდეგ ყველაფერი ის დეტალი რაც ძრავზეა დამაგრებული, და ჯერი მიადგა ძრავის ბლოკს, ანუ იმ ადგილს სადაც განთავსებულია, პორშინები, კოლიცოები, დგუშები და ასე შემდეგ. მაგრამ პირველ რიგში უნდა მოგვეხსნა პადმატორნები. სხვათა შორის პადმატორნებიც კარგ მდგომარეობაში იყო. არც ბევრი გვაწვალა და მოიხსნა ჩვეულებრივად და ძრავი დავაგდეთ წინა ტრავერსზე თუმცა საქმე ჯერ კიდევ ბევრი იყო. უნდ ამოგვეხსნა კოლოფიც (კარობკა) მისი ყველა ბოლტი, ცეპლენია და ასე შემდეგ….. ეხლა მოვიდა მანქანის აწევის ჯერიც რათ ამოგვეხსნა ვიხლოპი მთლიანად, ასევე კარობკა და ძრავი უნდა ამოგვეღო, მიუხედავათ იმისა რომ არ გვქონდა ეგრედ წოდებული პადიომნიკი, მანქანის ამწევი ჩვენც ავწიეთ მიცუბიშ პაჯეროს დანგრატით და შეუცურეთ ბლოკები რათა არ ცამოვარდნილიყო და შეუდექით საქმეს. მოვხსენით ვიხლოპიც ბევრი წვალების შედეგად, ორი ბოლტი მოსაჭრელი გაგვიხდა. სურათებზე ნახავთ ჩემს არაჩვეულებრივ სტიკერს, და ბოლტებს ბოთლებში დახარისხებულს.

59a55f5d8154

2c2a37af0735

6366ea715fa7

39e6ceb5d6ca

ცოტა გავხალისდეთ, ესეც ჩემი E34 ის დაშბორდი, პანელი, რული, რომლებიც სიგიჟემდე მიყვარს. რული M ტექნიკისა. დაშბორდზე ვგიჟდები წითელ სტრელკებზე ძალიან მაგარია და ეს ერთერთი მიზეზთაგანია რატომაც მიყვარს E34 M5. ასევე სურათებზე ნახავთ ჩემ გარაჟში არსებულ მურაბებს და კამფოტებს. ბებოს გაკეთებულს არაფერი სჯობს დამღლელი დღის შმედეგ მადიანად შევექცეოდით ხოლმე ჟერ გემრიელ საწმელს და დესერტად მურაბებს.

e83a39adaa2b

a18bd4f0ec3e

de1127a078c3

წინა სავალი ნაწილები კარგ მდგომარეობაში იყო რასაც ვერ ვიტყვი უკანა სავალ ნაწილებზე, თუმცა უკანები ყველაფერი შევიძინე. სურათებზე ჩანს ყველაფერი ასევ ენახავთ სურათზე ჩემს სპორტულ დაკიდებასაც და მის პრუჟინებს. რომლებიც საშინლად არ მომწონდა რადგანაც მანქანა ძალიან დაბალზე იდგა რაც მე არ მინდოდა აშკარად. მართალია ხელს უწყობს მანევრირებას მაგრამ უბრალოდ ალერგია მაქვს.

eb7a21c4e097

7ed65f01c6b9

77673bfdd09e

ძალიან მო-მიშალა ნერვები კოლოფმა რომელსაც მთელი ორი დღე ვხსნიდით და ბოლოს ძლივს მოვხსენით მაგრამ ყველაფერი კარგათ დამთავრდა და ძირითადი საქმე გაკეთებული იყო. ჩვენც შესვენება ავიღეთ და რამოდენიმე დღე დავისვენე, ამასთან ეს დღეები გამოვიყენე და მოვაირე ბევრი ვებ გვერდი, მთელი თბილისი, ვიკითხე ძრავები და ასე შემდეგ. თავიდან მინდოდა 4.4 სვაპი გამეკეთებინა მაგრამ კატასტროფულად ძვირი ჯდებოდა. მეც გადავიფიქრე შემდეგ ვიფიქრე M5 ის B38 ზეც მაგრამ სამწუხაროდ ესეც ძალიან ძვირი იყო უბრალოდ მაგდენის საშვალება არ მქონდა. თნა მე 200 მდე HP ეც კი მაწყობდა რადგანაც მქონდა ბლოკირებული ხიდი შესანიშნავ მდგომარეობაში და ჩვეულებრივი 2.5 იც დამაკმაყოფილებდა თანაც იაფი ჯდებოდა და პლიუს ამ ყველაფერს მომავალ ტუნინგზეც შეიძლებოდა ფიქრიც და მეც 2.5 ის არჩევანი გავაკეთე. როგორც იქნა მოვხსენით გადაცემათა კოლოფი და გინდ დაიჯერეთ გინდა არა ხელით ამოვიღეთ ძრავის ბლოკი 5 მა კაცმა მოგვწყდა ხელები.

