ქართული ინტერნეტის მარგალიტები
რამდენიმე საინტერესო პოსტი და კომენტარი ქართულ საიტებზე, რომლებიც სხვადასხვა დროს “დავასქრინშოთე”.
ყველაზე დიდი აქტიურობა, რა თქმა უნდა, ფორუმებზეა, ამიტომაც მარგალიტების უმეტესობა სწორედ ფორუმებიდანაა. მოკლედ, დავიწყოთ.
მძიმე შემთხვევაა, ვერაფერს იტყვი.
თემა სათაურით: “რატომ არ ხდება სასწაულები ინტერნეტში”-ო. ჰოდა რას ქვია არ ხდება, აგერ ბატონო:
აქ თემა ცალკე მარგალიტია, მაგრამ კომენტარებიც არ ჩამორჩება : )
თემა, რომელიც ეხებოდა ძმაკაცებში დედის გინებას, ანუ რამდენად მისაღებია ე.წ. “დედის შუტკა”. ჰოდა გამოჩნდა დამმოძღვრავიც:
თურმე ასეთი მეგობრები თუკი არ გყოლია, დასანანია. ისედაც ცუდად მძინავს ღამე, კიდე ამაზე დარდი მინდოდა? : D
როგორც იტყვიან, ზოგს რა ცოტა რამ ჰყოფნის ბედნიერებისთვისო.
მძიმე შემთხვევაა, VOL 2
2 ბრმა ნაწლავი არა, მაგრამ ექიმს შეიძლება ჰქონდეს +2 ან მეტი.
ვეჭვობ, ამის დაწერამდე “ხერხს” ან “წამებულს” უყურა.
ამას წინათ ერთ-ერთ სხვა ფორუმზე შევედი, სადაც ერთი თემა განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა. სახელი ზუსტად აღარ მახსოვს, ან “სექსი” ერქვა, ან “ორალური სექსი” , თუმცა ამას ამ მომენტში არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, იდეაში კი ორივე ვარიანტი გამოხატავს, რა იზიდავს ყველაზე მეტად მონიტორს შემაცქერალ ადამიანს. რამდენიმე მარგალიტი აქაც აღმოჩნდა.
საინტერესოა, რატომ უნდა გაგიჩნდეს ეს კითხვა. ჩემი ვერსიით, ან BDSM-სთან გვაქვს საქმე, ან ოქროს წვიმასთან.
არ დამცინო კაია, სადაა მასე : )
აქამდე მეგონა, რომ სამყაროში ყველაზე დიდი დილემა ყოფნა-არყოფნის საკითხი იყო, მაგრამ მწარედ შევცდი.
მძიმე შემთხვევაა, VOL 3
ერთ-ერთ ვარეზზე ერთ-ერთი იუზერის კომენტარები სხვადასხვა სიახლეებზე. დათვალიერებისას სერიოზული ეჭვი გამიჩნდა, რომ ამ ბავშვის (დიდი იქნება ვითომ??) პირველი სიტყვა დედა არ ყოფილა. ყოველი შემთხვევისთვის, რომ არ აგრეოდათ, კომენტარები შემოვხაზე.
ახლა კი რამდენიმე სურათი, რომლებიც სიდიდის გამო ვერ ჩავსვი, რადგან 600 პიქსელზე დაპატარავებისას ნაწერები აღარ ჩანდა. დიდი ზომით სანახავად სურათზე დააწკაპუნეთ.
როგორც ჭკვიანი ხალხი იტყოდა, ცხოვრება სასტიკია.
ერთ-ერთი იუზერი ათეისტების მისამართით:
რაც შეეხება ამას, მგონი მანველიძის “მგლები” არ წაუკითხავს.
აქ, ცოტა არ იყოს, გაუგებრობა შეიქმნა გახაზული ადგილების ურთიერთშეთანხმებასთან დაკავშირებით.
შეშფოთებული იუზერი ფიზიკოს სტივენ ჰოკინგის შესახებ:
პირველი 4 სიტყვის მერე ჭკვიანური აღარაფერი უთქვამს
მძიმე შემთხვევაა, VOL 4
მძიმე შემთხვევაა, VOL 5
გაუგებრობა რომ არ შეიქმნეს, განვმარტავ: რენესანსის პერიოდის მხატვრებს უყვარდათ ხატვა რელიგიურ მოტივებზე და ადამის ცდუნება ერთ-ერთი გავრცელებული თემა იყო. ბიბლიაში არაა დაკონკრეტებული ხის რაობა, მხატვრებმა კი ფანტაზია მოიშველიეს და ვაშლი მიახატეს. ვაშლი იმიტომ, რომ ბერძნულ მითოლოგიაში ქალღმერთ ჰერას ჰქონდა ბაღი, სადაც ოქროს ვაშლების ხე იყო. ვინც მის ნაყოფს შეჭამდა, უკვდავი ხდებოდა. ამგვარად მოხდა ხელოვნებაში ქრისტიანობისა და ბერძნული მითოლოგიის შერწყმა, რაც შემდგომში გავრცელდა, როგორც სიმართლე.
და ბოლოს, ჩემი ფავორიტი.
ჩვენთვის კარგად ნაცნობ საიტზე ერთ-ერთი იუზერის განხილვა ფილმ “სოციალური ქსელისა”:
ამჟამად ეს კომენტარი წაშლილია, ეტყობა ადმინს უბანში ღადაობა დაუწყეს და მოაშთო.
დასასრული. ესეც ჩემი მე-300 სიახლე.