საკითხავისასარგებლოუცნაური

მუჰამადის მოგზაურობა სასუფეველში

მუჰამადის მექაში ცხოვრების ბოლო წელს მოხდა მისი ცხოვრების ერთ-ერთი დიდი სასწაული, რასაც ყურანი და მუსლიმური გადმოცემა “მიყრაჯს” – “ამაღლებას” უწოდებს. როგორც ჩანს, ებრაელთაგან წაქეზებულმა მოწინააღმდეეგებმა მუჰამადს უთხრეს: “მოციქულთა ქვეყანა სირიაა. შენც თუ მართლაც მოციქული ხარ ალაჰისა, იქ წადი და უკან რომ მობრუნდები, შენსას მერეღა ვირწმუნებთო”.

მუჰამადმა, სავარაუდოდ მიიჩნია, რომ მათი ნათქვამი არცთუ უსაფუძვლო იყო და, თუ გადმოცემას ვერწმუნებით, სირიაში წასვლა გადაწყვიტა, მაგრამ ღამით, ძილში, ჰქონდა ხილვა, რომლის შემდეგაც წმინდა მიწაზე გამგზავრება აღარაფერში სჭირდებოდა. ყურანში გაკვრით ნახსენებ ამბავს ფერადოვნად და დაწვრილებიტ გვიამბობს გადმოცემა, რომლის თანახმადაც, მუჰამადი ჯიბრაილმა( გაბრიელმა) ალ-ქაყბას ტაძრიდან იერუსალიმის ტაძარში სასწაულებრივად ამოგზაურა ერთ დღეს, ფრთოსან ცხოველზე – ალ ბურაკზე ამხედრებული. იგი ზეცად აიყვანეს, სადაც მეშვიდე ზეცის კიდესთან ალაჰის წინაშე წარადგინეს.

გადმოცემებში ბურაკის აღწერილობასაც ვხვდებით: ეს იყო ვირზე დიდი და ჯორზე პატარა ტანის ცხოველი, რომელსაც ორი ფრთა ჰქონდა და ერთ ნაბიჯად ადგანდა სადამდისაც კი თვალი სწვდებოდა.

მუჰამდი ბურაკზე ამხედრდა და ცხოველი იერუსალიმისკენ გაფრინდა. გზად რამდენიმე ადგილას შეისვენეს, სადაც მოციქულმა ლოცვა აღავლინა. ერთგან მედინაში, სადაც წლების მერე წინასწარმეტყველმა ჰიჯრა აღასრულა, მეორეგან – ქუფას მეჩეთში და მესამედ – სინას მთასა და ბეთლემში – იესო ქრისტეს შობის ადგილას. ბოლოს მუჰამადმა იერუსალიმის მეჩეთში, ე.წ. უშორეს მეჩეთშიც ილოცა და იქიდან ზეცად გაემართა.

თავდაპირველად იგი “დედამიწის ზეცაზე” ჩამოხდა და კაცობრიობის მამა – ადამი იხილა. ანგელოზები გუნდ-გუნდად წინ გამოეგებნენ და გულზე ხელდაკრეფილები მოციქულს მიესალმნენ. ერთ-ერთი თქმულება ამის შესახებ თვით მუჰამედის მონათხრობს ასე გადმოგვცემს: იქ ერთი ანგელოზი ვნახე, რომელზეც დიდი არსებაც მანამდე არსოდეს მინახავს. პირქუში იყო და სახემოღუშული. სხვებთან ერთად ისიც მომესალმა და მომილოცა, მაგრამ შუბლი არ გაუხსნია და ერთხელაც არ გაუღიმია. ჯიბრაილს მისი სახელი რომ ვკითხე, მომიგო: ეს მალაქია, ჯოჯოხეთის მცველი. არასოდეს გაუღიმია და თანდათან უფრო იპყრობს რისხვა ღვთის მტერთა და ცოდვილთა მიმართო.

მივესალმე მას და როცა სალმითვე მიპასუხა, ჯიბრაილს ვთხოვე, ჯოჯოხეთი მიჩვენოს-მეთქი.

იქაურობას სარქველი რომ აჰხადა, შიგნიდან ისეთი ღრიანცელი ამოვარდა, რომ მთელი სივრცე გადაავსო. ისეთი გრძნობა მქონდა, სადაცაა თავის წიაღში ჩამითრევს და მიმიტაცებს-მეთქი. ამის შემდეგ ჯოჯოხეთის მცველს უკან დბრუნება ვთხოვე.

ამის შემდეგ ერთ ჯგუფს ჩავუარე, რომელთაც წინ ეწყოთ სუფთა და ჭუჭყიანი ხორცი, ისინი ჭუჭყიანს თქვლეფდნენ, სუფთა კი ისე რჩებოდა. ჯიბრაილს ვკითხე, ესენი ვინ არიან-მეთქი. მიპასუხა: ესენი შენი რელიგური თემის წევრები არიან, რომლებიც სიცოცხლეში ღვთისაგნ აკრძალულ ლუკმას ჭამდნენ, ღვთისაგან ნებადართულისთვის კი ზურგი უქცევიათო.

მერე ვნახე ხალხი, რომელთაც აქლემის ლაშების მსგავსი ტუჩები ჰქონდათ, გვერდებზე თავიანთსავე ხორცს იწიწკნიდნენ და ჭამდნენ. ჯიბრაილმა მითხრა: ესენი ის ხალხია, ვინც სიცოცხლისას სხვა ადამიანებს აზაგებდნენ და ხალხს ზურგს უკან აუგად იხსენიებდნენო.

მერე ვნახე ხალხი, რომლებიც თავს ქვაზე ურახენებდნენ. მათი ამბავი რომ ვიკითხე, ჯიბრაილმა ამიხსნა: ეს ხალხი რამის სარიტუალო ლოცვას არ აღავლენდა და ისე იძენებდაო.

მათ შემდეგ კი ერთ ჯგუფს ჩავუარეთ, რომლებიც პირში ცეცხლს იყრიდნენ და უკანა ტანიდან გამოსდიოდათ. ვკითხე: ბრწყინვალე ჯიბრაილ, ესენი ვინრა არიან-მეთქი და მომიგო: ეს ის ხალხია, რომლებიც სიცოცხლისას ობლების ქონებას უკანონოდ ითვისებდნენო.

ერთ ჯგუფს კი იმხელა ფაშვები ეკიდათ, რომ ადგილიდან ვერ იძვროდნენ. მათი ამბავი რომ ვკითხე, ბრწყინვალე ანგელოზმა ამიხსნა, ეს ხალხი მევახშეობას ეწეოდაო.

მერე ვიხილე ქალები, რომლებიც ძუძუებით თავქვე დაეკიდებინათ. ჯიბრაილმა ამიხსნა: ესენი მრუში ქალები არიან, ქმრებს რომ სხვა კაცებთან ღალატობდნენო.

P.S გაგრძელება იქნება…

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close