უცნაური

ხტუნია ჯეკი-XX საუკუნის ამოუხსნელი მოვლენა

ae3426e95dbb

1837  წელს ლონდონის სამხრეთ-დასავლეთით ადამიანის მსგავსი ფიგურა შენიშნეს,რომელიც უცნაურად დახტოდა.შეშინებული თვითმხილველები მას
სხვადასხვაგვარად აღწერდნენ.ზოგიერთი ირწმუნებოდა რომ ფრთოსანი და
რქიანი ურჩხულ დაინახეს,ზოგიერთის თქმით კი იგი ძლიერი აღნაგობის მამ-
კაცი იყო,რომელსაც თავზე მუზარადი  ეხურა და ლაბადა ეცვა.მას რატომღაც
ხტუნია ჯეკი(Spring Heeled Jack) შეარქვეს.

ხტუნია ჯეკი პირველად ფერმერის ქალიშვილს პოლი ადამსს, დაესხა თავს.
პოლი ლონდონის ერთ-ერთ ლუდხანაში მუშაობდა.ქალმა ყვირილი ატეხა და
მასთან ბევრმა მიირბინა საშველად,ჯეკმა კი ხტუნვით უშველა თავს.ერთი წლის
შემდეგ ხტუნია ჯეკის არსებობა სერ ჯონ ქევანმაც დაადასტურა.მან ერთერთი
თვითმხილველისგან წერილი მიიღო,რომელიც მას დახმარებას სთხოვდა.წერილი გაზეთში გამოაქვეყნეს და ამის მერე სხვებმაცგაბედეს დაწერა.იქამდე შეშინე-
ბულნი და დაბნეულნი იყვნენ,საკუთარი ამბის მოყოლას ვერ ბედავდნენ,ფიქრო-
ბდნენ,გიჟად ჩაგვთვლიანო.

ქევანის წერილის გამოქვეყნებამდე ერთი კვირით ადრე,თებერვლის ღამეს,
ახალგაზრდა და ლამაზ ჯეინ ალსოპს კარზე ძლიერი ბრახუნი მოესმა.იგი მამასა
ორ დასთან ერთად ცხოვრობდა.როდესაც კარის გასაღებად მივიდა კაცის აჩრდილი
დაინახა.მან საუთარი თავი პოლიციის ოფიცრად გაასაღა და სანთლის მიტანა ითხ-
ოვა.ირწმუნებოდა ხტუნია ჯეკი დავიჭირეო.აღელვებულმა ჯეინმა სანთელი გაუწოდა,როგორც კი მან უცნობს სანთელი გადასცა,ამ უკანასკლემა ყელში   სტაცა ხელი,მისი თავი იღლის ქვეშ მოიქცია და კაბის შემოხევას შეეცადა.ჯეინმა
შემზარავი კივილი მორთო,თავი როგოღაც გაითავისუფლა და გაიქცა,უცნობმა
იგი მაინც დაიჭირა,თმებში ჩაიკიდა ხელი,სახესა და კისერში კლანჭები ჩაასო.
ამ ბრძოლასა და წივილ-კივილში ხმა ჯეინის დას მოესმა და ქუჩაში გავრდა.
ვიდრე კიდევ სხვა ვინმე მივიდოდა ჯეკი დების თვალწინ ახტა-დახტა და სი-
ბნელეში გაუჩინარდა.

12a8d8b4307a
ჯეინმა გონება დაკარგა,როდესაც მოასულიერეს,თავდამსხმელი აღწერა,მისი
თქმით,იგი ადამიანს არ ჰგავდა,თავზე მუზარადი ეხურა,შავი ლაბადის ქვეშ
ტანზე მოტმასნილი თეთრი სამოსი ეცვა,შემაძრწუნებული თვალები ჰქონდა,
ცეცხლოვან ბურთებს მიუგავდა,თითებზე-კლანჭები,პირიდან კი ცისფერი და თეთრი ალი ამოისდიოდა,როგორც შემდეგში გაირკვა ჯეინი მისი ერთადერ
ი მსხვერპლი არ ყოფილა.

18 წლის ლუსი სკალსს ჯეკი ამ ამბიდან რამდენიმე თვის შემდეგ შეხვდა.
ლუსი ყასბის და იყო.ერთხელ სახლიდან გამოსულმა უკაცრიელ ქუჩაზე მა-
ღალი,შავლაბადიანი ფიგურა დაინახა,რომელიც თითქოს სიბნელიდან გად-
მოხტა და ლუსის ცისფერი ალი შეაფრქვია სახეზე.მას თვალთ დაუბნელდა.
ლუსიზე თავდასხმის შემდეგ ხტუნია ჯეკი ლონდონის ტაუერზე დაინახეს.
მთელი ლონდონი შიშმა შეიპყრო.1850-1860 წლებში იგი ინგლისის სხვა ქალა-
ქებშიც გამოჩდა.1860 წელს ბოროტმოქმედი ხალხმა მიიმწყვიდა და მან თავი
იმით დაიხსნა,რომ გარშემოხველ ხალხს გადაახტა.მისი შიშით მშობლები ბა-
ვშვებს ქუჩაში აღარ უშვებდნენ.1870 წელს საქმეში გვარდია ჩაება,ხტუნია
ჯეკს ხაფანგები დაუგეს.როგორც აღწერენ,მან თავისი ყინულივით ცივი ხელ-
ები ჯარისკაცებს შემოკრა,ხაფანგიდან თავი გაითავისუფლა და გაიქცა.

1877 წელს განრისხებული ლონდონელები მის მოკვლას შეეცადნენ,მაგრამ უშედ-
ეგოდ.ბოლოს სრულიად ნათლად იგი 1904 წელს ლივერპურში დაინახეს.ქალ-
აქის მცხოვრებლების თვალწინ სახლის სახურავზე ხტებოდა და ასე წინ და
უკან დარბოდა.რამდენიმე ლივერპულელმა მამაკაცმა  მისი  შეპყრობა სცადა,
ხტუნია ჯეკი ხტუნვა-ხტუნვით სიბნელეში გაუჩინარადა.

fd78eaf2b291
ხტუნია ჯეკის ამბავს რამდენიმე ავტორი მოგვითხრობს.ეს ისტორია ჩარლ
ბერლიცის ” მეოცე საუკუნის უცნაურ და აუხსნელ საიდუმლოებებშიცაა” შე-
სული.ბერლიცი ირწმუნება,რომ ლუსი სკალსიმს დროებით კი არა,საბოლოოდ
დაკარგა თვალისჩინი.
c154603f7723
e3853cfa47f3

დაწვრილებით შეგიძლიათ იხილოთ აქ: http://en.wikipedia.org/wiki/Spring_Heeled_Jack

მსგავსი ამბები

Back to top button