de15c6833811

a8cda1ccfcf3

ეს კი ბლოკი, მახავიკი, გალოვკა, შმეშვები და ძირითადი ნაწილები. (სურათები)

8c9f3d1e2280

c47a5d6abf2e

daef1acd986d

წავედი გორში და ვიყიდე 2.5 პლიტა ძრავი E36 ის ანუ ტროიკის, თავისი პრავოდკით, ვოზდუხა მერით, და ყველაფრით მოკლედ და ჩავდგით როგორც იქნა თუმცა კარობკაზე მქონდა დიდი პრობლემები, ვერაფრით ვერ ვიშოვე 2.5 ის კარობკა ისეთი როგორიც მე მინდოდა და დავაყენეთ E36 ის 2.8 ის გადაცემათა კოლოფი (კარობკა) მახავიკი, ცეპლენია შიფტერი ანუ გადამრთველი დავტოვე M5 ის, M5 ის კარდანიც დავტოვეთ და ბლოკირებული ხიდიც, უბრალოდ კარდანის ელასტიური ვიყიდეთ უფრო დიდი ზომის სიგრძეში. როგორც ციით კარდანის ელასტიური ამორტიზატორის როლსაც ასრულებს კარდანისთვის და ქანაობისას არ ურტყავს ხიდის კბილანებს.

ea4ac7e550dc

179c12af18ac

4d6494c68451

შევკერეთ სიჩქარის ჩიხოლი წითელი შავში, გავკრასკე კაპოტი, კრილო, კარნიზები. გავასუფთავე სალონი, გავაკეთე ჭერი, დავაყენე ყველა ნაწილი, დავაყენე ანგელოზებიც, და მანქანაც დავქოქეთ. ყველაფერი კარგათ წავიდა. ყველაფერი მუშაობდა. შედეგი მივიღე ძლაინ ნორმალური. 2.5 იყო ჩემი 3.0 ებს თავისუფლად ვედექი გვერდზე და რაც ყველაზე მთავარი იყო დრიფტში ძალიან კარგი იყო და ჩემს ჭიას ვახარებდი. ჩავატარეთ ექსპერიმენტი. 2.0 მერსედეს C კლას კომპრესორს, ესპრიტის გამშვებით, ესპრიტის კარობკით, ახალი კომპრესორით დაუდექით ჩემი ძველი ჩვეულებრივი პლიტა 2.5 ით მაგრად გაგვასწრო ხოლო ამ პროექტის შემდეგ დაუდექით ამით და მთელი 3 კორპუსით წინ ვიყავით 200 მდე. მოკლედ ძალიან კარგი გმაოვიდა კმაყოფილიც ვიყავი. მაგრამ ბოლოს გავყიდე რადგანაც ახალის ყიდვას ვაპირებ უახლოეს მომავალში და კარგის ყიდვას წლოვანებითაც და ძრავითაც. მე ძლაიან დიდად ნასიამოვნები დავრჩი, ვისწავლე ბევრი რამ გავაკეთე ყველაფერი ჩემით და გამოვიდა მშვენიერი. ეს მანქანა ეხლაც დადის და კიდევ 20 წელი ივლის მაგაზე მე ვდგები ატვეჩაიში.

პ.ს აგერ სურათები და ერთი ვიდეო დამრჩა დანარჩენი წამეშალა სამწუხაროდ. თუმცა ბონუსად ჩემი E38 ის ვიდეოებს გაჩვენებთ. მადლობა ყურადღებისათვის. იმედია მოგეწონათ.

17529dd70cf7

b9a59ad6effa

ed6140eb7dc0

061f715c794e

5c70a5ae874a

პირველი დაქოქვა ამ მანქანის.

ბონუსი: ჩემი E38 (სემსოტის ვიდეოები)

მუხრუჭის შემოწმება კალოდკების შეცვლის შმედეგ. ძრავი 4.4 V8 286 HP 3.5 ის ბლოკირებული ხიდი.

ხმა:

პატარა ბურნაუთი (საბურავების გახურება)

მსგავსი ამბები

Back to top button