ახალი ამბებირეკორდებისურათები
ყველაზე გრძელი უწყვეტი კოცნა
ტაილანდში გაიმართა კონკურსი კოცნაში, სადაც 14 ტაილანდელი წყვილი მონაწილეობდა. გამარჯვებული წყვილი 46 საათი, 24 წუთი და ცხრა წამი კოცნიდა ერთმანეთს.
ამ წყვილმა გააუმჯობესა წინა მსოფლიო რეკორდი კოცნაში, რომელიც 32 საათი გრძელდებოდა, გერმანიაში 2009 წელს. კონკურსის მონაწილეებს კოცნის დროს ნებას რთავდნენ მიეღოთ, დასალევი წყალი, ყავა ან წვენი ასევე საჭიროების შემთხვევაში გამოეყენებინათ ტუალეტი. გამარჯვებული წყვილი დაჯილდოვდა ბრილიანტის ბეჭდით რომლის ღირებულება 1016 ფუნტს შეადგენს, ასევე მათ მიიღეს ფულადი ჯილდო 2,032 ფუნტი.